განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივლისსა და აგვისტოში: მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიყენონ კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.