ყველაზე სასიამოვნო საქმე
1. როგორი სახის განკურნება მიმდინარეობს ჩვენს დროში?
1 პირველ საუკუნეში გული სიხარულით ევსებოდათ მათ, ვინც ფიზიკური განკურნების თვითმხილველი ხდებოდა (ლუკ. 5:24—26). დღეს ჩვენ სულიერად განკურნების საქმეში მონაწილეობით ვხარობთ (გამოცხ. 22:1, 2, 17). გასაოცარია იმ შემთხვევების წაკითხვა, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეუძლია იეჰოვას სიტყვასა და წმინდა სულს ადამიანთა ცხოვრების შეცვლა! მაგრამ ამ საქმეში მონაწილეობას უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს, როცა თავად ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს.
2. რა სიხარულს განვიცდით, როცა სხვებს ჭეშმარიტებას ვასწავლით?
2 რა ჰქვია ღმერთს? რატომ უშვებს ის ტანჯვას? რას გააკეთებს ღვთის სამეფო კაცობრიობისთვის? ჩვენ არა მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა გვახარებს, არამედ იმ სიხარულის დანახვაც, რომელსაც შემსწავლელები ჭეშმარიტების გაგების დროს გამოხატავენ (იგავ. 15:23; ლუკ. 24:32). როცა შემსწავლელი სულიერად იზრდება, მან შეიძლება იეჰოვას სახელის გამოყენება დაიწყოს, ცვლილებები შეიტანოს თავის ჩაცმულობასა და გარეგნობაში, მიატოვოს ცუდი ჩვევები და სხვებთან ქადაგება დაიწყოს. თუ მიძღვნასა და მონათვლას გადაწყვეტს, ის ჩვენი ძმა და თანამშრომელი გახდება. შემსწავლელების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სიხარულის მიზეზს გვაძლევს (1 თეს. 2:19, 20).
3. რისი გაკეთება შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის დასაწყებად?
3 შეგიძლია მონაწილეობის მიღება? თუ გსურს, მონაწილეობა მიიღო ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაში, სთხოვე იეჰოვას, ბიბლიის შესწავლის დაწყებაში დაგეხმაროს, შემდეგ კი შენი ლოცვების თანახმად იმოქმედე (1 იოან. 5:14). იქადაგე იქ, სადაც ბევრი ხალხია და შესაფერისი დრო შეარჩიე ამისთვის. გამოიყენე ნებისმიერი შესაფერისი შემთხვევა ბიბლიის შესწავლის შესათავაზებლად (ეკლ. 11:6). როცა დაინტერესებულ ადამიანში ჭეშმარიტების თესლს ჩათესავ, დაბრუნდი მოსარწყავად (1 კორ. 3:6—9).
4. რატომ არის ბიბლიის შესწავლების შეთავაზება დღეს გადაუდებელი საქმე?
4 ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია სიმართლეს მოშიებული და მოწყურებული. ვის შეუძლია ბიბლიის შესწავლის მეშვეობით მათი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? (მათ. 5:3, 6). მოდი მზად ვიყოთ, მკის დასრულებამდე შევასრულოთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობა (ეს. 6:8).