განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: კრების მარაგში არსებული წიგნები: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც მისცა ეს წიგნი ან ვისაც უკვე ჰქონდა ის. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა. ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, შეგიძლია შესთავაზო ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი.