საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 სექტემბერი გვ. 14-15
  • 28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 სექტემბერი გვ. 14-15

28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ – 3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 103, 104

სიმღერა 30 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“

(10 წთ.)

იეჰოვას გულმოწყალება აღძრავს, გონივრული მოთხოვნები ჰქონდეს ჩვენ მიმართ (ფსალმ. 103:8; w23.07 21 ¶5).

შეცდომების გამო ის გულს არ იცრუებს ჩვენზე (ფსალმ. 103:9, 10; w23.09 6, 7 ¶16–18).

იეჰოვას ახსოვს ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია (ფსალმ. 103:14; w23.05 26 ¶2).

ქმარი ყურადღებით უსმენს ცოლს, რომელიც თავის გრძნობებს უზიარებს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ჩანს მეუღლისადმი ჩემს დამოკიდებულებაში, რომ ვბაძავ იეჰოვას და არ ვარ ზედმეტად მომთხოვნი?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 104:24 – რას ვიგებთ ამ მუხლიდან იეჰოვას შემოქმედებითი უნარის შესახებ? (cl 55 ¶18)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 104:1–24 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 4)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. განიხილე ვიდეო „ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა“ მასთან, ვინც ბიბლიის შესწავლაზე დაგთანხმდა. (th გაკვეთილი 9)

6. მოხსენება

(5 წთ.) lmd დანართი 1, პუნქტი 6 – თემა: ქმარს ცოლი საკუთარი თავივით უნდა უყვარდეს (th გაკვეთილი 1)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 44

7. იცით თქვენი შესაძლებლობების ზღვარი?

(15 წთ.) განხილვა.

როცა იეჰოვასთვის საუკეთესოს ვიღებთ, ჩვენც ვხარობთ და მასაც ვუხარებთ გულს (ფსალმ. 73:28). თუმცა, თუ მხედველობიდან გამოგვრჩება, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, შეიძლება სტრესი შევუქმნათ საკუთარ თავს და გულგატეხილობამდეც კი მივიდეთ.

ვიდეოში „რეალისტური მოლოდინით მეტს მიაღწევთ“ ნაჩვენები ახალგაზრდა და.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რეალისტური მოლოდინით მეტს მიაღწევთ“. შემდეგ ჰკითხე:

  • რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? (მიქ. 6:8).

  • კადრი ვიდეოდან „რეალისტური მოლოდინით მეტს მიაღწევთ“. კაფეში ახალგაზრდა და მეგობართან ერთად ამხნევებს ბიბლიის შემსწავლელს.
  • რა დაეხმარა ახალგაზრდა დას, რომ ზედმეტად კონცენტრირებული არ ყოფილიყო თავის მიზანზე?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲘᲒᲝᲗ, ᲡᲐᲓ ᲒᲐᲓᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲖᲦᲕᲐᲠᲘ?

  • ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვებს (გალ. 6:4). საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენა სხვებზე დაკვირვებით არ უნდა შევიქმნათ. ერთი ასაკის ან მსგავსი ოჯახური მდგომარეობის ორ ქრისტიანსაც კი შეიძლება განსხვავებული შესაძლებლობები ჰქონდეს.

  • ნუ დარჩები კომფორტის ზონაში და დაისახე ახალი მიზნები (რომ. 12:1; 1 კორ. 7:31). ნუ შეგეშინდება, მოსინჯო მსახურების ისეთი ფორმა, რომელიც რთული გეჩვენება ან ფიქრობ, რომ არ მოგეწონება (მალ. 3:10).

  • პატარ-პატარა მიზნების დასახვით გამოსცადე შენი შესაძლებლობები. მაგალითად, როგორ უნდა გაიგო, შეძლებ თუ არა პიონერობას? რამდენიმე თვის განმავლობაში შეგიძლია მეტი დრო დაუთმო ქადაგებას ან დამხმარე პიონერად იმსახურო. თავიდან შეგიძლია ერთი წლით მოსინჯო პიონერად მსახურება. ამ ყველაფრის შემდეგ რომც დაასკვნა, რომ პიონერობას ვერ შეძლებ, სანანებელი არასდროს გაგიხდება ის პატარ-პატარა მიზნები, რომლებსაც უკვე მიაღწიე (ეკლ. 6:9).

  • მზად იყავი, მოერგო ცვლილებებს. დროდადრო სიტუაცია გვეცვლება და შესაბამისად იცვლება ისიც, თუ რამდენის კეთება შეგვიძლია. ეცადე, დროდადრო ობიექტურად შეაფასო შენი მდგომარეობა და შესაბამისი მიზნები დაისახო.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 17 ¶8–12 და ჩარჩო 137-ე გვერდზე

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 55 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება