თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2012 წლის 31 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. როგორ შესრულდა იოელის 2:1—10, 28-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მწერების შემოსევის შესახებ? [5 ნოემბ. w07 10/1 გვ. 13, აბზ. 1]
2. ვისზე შესრულდა ამოსის 8:11 და რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, ვინაიდან გვაქვს უხვი სულიერი საზრდო? [12 ნოემბ. jd გვ. 60, 61, აბზ. 9]
3. რა იყო იმის მიზეზი, რომ ედომელები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და რა არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს? (აბდ. 3, 4) [19 ნოემბ. w07 11/1 გვ. 14, აბზ. 1]
4. რა გაგებით შეიწყალა იეჰოვამ ნინეველები და არ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა? (იონ. 3:8, 10). [19 ნოემბ. w07 11/1 გვ. 14, აბზ. 14]
5. როგორ ამტკიცებს იეჰოვასთან მეგობრობას მისი სახელით სიარული? (მიქ. 4:5) [26 ნოემბ. jd გვ. 88, აბზ. 12]
6. რაში გვარწმუნებს ნაუმის 2:6—10-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება? [3 დეკ. w07 11/15 გვ. 9, აბზ. 2; w88 2/15 გვ. 28, აბზ. 7 (ინგლ.)]
7. რას ნიშნავს ანგიას 1:6-ში ჩაწერილი სიტყვები და რის სწავლა შეგვიძლია ჩვენ? [10 დეკ. w06 4/15 გვ. 22, აბზ. 12—15]
8. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზაქარიას 7:10-ში ჩაწერილი რჩევა, რომ ბოროტი არ განვიზრახოთ ერთმანეთის მიმართ გულში? [17 დეკ. jd გვ. 113, აბზ. 6; w07 12/1 გვ. 11, აბზ. 2]
9. რატომ არის დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის მანუგეშებელი ზაქარიას 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვები? [17 დეკ. w07 12/1 გვ. 10, აბზ. 7]
10. როგორც მალაქიას 3:16-შია მოცემული, რატომ არ უნდა მოვდუნდეთ და რატომ უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ უმწიკვლობა შევინარჩუნოთ? [31 დეკ. w07 12/15 გვ. 29, აბზ. 3]