განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. როდესაც განმეორებით მოინახულებთ მათ, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვს კრებასთან, შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.
◼ სპეციალური საჯარო მოხსენება სათაურით „ხომ არ ფიქრობ, რომ ჯერ ადრეა?“ წარმოთქმული იქნება იმ შაბათ-კვირას, როცა გახსენების საღამო ჩატარდება.
◼ ყველა კრებასა და დამოუკიდებელ ჯგუფს შეხსენების სახით, გთხოვთ ფილიალს აცნობოთ, შეხვედრების ჩატარების დროის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდი www.pr418.com ან ბლანკი „ინფორმაცია კრების შეხვედრების შესახებ“ (S-5).