ღვთის სიტყვის საუნჯე | ესაია 29—33
„სიმართლისთვის იმეფებს მეფე“
გამეფებული იესო ნიშნავს მთავრებს ანუ უხუცესებს, რომლებიც ზრუნავენ სამწყსოზე
- როგორც „საფარი ქარიშხალში“, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან სამწყსო დევნებისა და გულგატეხილობის დროს. 
- როგორც „წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში“, ისინი წყურვილს უკლავენ სულიერად მოწყურებულებს სუფთა, წმინდა ჭეშმარიტებით. 
- „როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“, ისინი შვებას ჰგვრიან სამწყსოს იმით, რომ სულიერ ხელმძღვანელობას უწევენ და ამხნევებენ.