თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2015 წლის 31 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში.
რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ სოლომონის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან, რაც რწმენას გვიმტკიცებს და რა მხრივ დაგვეხმარება ამაზე ფიქრი? (1 მეფ. 8:22—24, 28) [6 ივლ. w05 7/1 გვ. 30, აბზ. 3]
როგორ აღგვძრავს დავითის მაგალითი, რომელიც ღვთის წინაშე „სუფთა გულით“ დადიოდა, რომ ჩვენც მის მსგავსად მოვიქცეთ? (1 მეფ. 9:4) [13 ივლ. w12 11/15 გვ. 7, აბზ. 18, 19]
რას ვსწავლობთ იმ ბიბლიური ეპიზოდიდან, როცა იეჰოვამ ელია სარეფთელ ქვრივთან გაგზავნა? (1 მეფ. 17:8—14) [27 ივლ. w14 2/15 გვ. 14]
როგორ გვეხმარება 1 მეფეების 17:10—16-ზე დაფიქრება, სრულად მივენდოთ იეჰოვას? [27 ივლ. w14 2/15 გვ. 13—15]
როგორ დაგვეხმარება ელიას მაგალითი, თუ გულგატეხილობა დაგვეუფლება? (1 მეფ. 19:4) [3 აგვ. ia გვ. 102, აბზ. 10—12; w14 3/15 გვ. 15, აბზ. 15, 16]
რა იგრძნო იეჰოვამ, როდესაც ზეციდან თავისი სასოწარკვეთილი ერთგული წინასწარმეტყველი ელია იხილა და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მოსიყვარულე ღმერთს? (1 მეფ. 19:7, 8) [3 აგვ. w14 6/15 გვ. 27, აბზ. 15, 16]
რა არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა მეფე ახაბს და რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვან? [10 აგვ. lv გვ. 164, 165, ჩარჩო; w14 2/1 გვ. 14, აბზ. 3, 4]
რას ვსწავლობთ ელისეს თხოვნიდან, რომლითაც მან ელიას მიმართა და ჩვენ როგორ დაგვეხმარება ეს ბიბლიური მონაკვეთი, როცა ღვთის მსახურებაში ახალ დავალებას მივიღებთ? (2 მეფ. 2:9, 10) [17 აგვ. w03 11/1 გვ. 31, აბზ. 6, 7]
როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მიჰბაძონ რწმენისა და გაბედულების გამოვლენაში ისრაელ გოგონას, რომლის ამბავსაც 2 მეფეების 5:1—3-ში ვკითხულობთ? [24 აგვ. w12 2/15 გვ. 13, აბზ. 11]
რომელი თვისებების გამოვლენაში უნდა მიჰბაძონ იეჰუს დღეს, ბოლო დღეებში, მცხოვრებმა ქრისტიანებმა? (2 მეფ. 10:16) [31 აგვ. w11 11/15 გვ. 5, აბზ. 4]