როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბერი
„დღეს ოჯახები მრავალ პრობლემას ხვდებიან. როგორ ფიქრობთ, თუ ოჯახის თითოეული წევრი იესოს მსგავს სულისკვეთებას გამოავლენს, დადებითად იმოქმედებს ეს მათზე? [წაიკითხე მათეს 20:28 და დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში განხილულია ხუთი საკითხი, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს, მიჰყვნენ იესოს მაგალითს [უჩვენე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ნოემბერი
„როგორ ფიქრობთ, რელიგია სიყვარულსა და მშვიდობას უწყობს ხელს თუ სიძულვილსა და ძალადობას? [დაელოდე, გიპასუხოს.] როგორც ჩანს, ბევრი არ ითვალისწინებს შემდეგ მუხლში ჩაწერილ იესოს სიტყვებს [წაიკითხე მათეს 5:44, 45]. ამ სტატიაში პასუხი ეცემა კითხვას: შესაძლებელია მტრების შეყვარება? [უჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 დეკემბერი
„როგორ ფიქრობთ, დადგება ისეთი დღე, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ ამ ბიბლიურ დანაპირებს, რომელიც იმედის საფუძველს გვაძლევს [წაიკითხე მე-7 გვერდზე ჩარჩოში მოყვანილი ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი.] ამ ჟურნალიდან გაიგებთ ბიბლიის თვალსაზრისს, როდის და როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას“.
გამოიღვიძეთ! დეკემბერი
„ზოგს სწამს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის შემთხვევით გაჩნდა. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია [წაიკითხე ებრაელების 3:4]. ამ ჟურნალში საფუძვლიანად არის ახსნილი, როგორ და რა მიზნით შეიქმნა დედამიწა“.