საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 მაისი გვ. 2-3
  • 6—12 მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 6—12 მაისი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 მაისი გვ. 2-3

6—12 ᲛᲐᲘᲡᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 36, 37

სიმღერა 87 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე“

(10 წთ.)

ხშირად ჩვენს ტანჯვას ბოროტი ადამიანები იწვევენ (ფსალმ. 36:1—4; w17.04 10 ¶4).

თუ ბოროტი ხალხის მიმართ ბოღმას და რისხვას ჩავიდებთ გულში, ეს ჩვენთვისვე იქნება საზიანო (ფსალმ. 37:1, 7, 8; w22.06 10 ¶10).

თუ მტკიცედ გვწამს იეჰოვას დანაპირების, სიმშვიდეს არ დავკარგავთ (ფსალმ. 37:10, 11; w03 12/1 13 ¶20).

და ტელეფონში ახალ ამბებს კითხულობს და წუხს. ის ხედავს საპროტესტო აქციებს, კორუმპირებულ პოლიციელს, მებრძოლ ჯარისკაცებს, შეიარაღებულ კაცს ავტოფარეხში, ქურდებს ნაძარცვით ხელში, სამოქალაქო არეულობასა და ავტოსაგზაო შემთხვევას.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მეტისმეტად ხომ არ ვინტერესდები ახალი ამბებით, რომლებიც ადამიანთა ბოროტ საქმეებს აშუქებს?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 36:6 — სავარაუდოდ, რა იგულისხმა ფსალმუნმომღერალმა, როცა იეჰოვას სიმართლე დიად მთებს შეადარა? (it „მთა“).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 37:1—26 (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ბიბლიის შესწავლა შესთავაზე მას, ვინც ადრე უარი გითხრა. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 4)

6. მოხსენება

(5 წთ.) ijwbv 45 — თემა: როგორ იხსნება ფსალმუნის 37:4? (th გაკვეთილი 13)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 33

7. მომზადებული შეხვდით „გაჭირვების ჟამს“

(15 წთ.) განხილვა.

მთელ მსოფლიოში მრავალი და-ძმა სტიქიისა თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებების გამო იტანჯება (ფსალმ. 9:9, 10). სამწუხაროდ, არ ვიცით, როდის დაგვიდგება „გაჭირვების ჟამი“, ამიტომ ღირს, წინასწარ მოვემზადოთ მოულოდნელი სიტუაციებისთვის.

წინასწარი ზომების მიღების გარდა,a კიდევ რა დაგვეხმარება, მომზადებულები დავხვდეთ სტიქიას?

  • შეემზადეთ ემოციურად. გააცნობიერეთ, რომ სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და წინასწარ შეიმუშავეთ გეგმა, როგორ მოიქცევით, თუ ასეთი რამ თქვენს ტერიტორიაზე მოხდება. ნუ გახდებით მეტისმეტად დამოკიდებული მატერიალურ ქონებასა თუ ნივთებზე. ამ საკითხზე სწორი თვალსაზრისი დაგეხმარებათ, გონივრულად იმოქმედოთ და გაუმართლებელ რისკზე არ წახვიდეთ, თუ საქმე სიცოცხლესა და ქონებას შორის არჩევანზე მიდგება (დაბ. 19:16; ფსალმ. 36:9). გარდა ამისა, თუ თქვენი ქონება დაზიანდება ან განადგურდება, გაგიადვილდებათ დანაკარგთან შეგუება (ფსალმ. 37:19).

  • გაიძლიერეთ რწმენა. განიმტკიცეთ იმის რწმენა, რომ იეჰოვას ძალაც აქვს და სურვილიც, იზრუნოს თქვენს საჭიროებებზე (ფსალმ. 37:18). ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ღმერთი ხელმძღვანელობისა და დახმარების გარეშე არასოდეს დაგვტოვებს, თუნდაც სიცოცხლის გარდა ყველაფერი დავკარგოთ (იერ. 45:5; ფსალმ. 37:23, 24).

იეჰოვა იქნება ჩვენი „ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს“, თუ ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებს (ფსალმ. 37:39).

ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან „მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?“: 1) ძმა კითხულობს ბიბლიას; 2) ცუნამი; 3) შავი ღრუბლები; 4) ხალხს დატბორილი სახლიდან ნივთები გამოაქვს.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?“. შემდეგ ჰკითხე:

  • რა მხრივ გვეხმარება იეჰოვა სტიქიისა თუ სხვა სახის უბედურების დროს?

  • როგორ უნდა მოვემზადოთ პრაქტიკულად?

  • როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვისაც სტიქიური თუ სხვა სახის უბედურება დაატყდა თავს?

ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲐ:

  • ბიბლიის კითხვის დროს მოინიშნეთ ის მუხლები, რომლებითაც თავადაც გამხნევდებით და სხვებსაც გაამხნევებთ. შეგიძლიათ ეს ბიბლიური მუხლები ტეგების მეშვეობით JW ბიბლიოთეკაში ჩაინიშნოთ. მსგავსი მუხლების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე jw.org, სტატიაში „რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე?“.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 9 ¶8—16

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 57 და ლოცვა

a იხილეთ 2017 წლის „გამოიღვიძეთ!“ №5, გვ. 4—6.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება