საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 მაისი გვ. 6-7
  • 27 მაისი — 2 ივნისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 27 მაისი — 2 ივნისი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 მაისი გვ. 6-7

27 ᲛᲐᲘᲡᲘ — 2 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 42—44

სიმღერა 86 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. ისარგებლეთ ყველა საშუალებით, რომლითაც იეჰოვა გასწავლით

(10 წთ.)

ხელიდან ნუ გაუშვებთ სხვებთან ერთად დარბაზში შეკრებისა და იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობას (ფსალმ. 42:4, 5; w06 6/1 9 ¶4).

ილოცეთ ბიბლიის წაკითხვამდე (ფსალმ. 42:8; w12 1/15 15 ¶2).

ეცადეთ, რასაც ბიბლიიდან სწავლობთ, ცხოვრების ყველა სფეროში გამოიყენოთ (ფსალმ. 43:3).

დები ყურადღებით უსმენენ კონგრესის პროგრამას და ჩანაწერებს აკეთებენ.

ღვთისგან მიღებული ცოდნა გვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს და ვიცხოვროთ მიძღვნის თანახმად (1 პეტ. 5:10; w16.09 5 ¶11, 12).

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 44:19 — რაზე მიუთითებს ფრაზა „სადაც ტურებს დაუდვიათ ბინა“? (it „ტურა“)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 44:1—26 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(5 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაპატიჟე მობინადრე საჯარო მოხსენებაზე. აჩვენე და განიხილე ვიდეო „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“ (ინსცენირების დროს ნუ ჩართავ) (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 5)

6. მოხსენება

(3 წთ.) lmd დანართი 1, პუნქტი 4 — თემა: დადგება დრო, როცა ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება (th გაკვეთილი 2)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 21

7. მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილებები, როცა საქმე სამუშაოსა და განათლებას ეხება

(15 წთ.) განხილვა.

ფოტოკოლაჟი: ახალგაზრდა ძმა ბიბლიის კითხვისას ფიქრობს, როგორ დაგეგმოს თავისი ცხოვრება სკოლის დამთავრების შემდეგ: 1) ის მასწავლებელს ესაუბრება; 2) ესწრება მახარობელთა სკოლაში სწავლის მსურველთა შეხვედრას; 3) ქადაგებს უცხოენოვან ტერიტორიაზე.

ახალგაზრდებო, რის გაკეთებას აპირებთ სკოლის დამთავრების შემდეგ? შესაძლოა ისეთი სამსახურის დაწყებაზე ფიქრობთ, რომელიც პიონერობის შესაძლებლობას მოგცემთ ან პროფესიული განათლების მიღებას გეგმავთ, რომელიც ასეთი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ. შეიძლება ითქვას, რომ გზის გასაყართან დგახართ. არჩევანის სიმრავლის ან სხვების რჩევების გამო შეიძლება თავგზა გებნევათ. რა დაგეხმარებათ, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ?

წაიკითხეთ მათეს 6:32, 33. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ ღირს კონკრეტული სულიერი მიზნების დასახვა მანამ, სანამ განათლებასა და სამუშაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ?

  • რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომ შვილებს მათეს 6:32, 33-ში ჩაწერილი პრინციპის გამოყენებაში დაეხმარონ? (ფსალმ. 78:4—7)

იფრთხილეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლისკენ სწრაფვამ არ იმოქმედოს თქვენს გადაწყვეტილებებზე (1 იოან. 2:15, 17). გახსოვდეთ, ბევრი ფულის ქონაც კი ურთულებს ადამიანს ჭეშმარიტების მიღებას (ლუკ. 18:24—27). მით უმეტეს, თუ ადამიანი ისწრაფვის სიმდიდრისკენ, ის ვერც იეჰოვას დაუახლოვდება და ვერც სულიერ მიზნებს მიაღწევს (მათ. 6:24; მარ. 8:36).

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იმედს ნუ დაამყარებთ იმაზე, რაც წარმავალია! — ფული“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაგეხმარებათ იგავების 23:4, 5 გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

  • დაისახე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სულიერი მიზნები.

  • ისეთი პროფესია ან სამსახური აირჩიე, რომელიც ხელს არ შეგიშლის სულიერი მიზნების მიღწევაში.

  • ისეთი საქმე აირჩიე, რაც გამოგადგება. სანამ დამატებითი კურსების გავლას გადაწყვეტ, დარწმუნდი, რომ ამ სფეროში დასაქმებასაც შეძლებ.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 10 ¶5—12

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 47 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება