7—13 აგვისტო
ეზეკიელი 28—31
სიმღერა 85 და ლოცვა
შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)
ღვთის სიტყვის საუნჯე
იეჰოვამ დააჯილდოვა წარმართი ერი: (10 წთ.)
ეზეკ. 29:18 — ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ტვიროსის დამარცხება ძვირად დაუჯდა, თუმცა ამისთვის ჯილდო არ მიუღია (it „ტვიროსი“ ¶10).
ეზეკ. 29:19 — იეჰოვამ ნაბუქოდონოსორს ტვიროსის სანაცვლოდ ეგვიპტე მისცა ნადავლად (it „ეგვიპტე, ეგვიპტელი“).
ეზეკ. 29:20 — იეჰოვამ ბაბილონელები მისთვის გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვა (g86 11/8 27 ¶4, 5).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (8 წთ.)
ეზეკ. 28:12—19 — რა მსგავსება იყო ტვიროსის მეფეებსა და სატანას შორის? (it „სრულყოფილება“ ¶17, 18).
ეზეკ. 30:13, 14 — როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? (w03 7/1 32 ¶1—3).
რა ისწავლეთ იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
კიდევ რა საინტერესო აზრები აღმოაჩინეთ ბიბლიის ამ მონაკვეთში?
ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) ეზეკ. 29:1—12
გააუმჯობესე მსახურება
მოამზადე მიმდინარე თვის შეთავაზებები: (15 წთ.) შეთავაზების ნიმუშების განხილვა. აუდიტორიას ვიდეორგოლების მეშვეობით უჩვენე თითოეული შეთავაზება და იმსჯელე მნიშვნელოვან მხარეებზე. მოუწოდე მაუწყებლებს, შეთავაზების დროს მოიხსენიონ ახლახან მომხდარი რომელიმე შემთხვევა და ბროშურის „სასიხარულო ცნობა“ შეთავაზებისას აჩვენონ ვიდეორგოლი „გსურთ სასიხარულო ცნობის მოსმენა?“.
იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ადგილობრივი მოთხოვნილებები: (5 წთ.) ან განიხილე, რას ვსწავლობთ წელიწდეულიდან (yb17 35 ¶1—37 ¶1 და ჩარჩო 35-ე გვერდზე).
განივითარე ღვთისმოსაწონი თვისება — თავმდაბლობა: (10 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი „მოერიდეთ იმას, რაც ძირს უთხრის ერთგულებას — სიამაყე“.
კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ.) kr „ნაწილი 5 — სამეფოს საგანმანათლებლო პროგრამა — მეფის მსახურთა დასწავლება“, თავი 16 ¶1—5, ჩარჩოები „ოჯახთან ერთად თაყვანისცემა“ და „ყოველწლიური შეხვედრები, რომლებიც ღვთის ხალხს აერთიანებს“.
განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)
სიმღერა 20 და ლოცვა