„რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ — ნაწილი 1
ზოგჯერ ბავშვებს ეკითხებიან: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? ძმებო, როდესაც პატარები იყავით, შეიძლება ამბობდით, რომ გინდოდათ გამოსულიყავით ფეხბურთელი, პოლიციელი ან სარაიონო ზედამხედველი. დებო, თქვენ ვინ გინდოდათ გამოსულიყავით: მასწავლებელი, ექიმი თუ მისიონერი? ახლა, როცა უკვე გაიზარდე, ჰკითხე საკუთარ თავს: „რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. მზად ხარ გადაწყვეტილების მისაღებად?
ფილმი: ფილმის ყურებისას დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე: 1) რა მსგავსებაა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულ ტიმოთესა და ანდრეს შორის? (საქ. 16:1; 1 ტიმ. 4:8; 2 ტიმ. 1:5). 2) ვინ და როგორ უბიძგებდა ანდრეს, გამხდარიყო გამოჩენილი მორბენალი? 3) ვინ ახდენდა ტიმოთესა და ანდრეზე დადებით გავლენას და როგორ? (2 ტიმ. 1:1—4; 3:14, 15). 4) როგორ იმოქმედა ანდრეზე მათეს 6:24-სა და ფილიპელების 3:8-ში ჩაწერილმა სიტყვებმა და როგორ მოქმედებს ეს სიტყვები შენზე? სცენები: ფილმის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ ნახე შემდეგი სცენები და უპასუხე ქვემოთ დასმულ კითხვებს. „პავლე და ტიმოთე“: რა ურჩია პავლემ უკანასკნელად ტიმოთეს? (2 ტიმ. 4:5). „იეჰოვასთვის საუკეთესოს გაღება“: რა სულიერი მიზნები გაქვს დასახული? „იეჰოვას მხარეს დგომა“: საიდან მომდინარეობს ნამდვილი ბედნიერება? „ბებიის რჩევა“: რა არის ცუდი იმაში, რომ სატანის ქვეყნიერებაში ვარსკვლავი გახდე? (მათ. 4:9). „არავითარი სინანული“: რა მოგიტანს ცხოვრებაში ნამდვილ კმაყოფილებას? (იგავ. 10:22).