საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 სექტემბერი გვ. 2-3
  • 2–8 სექტემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2–8 სექტემბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 სექტემბერი გვ. 2-3

2–8 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 79–81

სიმღერა 29 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. დაამტკიცეთ, რომ გიყვართ ღვთის დიდებული სახელი

(10 წთ.)

თავი შორს დაიჭირეთ ისეთი საქმეებისგან, რომლებიც შეურაცხყოფს იეჰოვას (ფსალმ. 79:9; w17.02 9 ¶5).

მოუხმეთ ღვთის სახელს (ფსალმ. 80:18; ijwbv 3 ¶4, 5).

იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც ემორჩილება მას და ამტკიცებს, რომ უყვარს მისი სახელი (ფსალმ. 81:13, 16).

ძმა შესვენებაზე თანამშრომელს აძლევს jw.org საკონტაქტო ბარათს.

თუ გვინდა, რომ ჩვენმა კარგმა საქმეებმა ღვთის სახელი განადიდოს, სხვებს არ უნდა დავუმალოთ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 80:1 – რატომ იწოდება ზოგჯერ ისრაელის ყველა ტომი იოსების სახელით? (it „იოსები“ ¶38, 39)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 79:1–80:7 (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(1 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 4)

5. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 3)

6. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3)

7. ინტერესის გაღვივება

(5 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ბიბლიის შესწავლა შესთავაზე მას, ვინც ადრე უარი გითხრა. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 10

8. „განწმენდენ ჩემს სახელს“

(15 წთ.) განხილვა.

ჯერ კიდევ ედემის ბაღიდან მოყოლებული სატანა შეურაცხყოფს ღვთის სახელს. ამიტომ მისი სახელის განწმენდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი, რომელშიც ყველა გონიერი ქმნილებაა ჩართული.

სატანამ არაერთი ბოროტი ტყუილი გაავრცელა იეჰოვას შესახებ. ის ამტკიცებს, რომ ღმერთი სასტიკი და უგულო მმართველია (დაბ. 3:1–6; იობ. 4:18, 19); ირწმუნება, რომ ღვთის თაყვანისმცემლებს გულწრფელად არ უყვართ ის (იობ. 2:4, 5). გარდა ამისა, სატანამ მილიონობით ადამიანი დაარწმუნა, რომ ჩვენი საოცარი სამყარო ღმერთს არ შეუქმნია (რომ. 1:20, 21).

როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ასეთ ტყუილებს ისმენთ? ალბათ სურვილი გიჩნდებათ, რომ ღვთის სახელის დასაცავად ხმა აიმაღლოთ. იეჰოვამ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რომ თავისი ხალხი მონაწილეობას მიიღებდა მისი სახელის განწმენდაში (შეადარეთ ესაიას 29:23). თქვენ როგორ შეგიძლიათ წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში?

  • გააცანით და შეაყვარეთ სხვებს იეჰოვა (იოან. 17:25, 26). დაარწმუნეთ სხვები, რომ ის ნამდვილად არსებობს და ესაუბრეთ მის შესანიშნავ თვისებებზე (ეს. 63:7).

  • მთელი გულით გიყვარდეთ იეჰოვა (მათ. 22:37, 38). მხოლოდ იმიტომ კი ნუ დაემორჩილებით ღვთის მითითებებს, რომ ისინი თქვენს კეთილდღეობას ემსახურება, არამედ იმიტომ, რომ გული გაუხაროთ მას (იგავ. 27:11).

ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან „სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს მათ შემთხვევაშიც, ვისაც სკოლაში არაჯანსაღ გარემოში უწევს ყოფნა“. 1) არიელი კლასში ზის; კლასელი მისკენ თითს იშვერს და კითხულობს, რატომ არ აძლევს სალამს დროშას; 2) არიელი პირადი შესწავლის დროს კითხულობს ბიბლიას და 61-ე გაკვეთილს წიგნიდან „იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში“; 3) ის კლასის წინაშე დგას და თავის პოზიციას ხსნის; 4) დიეგოს კლასელი ელექტროსიგარეტს სთავაზობს; 5) დიეგო პლანშეტს იყენებს კვლევისთვის; 6) ის სკოლიდან მოდის და კმაყოფილი იღიმის.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს მათ შემთხვევაშიც, ვისაც სკოლაში არაჯანსაღ გარემოში უწევს ყოფნა“. შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ დაიცვეს არიელმა და დიეგომ ღვთის სახელი?

  • რამ აღძრა ისინი, რომ განედიდებინათ ღვთის სახელი?

  • თქვენ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ მაგალითს?

9. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 15 ¶1–7 და მეექვსე ნაწილის შესავალი

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 90 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება