საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 იანვარი გვ. 8-9
  • 29 იანვარი — 4 თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 29 იანვარი — 4 თებერვალი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 იანვარი გვ. 8-9

29 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ — 4 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ

ᲘᲝᲑᲘ 40—42

სიმღერა 124 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან

(10 წთ.)

უნდა გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვასთან შედარებით ძალიან მწირი ცოდნა გვაქვს (იობ. 42:1—3; w10 10/15 3, 4 ¶4—6).

მზადყოფნით უნდა მივიღოთ ღვთისა და მისი ორგანიზაციისგან მომდინარე რჩევები (იობ. 42:5, 6; w17.06 25 ¶12).

იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც სირთულეების მიუხედავად ერთგული რჩება (იობ. 42:10—12; იაკ. 5:11; w22.06 25 ¶17, 18).

იობი და მისი ცოლი სიხარულით შესცქერიან ერთმანეთს. იობს ხელი მათი სახლისა და ფარისკენ აქვს გაწვდილი.

იეჰოვამ უხვად აკურთხა იობი ერთგულებისთვის

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იობ. 42:7 — სინამდვილეში ვის წინააღმდეგ საუბრობდნენ იობის მეგობრები და როგორ გვეხმარება ამის ცოდნა, გავუძლოთ დაცინვას? (it „დაცინვა“ ¶8).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) იობ. 42:1—17 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბარი მასთან, ვინც ქრისტიანი არ არის. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3)

5. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff მე-13 გაკვეთილი, პუნქტები 6, 7 და ჩარჩო „ზოგი ამბობს“ (lmd გაკვეთილი 11, პუნქტი 4)

6. მოხსენება

(4 წთ.) lmd დანართი 1, საკითხი 2 — თემა: დედამიწა არასდროს განადგურდება. (th გაკვეთილი 13)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 108

7. აგრძნობინეთ სხვებს იეჰოვას სიყვარული

(15 წთ.) განხილვა.

კადრი ვიდეოდან „იეჰოვას ოჯახში ნამდვილი სიყვარული ვიგრძენით“. მიმი დედასთან ერთად ინახულებს დას საავადმყოფოში. მასთან ყვავილები და ღია ბარათი მიაქვთ.

გვიხარია, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, სიყვარულის განსახიერებაა, რაც გვიზიდავს მისკენ და აღგვძრავს, მასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ (1 იოან. 4:8, 16). იეჰოვას მსახურები მის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობთ.

ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ ღმერთს და სიყვარული გამოვავლინოთ ოჯახის წევრების, თანამორწმუნეებისა თუ სხვების მიმართ (იობ. 6:14; 1 იოან. 4:11). თუ სიყვარულით მოვეპყრობით სხვებს, მათ იეჰოვას გაცნობასა და მასთან დაახლოებაში დავეხმარებით. ამის საპირისპიროდ, თუ სიყვარულს არ გამოვავლენთ, მათ გაუჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ მოსიყვარულე ღმერთს ვემსახურებით.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვას ოჯახში ნამდვილი სიყვარული ვიგრძენით“. შემდეგ ჰკითხე:

როგორ დაგანახვათ ლეი ლეისა და მიმის შემთხვევამ სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობა?

როგორ შეგიძლიათ და-ძმებს იეჰოვას სიყვარული აგრძნობინოთ?

  • გახსოვდეთ, რომ ისინი იეჰოვასთვის ძვირფასები არიან (ფსალმ. 100:3).

  • გაამხნევეთ და აღაშენეთ (ეფეს. 4:29).

  • გამოავლინეთ თანაგრძნობა (მათ. 7:11, 12).

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 5 ¶1—8, ჩარჩო 39-ე გვერდზე

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 126 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება