საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 ივლისი გვ. 10-16
  • 5—11 აგვისტო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 5—11 აგვისტო
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 ივლისი გვ. 10-16

5—11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 70—72

სიმღერა 59 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. უამბეთ ღვთის „ძალის შესახებ მომავალ თაობას“

(10 წთ.)

დავითი ახალგაზრდობიდანვე გრძნობდა იეჰოვას მზრუნველობას (ფსალმ. 71:5; w99 9/1 18 ¶17).

ის სიბერეშიც გრძნობდა ღვთის მხარდაჭერას (ფსალმ. 71:9; g04 10/8 23 ¶3).

დავითი საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა მომავალ თაობას და ასე ამხნევებდა მათ (ფსალმ. 71:17, 18; w14 1/15 23 ¶4, 5).

ოჯახი, რომელიც ნაჩვენებია სტატიაში „იდეები ოჯახური თაყვანისცემისთვის“. ისინი ყურადღებით უსმენენ ხანდაზმულ წყვილს, რომელიც ოჯახურ თაყვანისცემაზე ჰყავთ მოწვეული. ხანდაზმული ცოლ-ქმარი მათ სურათებს აჩვენებს და თავიანთ ისტორიას უყვება.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რომელი დის ან ძმის დაპატიჟება შეგვიძლია ოჯახურ თაყვანისცემაზე, რომ იეჰოვას მსახურებაში გატარებული მრავალწლიანი ისტორია მოვაყოლოთ?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 72:8 — როგორ შესრულდა სოლომონის მმართველობის დროს დაბადების 15:18-ში ჩაწერილი დაპირება, რომელიც იეჰოვამ აბრაამს მისცა? (it „ევფრატი“)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 71:1—24 (th გაკვეთილი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. თუ მობინადრე გეკამათება, პოზიტიურ ნოტზე დაასრულე საუბარი. (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. განაგრძე საუბარი ნათესავთან, რომელიც თავს იკავებს ბიბლიის შესწავლისგან. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 4)

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) მოხსენება. ijwfq 49 — თემა: რატომ მოახდინეს ცვლილებები იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ რელიგიურ სწავლებებში? (th გაკვეთილი 17)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 76

7. იდეები ოჯახური თაყვანისცემისთვის

(15 წთ.) განხილვა.

ოჯახი ერთად ასრულებს სამეფოს სიმღერებს.
ოჯახი უყურებს JW მაუწყებლობას.
დედა-შვილი ოჯახური თაყვანისცემის დროს ინსცენირებას აკეთებს.

ოჯახური თაყვანისცემა შესანიშნავი საშუალებაა საიმისოდ, რომ მშობლებმა შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4) მართალია, სწავლა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ თუ ბავშვები ჭეშმარიტებას შეიყვარებენ, ეს პროცესი მათთვის სასიამოვნო გახდება (იოან. 6:27; 1 პეტ. 2:2). განიხილეთ ჩარჩო „იდეები ოჯახური თაყვანისცემისთვის“. იქ მოცემული რჩევები მშობლებს დაეხმარებათ, ოჯახური შესწავლა უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახადონ. შემდეგ აუდიტორიას ჰკითხე:

  • აქ მოცემული რჩევებიდან რომელს გამოიყენებთ?

  • სხვა რა იდეა აღმოჩნდა თქვენი ოჯახისთვის პრაქტიკული?

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲣᲠᲘ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ:

  • მოუსმინეთ შუა კვირის შეხვედრაზე წასაკითხ ბიბლიურ მონაკვეთს ან მონაცვლეობით წაიკითხეთ ხმამაღლა. შეგიძლიათ ოჯახის წევრებმა ბიბლიური პერსონაჟების როლები გაინაწილოთ.

  • მშობლებს შეუძლიათ წინასწარ მოამზადონ კითხვები შუა კვირის შეხვედრაზე განსახილველი ბიბლიური მონაკვეთიდან. ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია აირჩიოს რომელიმე კითხვა და მოამზადოს პასუხი. მომდევნო ოჯახურ შესწავლაზე კი ერთმანეთს გაუზიარონ მოძიებული პასუხები.

