ქრისტიანული ცხოვრება
ნოემბერში სპეციალური კამპანიის დროს ღვთის სამეფოს შესახებ გავაცხადებთ
იესომ სასიხარულო ცნობა გაგვიცხადა ღვთის სამეფოს შესახებ (ლუკ. 4:43). მან ხალხს მოუწოდა, ელოცათ ამ სამეფოს მოსვლაზე (მათ. 6:9, 10). ნოემბერში ქადაგების მთავარი თემა ღვთის სამეფო იქნება (მათ. 24:14). ისე შეადგინეთ გეგმები, რომ სრული მონაწილეობა მიიღოთ კამპანიაში. ამ თვეში დამხმარე პიონერებს შეუძლიათ 30 ან 50 საათი იმსახურონ.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს ამოუკითხეთ ბიბლიური მუხლი, რომელიც ღვთის სამეფოს ეხება. მუხლის შერჩევისას გაითვალისწინეთ მსმენელის რელიგიური შეხედულებები. თუ პირველი საუბრის დროს ვინმე ინტერესს გამოავლენს, შესთავაზეთ 2020 წლის „საგუშაგო კოშკის“ მე-2 ნომერი. ინტერესი რომ არ გაუნელდეს, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიაკითხოთ და ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ სწავლებაში დამხმარე რომელიმე პუბლიკაციით. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ვიდრე ღმერთი ყველა ადამიანურ მთავრობას გაანადგურებს (დან. 2:44; 1 კორ. 15:24, 25). ამიტომ გვინდა, ყველანაირად ვისარგებლოთ ამ განსაკუთრებული შესაძლებლობით და ვუერთგულოთ იეჰოვას და მის სამეფოს!
ღვთის სამეფო დედამიწას სამოთხედ აქცევს!