თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2014 წლის 28 აპრილით დაწყებულ კვირაში
რა დაეხმარა იოსებს, რომ უზნეობა არ ჩაედინა ფოტიფარის ცოლთან? (დაბ. 39:7—12) [3 მარტ. w13 2/15 გვ. 4, აბზ. 6; w07 10/15 გვ. 23, აბზ. 16]
რა მხრივ არის იოსები კარგი მაგალითი მათთვის, ვინც უსამართლობასა და სირთულეებს ხვდება? (დაბ. 41:14, 39, 40) [10 მარტ. w04 1/15 გვ. 29, აბზ. 6; w04 6/1 გვ. 20, აბზ. 4]
რის საფუძველზე გამოავლინა იოსებმა გულმოწყალება ძმების მიმართ? [17 მარტ. w99 1/1 გვ. 30, აბზ. 6, 7]
როგორ შეასრულა ბენიამინის ტომმა დაბადების 49:27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? [24 მარტ. w12 1/1 გვ. 29, ჩარჩო]
რას ვსწავლობთ გამოსვლის 3:7—10-დან იეჰოვას შესახებ? [31 მარტ. w09 3/1 გვ. 15, აბზ. 3—6]
როგორ გაამართლა იეჰოვამ თავისი დიდებული სახელის მნიშვნელობის ერთ-ერთი მხარე მოსეს დღეებში? (გამ. 3:14, 15) [31 მარტ. w13 3/15 გვ. 25, 26, აბზ. 5, 6]
გამოსვლის 7:1-ის თანახმად, რა გაგებით იყო მოსე „ფარაონის ღმერთად“ დაყენებული? [7 აპრ. w04 3/15 გვ. 25, აბზ. 7]
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დაიხსნა იეჰოვამ ისინი ეგვიპტელთაგან, როგორი სული გამოავლინეს მათ მოგვიანებით და რას ვსწავლობთ ჩვენ? (გამ. 14:30, 31) [14 აპრ. w12 3/15 გვ. 26, 27, აბზ. 8—10]
რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფრაზა, „არწივის ფრთებით მეტარებინეთ“, საუკეთესო გამოხატულებაა იმ სიყვარულისა, რასაც იეჰოვა ახლად ჩამოყალიბებული ერის მიმართ ავლენდა? (გამ. 19:4) [28 აპრ. w96 6/15 გვ. 10, აბზ. 5 — გვ. 11, აბზ. 2 (რუს.)]
რა გაგებით სჯის იეჰოვა მომდევნო თაობებს „მამების დანაშაულის გამო“? (გამ. 20:5) [28 აპრ. w04 3/15 გვ. 27, აბზ. 1]