  • წამოჭერით რაიმე კითხვა ან დასახეთ სავარაუდო სიტუაცია, შემდეგ გამოიკვლიეთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები სახელმძღვანელოდან „ბიბლია — ცხოვრების გზამკვლევი“.

  • გაითამაშეთ რომელიმე ბიბლიური სცენა.

  • შესწავლის დროს ბარათზე დაწერეთ ერთი ბიბლიური მუხლი, მაგალითად, ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან და ეცადეთ დაიმახსოვროთ ეს მუხლი. ყოველი მომდევნო განხილვის დროს გაიმეორეთ წინა ჯერზე ნასწავლი მუხლები.

  • განიხილეთ რომელიმე პუნქტი წიგნიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

  • დაავალეთ ოჯახის წევრებს, მოიძიონ ინფორმაცია და წარმოადგინონ ოჯახურ შესწავლაზე. ამისთვის შეუძლიათ გამოიყენონ სტატიათა სერიები „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ და „ბიბლიური მუხლების ახსნა“ ვებგვერდის jw.org განყოფილებიდან „ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ“.

ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ:

  • მოამზადეთ კრების შეხვედრის პროგრამის რომელიმე ნაწილი.

  • მოამზადეთ და გაუზიარეთ ერთმანეთს კომენტარები, ეცადეთ დროს არ გადააჭარბოთ.

  • იმღერეთ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები.

  • იმსჯელეთ და გაითამაშეთ, როგორ შეგიძლიათ რომელიმე თანაქრისტიანის გამხნევება კრების შეხვედრამდე ან მას შემდეგ.

  • ოჯახის წევრების წინაშე წარმოადგინეთ დავალება, რომელიც კრების შეხვედრაზე გექნებათ.

ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ:

  • მოემზადეთ კარდაკარ მსახურებისთვის.

  • მოემზადეთ განმეორებითი მონახულებისთვის.

  • გაითამაშეთ, როგორ წამოიწყებთ მეგობრულ საუბარს არაფორმალურ სიტუაციაში.

  • იმსჯელეთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ გახსენების საღამოს, არდადეგების ან შვებულების პერიოდში მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას.

ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲔᲑᲘ:

  • გაითამაშეთ, როგორ გაუმკლავდებით ამა თუ იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდით ან შეიძლება მომავალში აღმოჩნდეთ. მაგალითად, სიტუაციები, რომლებიც ეხება რომანტიკულ ურთიერთობას, ნეიტრალიტეტს, ბულინგს ან დღესასწაულებს.

  • მშობლებმა და შვილებმა გაცვალეთ როლები. ბავშვებმა გამოიკვლიონ კონკრეტული საკითხი და შემდეგ მშობლებთან იმსჯელონ.

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ:

  • უყურეთ და განიხილეთ JW მაუწყებლობა.

  • ვებგვერდზე jw.org წაიკითხეთ რაიმე სტატია ან უყურეთ რომელიმე ვიდეოს და შემდეგ ერთად განიხილეთ.

  • განიხილეთ თქვენთვის საინტერესო მასალა ვებგვერდზე jw.org განყოფილებაში „ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ“ მოცემული რუბრიკებიდან „ახალგაზრდები“ ან „ბავშვები“.

  • განიხილეთ კონგრესებზე გაკეთებული ჩანაწერები.

  • დააკვირდით შემოქმედებას ან გამოიკვლიეთ რაიმე საკითხი ამასთან დაკავშირებით და შემდეგ იმსჯელეთ, რას გვასწავლის ეს იეჰოვაზე.

  • დროდადრო დაპატიჟეთ რომელიმე თანაქრისტიანი და მოაყოლეთ თავისი ისტორია.

  • იმსჯელეთ, რა სულიერი მიზნების დასახვა შეგიძლიათ და როგორ მიაღწიოთ ამ მიზნებს.

  • ერთად გააკეთეთ ნოეს კიდობნის მაკეტი, გამოიკვლიეთ ბიბლიური რუკები და სქემები.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „გააუმჯობესეთ ოჯახური თაყვანისცემა“. შემდეგ ჰკითხე:

  • თუ ცოლ-ქმარს არ ჰყავს შვილები, რისი გაკეთება შეუძლია ქმარს, რომ ოჯახური თაყვანისცემა ცოლისთვის სასიამოვნო იყოს?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 13 ¶17—24

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 123 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება