სამქადაგებლო მსახურების შედეგები
სასიხარულოა, რომ და-ძმები მზადყოფნით გამოეხმაურნენ მოწოდებას, ემსახურათ გაუნაწილებელ ტერიტორიებზე. საქართველოში ამ სამქადაგებლო კამპანიის დაწყებიდან სამი თვის მანძილზე 595 მაუწყებლისგან შემდგარი 73 ჯგუფი ჩამოყალიბდა. ისინი დაინიშნენ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც საერთო ჯამში 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დარწმუნებულები ვართ, რომ მსახურების ასეთი გაფართოების შედეგად კიდევ ბევრი მოისმენს სასიხარულო ცნობას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჩვენი ფილიალი ზედამხედველობს.