სამქადაგებლო მსახურების შედეგები
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ამა წლის მარტის თვეში აზერბაიჯანსა და საქართველოში დაფიქსირდა 7 უმაღლესი მაჩვენებელი: აზერბაიჯანში მსახურობდა 248 პიონერი, მაუწყებლებმა იქადაგეს 40 359 საათი, გააკეთეს 16 657 განმეორებითი მონახულება და ჩაატარეს 1 980 ბიბლიის შესწავლა. საქართველოში მსახურობდა 2 767 პიონერი და მაუწყებლებმა სამქადაგებლო საქმეს დაუთმეს 479 642 საათი. გარდა ამისა, ამ თვეში შესანიშნავი საქმე შეასრულეს დამხმარე პიონერებმა. აზერბაიჯანში დამხმარე პიონერად მსახურობდა 361 მაუწყებელი, ხოლო საქართველოში — 5 895. ეს იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელთა დიდი რაოდენობა იყო ჩაბმული პიონერული მსახურების სხვადასხვა სფეროში: 54 პროცენტი — აზერბაიჯანში, 48 პროცენტი — საქართველოში. უდავოა, რომ იეჰოვას ხალხი „დიდად ირჯება და თავს არ ზოგავს“ წმინდა მსახურებისთვის (1 ტიმ. 4:10).