26 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ — 1 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 78
სიმღერა 97 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. ისრაელი ერის გამაფრთხილებელი მაგალითი
(10 წთ.)
ისრაელმა დაივიწყა იეჰოვას საოცარი საქმეები (ფსალმ. 78:11, 42; w96 12/1 29, 30).
ისინი არ აფასებდნენ იმას, რითაც იეჰოვა მათ უზრუნველყოფდა (ფსალმ. 78:19; w06 7/15 17 ¶16).
ისრაელები ვერ სწავლობდნენ საკუთარ შეცდომებზე და კვლავ და კვლავ ეურჩებოდნენ ღმერთს (ფსალმ. 78:40, 41, 56, 57; w11 7/1 10 ¶3, 4).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა დაგვეხმარება, რომ არ ვეურჩოთ იეჰოვას?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ფსალმ. 78:24, 25 — რატომ ეწოდება მანანას „ციური მარცვალი“ და „ძლიერთა პური“? (w06 7/15 11 ¶4)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 78:1—22 (th გაკვეთილი 5)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 5)
5. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის წამოსაწყებად გამოიყენე ბუკლეტი. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 4)
6. საუბრის წამოწყება
(1 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრე გთხოვს, რომ სათქმელი მოკლედ უთხრა. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5)
7. საუბრის წამოწყება
(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ნუ წამოჭრი ბიბლიურ საკითხებს. ისე წარმართე საუბარი, რომ მსმენელი თავად მიხვდეს ან შესაფერის დროს ბუნებრივად უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე ხარ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4)
სიმღერა 96
8. ისწავლეთ მახარობელი ფილიპესგან
(15 წთ.) განხილვა.
ბიბლიაში მრავლად ვხვდებით როგორც კარგ, ისე ცუდ მაგალითებს. თუ გვინდა, ვისწავლოთ ამ მაგალითებზე, დრო და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მათ გამოსაკვლევად. უნდა დავფიქრდეთ, რა დასკვნამდე მივყავართ ამ მაგალითებს და შემდეგ ვეცადოთ, შესაბამისი ცვლილებები მოვახდინოთ.
მახარობელი ფილიპე „წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე“ ქრისტიანი იყო (საქ. 6:3, 5). რას ვსწავლობთ მისგან?
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ისწავლეთ მახარობელი ფილიპესგან“. შემდეგ ჰკითხე:
რა რეაქცია ჰქონდა ფილიპეს, როცა მისი მდგომარეობა უეცრად შეიცვალა და რას გასწავლით ეს? (საქ. 8:1, 4, 5).
რა შედეგები მოჰყვა ფილიპეს მზადყოფნას, რომ ექადაგა იქ, სადაც ღმერთმა მიუთითა და რას გასწავლით ეს? (საქ. 8:6—8, 26—31, 34—40).
რა სასიკეთო შედეგები მოუტანა ფილიპეს და მის ოჯახს სტუმართმოყვარეობამ და რას გასწავლით ეს? (საქ. 21:8—10).
რამ მოუტანა სიხარული ვიდეოში ნაჩვენებ ოჯახს და რას გასწავლით ეს?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 14 ¶11—20