ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
როგორ შეუძლიათ ქალებს, გაისარჯონ ღვთისთვის?
ქრისტიან ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ სამეფოს საქმეში (ფსალმ. 68:11). ისინი ბევრ ბიბლიის შესწავლას ატარებენ; პიონერების დიდ ნაწილსაც სწორედ დები წარმოადგენენ. ათასობით და სხვადასხვა მხრივ უჭერს მხარს ღვთის საქმეს. მაგალითად, ზოგი ბეთელში მსახურობს, ზოგი — მისიონერად; ზოგიც სამშენებლო პროექტებშია ჩაბმული ან მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა. მოწიფული ქრისტიანი დები განამტკიცებენ თავიანთ ოჯახებსა და კრებებს (იგავ. 14:1). მიუხედავად იმისა, რომ დები ვერ იმსახურებენ უხუცესებად ან მომსახურეებად, მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ქრისტიანულ კრებაში. რა მიზნების დასახვა შეუძლიათ დებს?
განივითარონ ღვთისმოსაწონი თვისებები (1 ტიმ. 3:11; 1 პეტ. 3:3—6).
დაეხმარონ გამოუცდელ დებს კრებაში (ტიტ. 2:3—5).
დაიხვეწონ ქადაგებაში და მეტი დრო დაუთმონ მსახურებას.
ისწავლონ უცხო ენა.
გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.
შეავსონ განცხადება ბეთელში მსახურებისთვის ან სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
შეავსონ სამეფოს მახარობელთა სკოლის განცხადება.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲒᲐᲛᲠᲯᲔ ᲥᲐᲚᲔᲑᲘ ᲣᲤᲐᲚᲨᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:
რისკენ წაგახალისათ დების კომენტარებმა?