თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2012 წლის 25 ივნისით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იერემიამ გაუძლო სიდუხჭირეს? (იერ. 37:21) [7 მაის. w97 9/15 გვ. 3, აბზ. 4 — გვ. 4, აბზ. 1]
2. როგორ ჰბაძავენ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები ებედ-მელექის კარგ მაგალითს? (იერ. 38:8—13) [7 მაის. su გვ. 179, აბზ. 9 (ინგლ.)]
3. მართებულია, ქრისტიანებმა მიმართონ შეიარაღებულ პოლიციას დაცვისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ იეჰოვამ იერემიასა და ბარუქის დასაცავად ნაბუქოდონოსორის მცველები გამოიყენა? (იერ. 39:11—14) [14 მაის. w83 7/15 გვ. 31 (ინგლ.)]
4. რა იყო ის „დიდი რამე“, რასაც ბარუქი თავისთვის ეძებდა და რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ გამოეხმაურა ის იეჰოვას რჩევას? (იერ. 45:5) [21 მაის. w06 8/15 გვ. 18, აბზ. 1; გვ. 19, აბზ. 6]
5. ედომზე სამართლიანი განაჩენის აღსრულებისას რატომ განასხვავებს იეჰოვა თავის თავს „ყურძნის მკრეფავებისგან“ და „ქურდებისგან“? (იერ. 49:9, 10) [28 მაის. w77 გვ. 442, აბზ. 7 — გვ. 443, აბზ. 1 (ინგლ.)]
6. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ შემთხვევიდან, როცა „ციდკია ბაბილონის მეფეს განუდგა“? (იერ. 52:3, 7—11) [4 ივნ. w88 9/15 გვ. 17, აბზ. 8 (ინგლ.); w81 4/1 გვ. 13, აბზ. 3, 4; გვ. 14, აბზ. 6 (ინგლ.)]
7. რა არის იეჰოვას „ფეხსადგამი“ და მისი „კარავი“? (გოდ. 2:1, 6) [11 ივნ. w07 6/1 გვ. 9, აბზ. 1]
8. რა იგულისხმა იერემიამ, როცა თქვა, რომ იეჰოვა „გაიხსენებდა და მისკენ დაიხრებოდა“ და რატომ აქვს ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა? (გოდ. 3:20) [18 ივნ. w07 6/1 გვ. 11, აბზ. 2]
9. რატომ არის კარგი, თუ ადამიანი ახალგაზრდობაშივე ისწავლის ტვირთის ტარებას? (გოდ. 3:27) [18 ივნ. w07 6/1 გვ. 11, აბზ. 4; w87 2/15 გვ. 24, აბზ. 1 (ინგლ.)]
10. როგორ გვეხმარება ეზეკიელის მაგალითი, გაბედულად ვიქადაგოთ სხვების გულგრილობის მიუხედავად (ეზეკ. 3:8, 9) [25 ივნ. w08 7/15 გვ. 8, აბზ. 6, 7]