სამქადაგებლო მსახურების შედეგები
დიდი სიხარულით გაუწყებთ, რომ 2014 სამსახურებრივი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ სტენდებით ქადაგების შედეგად, რომელსაც ფილიალი ზედამხედველობს, გავრცელდა 10 589 წიგნი, 7 083 ჟურნალი და 4 403 ბროშურა. მთლიანობაში გავრცელებული პუბლიკაციების რაოდენობა გახლავთ 22 075. აგრეთვე მოგვეცა საშუალება, რომ ბევრ ადამიანთან ბიბლიურ თემებზე გვესაუბრა. თბილისისა და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში სტენდებით ქადაგებას ორგანიზებას ფილიალი უწევს. ხოლო სხვაგან ამ სახის მსახურებას ადგილობრივი კრებები ხელმძღვანელობენ. იეჰოვას წმინდა სულითა და მისი კურთხევებით, აგრეთვე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეს საქმე კვლავაც წარმატებით გაგრძელდება და ის იეჰოვას სახელს პატივსა და დიდებას მოუტანს (1 კორ. 3:6, 7).