თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2012 წლის 30 აპრილით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. რას ვსწავლობთ წიგნ „იერემიადან“? [5 მარტ. si გვ. 129, აბზ. 36]
2. როგორ შეიძლება დღეს იეჰოვამ დაგვიცვას დევნისგან? (იერ. 1:8) [5 მარტ. w05 12/15 გვ. 23, აბზ. 18]
3. როდის და როგორ დაუბრუნდნენ ცხებულები „უძველეს ბილიკებს“? (იერ. 6:16) [12 მარტ. w05 11/1 გვ. 24, აბზ. 12]
4. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „ბალზამია გალაადში“? (იერ. 8:22) [19 მარტ. w10 6/1 გვ. 22, აბზ. 3 — გვ. 23, აბზ. 4]
5. რა გაგებით გადაიფიქრებს იეჰოვა განაჩენის აღსრულებას? (იერ. 18:7, 8) [2 აპრ. jr გვ. 151, ჩარჩო]
6. რა გაგებით მოატყუა იეჰოვამ იერემია და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? (იერ. 20:7) [2 აპრ. jr გვ. 36, აბზ. 8]
7. რა გაგებით „განწმენდნენ“ ისრაელს მტრები? (იერ. 22:6—9, სქოლიო) [9 აპრ. it-2 გვ. 1166, აბზ. 8, (ინგლ.)]
8. რატომ შეეძლო ძველად იეჰოვას თამამად ეთქვა თავისი ხალხისთვის: „სიყვარულით შეგიყვარე“? (იერ. 31:3) [23 აპრ. jr გვ. 142—145, აბზ. 8—11]
9. რა გაგებით შეიძლება იყოს ღვთის კანონი გულში ჩაწერილი? (იერ. 31:33) [23 აპრ. w07 3/15 გვ. 11, აბზ. 2]
10. რატომ დაიწერა ნასყიდობის ორი ერთნაირი საბუთი? (იერ. 32:10—15) [30 აპრ. w07 3/15 გვ. 11, აბზ. 3]