ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
როგორ გამოვიყენოთ საუბრის ნიმუშები
საუბრის ნიმუშების მომზადებას დიდი ძალისხმევა ხმარდება და ბევრ ტერიტორიაზე მაუწყებლებს საკმაოდ კარგად ადგებათ. თუმცა ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მსახურების დროს მაუწყებლებს შეუძლიათ შეცვალონ მიდგომა ან განსხვავებულ საკითხზე წამოიწყონ საუბარი. მაგრამ რაც შეეხება სპეციალურ კამპანიას, ყველა ერთსა და იმავე მითითებას მივყვებით. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ იესოს დავალება და გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ (მათ. 24:14).
დავალებებით გამოსვლისას მაუწყებლებმა უნდა იმსჯელონ საუბრის ნიმუშში მოცემულ საკითხზე. თუმცა თუ ნიმუშს სხვა მითითება არ აქვს დართული, მაუწყებლებს შეუძლიათ შეცვალონ საუბრის წამოწყებისთვის და განმეორებითი მონახულებისთვის განკუთვნილი კითხვები, ბიბლიური მუხლები და შეარჩიონ ადგილობრივი ტერიტორიისთვის პრაქტიკული სიტუაცია. ეს არის ახლებური მიდგომა, რომელიც ჩაანაცვლებს 2020 წლის ივნისის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურების“ მე-8 გვერდზე მოცემულ მითითებებს.