საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 ნოემბერი გვ. 12-13
  • 23–29 დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 23–29 დეკემბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 ნოემბერი გვ. 12-13

23–29 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:121–176

სიმღერა 31 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. თავიდან აირიდეთ ზედმეტი პრობლემები

(10 წთ.)

გიყვარდეთ ღვთის მცნებები (ფსალმ. 119:127; w18.06 17 ¶5, 6).

შეიძულეთ ბოროტება (ფსალმ. 119:128; w93 4/15 17 ¶12).

მოუსმინეთ იეჰოვას და თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ (ფსალმ. 119:130, 133; იგავ. 22:3).

გადაშლილი ბიბლია დევს ოქროს ზოდებისა და მონეტების გვერდით.

ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: რა ცვლილებები უნდა მოვახდინო, რომ უფრო მეტად შევიყვარო ღვთის მცნებები და უფრო მეტად შევიძულო ბოროტება?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 119:160 – ამ მუხლიდან გამომდინარე, რაში არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი? (w23.01 2 ¶2)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 119:121–152 (th გაკვეთილი 2)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრეს აჩვენე, როგორ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ვებსაიტზე jw.org. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3)

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) მსჯელობა ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც რეგულარულად არ ესწრება კრების შეხვედრებს. (lmd გაკვეთილი 12, პუნქტი 4)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 121

7. ფულის სიყვარულის გამო ნუ გაიჩენთ თავსატეხს

(15 წთ.) განხილვა.

მათ, ვინც ფულის სიყვარულმა აიყოლია, „მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს“ (1 ტიმ. 6:9, 10). ქვემოთ ჩამოთვლილია, რა პრობლემები შეგვექმნება, თუ ცხოვრებაში ჩვენი მთავარი მიზანი ფულის შოვნა გახდება.

  • ვერ შევინარჩუნებთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას (მათ. 6:24).

  • ყოველთვის მეტი მოგვინდება (ეკლ. 5:10).

  • ადვილად წავალთ დათმობაზე და შეიძლება არც ქურდობას, ტყუილს და თაღლითობას მოვერიდოთ (იგავ. 28:20). ამის გამო სინდისი შეგვაწუხებს, სახელი გაგვიტყდება და ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება.

კადრი ვიდეოდან „როგორ ვხარჯოთ ფული?“. თინეიჯერ ბიჭს ხელში უჭირავს ყულაბა.

წაიკითხეთ ებრაელების 13:5, შემდეგ აუდიტორიას ჰკითხე:

  • როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ფულის მიმართ და რატომ?

ფული რომც არ გვიყვარდეს, შეიძლება ზედმეტი პრობლემები შევიქმნათ, თუ მის სწორად ხარჯვას არ ვისწავლით.

აუდიტორიას უჩვენე ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲐᲜᲘᲛᲐᲪᲘᲐ „როგორ ვხარჯოთ ფული?“; შემდეგ ჰკითხე:

    კადრი ვიდეოდან „როგორ ვხარჯოთ ფული?“. თინეიჯერი გოგო და ბიჭი ადგენენ იმ ნივთების სიას, რომელთა ყიდვაც უნდათ, და თან ანგარიშობენ, რა თანხა დასჭირდება თითოეული ნივთის ყიდვას. ბიჭს საყიდელი ნივთების სიაში აქვს ყურსასმენები, ფეხსაცმელები, საკვები და მატარებლის ბილეთები. გოგონას სიაში აქვს საფულე, საათი, საკვები და საწვავი.
  • რატომ უნდა შევადგინოთ ბიუჯეტი და როგორ გავაკეთოთ ეს?

  • კადრი ვიდეოდან „როგორ ვხარჯოთ ფული?“. თინეიჯერი გოგო ორ ქოლგას ყიდულობს წვიმაში. ერთს თავისთვის და მეორეს თავისი ძმისთვის. ძმა თავისთვის ყიდულობს ნაყინს.
  • რატომ ღირს შავი დღისთვის თანხის გადადება?

  • კადრი ვიდეოდან „როგორ ვხარჯოთ ფული?“. თინეიჯერ ბიჭს ხელზე უშველებელი საკრედიტო ბარათის ბორკილი ადევს, მეორე საკრედიტო ბარათი უღიმის.
  • რატომ არ ღირს არასაჭირო ვალების აღება?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 20 ¶1–7 და მეშვიდე ნაწილის შესავალი

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 101 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება