განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი, მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. ივლისსა და აგვისტოში: მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიყენონ კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა.