თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2015 წლის 27 აპრილით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
როგორია ერთგული სიყვარული და ცხოვრების რომელ სფეროებშია ის განსაკუთრებით საჭირო? (რუთ. 1:16, 17) [2 მარტ. w12 7/1 გვ. 26, აბზ. 6]
როგორ მოიპოვა რუთმა „ღირსეული ქალის“ სახელი? (რუთ. 3:11) [2 მარტ. w12 10/1 გვ. 23, აბზ. 1]
რა მხრივ დაგვეხმარება ხანას მაგალითი სირთულეების დროს? (1 სამ. 1:16—18) [9 მარტ. w07 3/15 გვ. 16, აბზ. 4, 5]
რამ დაიცვა სამუელი ელის ვაჟების ცუდი ზეგავლენისგან, როცა იგი „იეჰოვასთან იზრდებოდა“? (1 სამ. 2:21) [9 მარტ. w10 10/1 გვ. 16, აბზ. 2, 3]
რა მხრივ დაგვეხმარება საულის მაგალითი, რომელმაც დაუყოვნებლივ არ მიიღო ზომები უვარგისების წინააღმდეგ, რომელთაც მისი მეფობა უარყვეს? (1 სამ. 10:22, 27) [23 მარტ. w05 3/15 გვ. 23, აბზ. 1]
რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ საულის არასწორი აზროვნებიდან, რომ თითქოსდა, იეჰოვასადმი ურჩობას გაღებული მსხვერპლი გადაფარავდა? (1 სამ. 15:22, 23) [30 მარტ. w07 6/15 გვ. 26, აბზ. 3, 4]
რატომ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ადამიანის „გულს ხედავს“? (1 სამ. 16:7) [6 აპრ. w10 3/1 გვ. 23, აბზ. 7]
იგავების 1:4-ის მიხედვით, რა გვაქვს ისეთი, რის გამოყენებასაც იეჰოვა ჩვენგან რთული სიტუაციების დროს მოელის? (1 სამ. 21:12, 13) [13 აპრ. w05 3/15 გვ. 24, აბზ. 4]
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ აბიგაილს არ დაურღვევია მეთაურობის პრინციპი, როცა მან დავითსა და მის თანმხლებთ ძღვენი მიართვა? (1 სამ. 25:10, 11, 18, 19) [20 აპრ. w09 7/1 გვ. 20, აბზ. 4]
რას ვსწავლობთ აბიგაილის მაგალითიდან, რომელმაც მოიბოდიშა იმ საქციელის გამო, რაც თავად არ ჩაუდენია? (1 სამ. 25:24) [20 აპრ. w02 11/1 გვ. 5, აბზ. 1, 4]