განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა. ივნისში: მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. ივლისსა და აგვისტოში: მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიყენონ კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა.
◼ თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ დრო გამოყოთ კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებით რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს შეგიძლიათ გაიმეოროთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც დამხმარე აღმოჩნდა მაუწყებლებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში.
◼ მაისიდან ყველა კრებამ თვის პირველი შაბათი ბიბლიის შესწავლების დასაწყებად უნდა გამოიყენოს. „საგუშაგო კოშკში“ სტატიების სერია „ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან“ ბიბლიის შესწავლების დაწყებაში დაგვეხმარება. „ჩვენი სამეფო მსახურების“ თითოეული ნომრის ბოლო გვერდზე დაბეჭდილი იქნება შეთავაზების ნიმუშები. ერთ-ერთი მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორ შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა მომდევნო თვის პირველ შაბათს.