საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb20 აპრილი გვ. 7
  • „მოიშორეთ უცხო ღმერთები“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „მოიშორეთ უცხო ღმერთები“
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • მსგავსი მასალა
  • არის ოკულტიზმი უწყინარი გართობა?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • იეჰოვას დახმარებით წინ აღუდექით ბოროტ სულებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • იაკობი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რას ამბობს ბიბლია სპირიტიზმზე?
    გამოიღვიძეთ! — 2017
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
mwb20 აპრილი გვ. 7
კაცი ნაგავში აგდებს ყელსაბამს, რომელსაც თილისმად იყენებდა

ქრისტიანული ცხოვრება

„მოიშორეთ უცხო ღმერთები“

მართალია, იაკობის დროს კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით კანონი ჯერ არ არსებობდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებდა (გამ. 20:3—5). როცა ღმერთმა უთხრა, ბეთელში დაბრუნებულიყო, იაკობმა ყველას უბრძანა, კერპები მოეშორებინათ. მან თავიდან მოიცილა ხალხის მიერ მიტანილი კერპები, მათ შორის საყურეები, რომლებსაც შესაძლოა თილისმად იყენებდნენ (დაბ. 35:1—4). იეჰოვა უეჭველად მოიწონებდა იაკობის საქციელს.

ჩვენ როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა? უპირველესად უნდა მოვიშოროთ ნებისმიერი რამ, რაც კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმს უკავშირდება. ამასთანავე, უნდა მოვიცილოთ ოკულტიზმთან დაკავშირებული ნივთები და დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ გართობის სახეობები. ჰკითხე საკუთარ თავს: ხომ არ მსიამოვნებს ისეთი წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება, რომლებიც ზებუნებრივი ძალების, ვამპირებისა და ზომბების შესახებაა? უწყინარ გართობად ხომ არ წარმოაჩენენ მაგიას, ჯადოს ან წყევლას? ღვთის მსახურებმა თავი შორს უნდა დავიჭიროთ ყველაფრისგან, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმ. 97:10).

უყურე ვიდეოს „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • ბავშვი საწოლზე წევს, რომელსაც მაჯაზე თილისმა უკეთია. უკანა ფონზე იეჰოვას მოწმე წყვილი ესაუბრება ბავშვის დედას, რომელიც ბიბლიას სწავლობს

    რა პრობლემა შეექმნა ერთ ბიბლიის შემსწავლელს, სახელად პალესას?

  • წყვილმა და ბიბლიის შემსწავლელმა დახმარებისთვის უხუცესებს მიმართეს

    რატომ უნდა მივმართოთ უხუცესებს დახმარებისთვის მსგავსი პრობლემის დროს?

  • ბიბლიის შემსწავლელი ბავშვის თილისმას ცეცხლში წვავს

    წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და დაუახლოვდით ღმერთს (იაკ. 4:7, 8)

    რა უნდა მოვიშოროთ თავიდან, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ დაგვიცვას?

  • რა გადაწყვეტილება მიიღო პალესამ?

  • რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ არ მოექცეთ დემონების გავლენაში?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება