საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb24 ნოემბერი გვ. 14-16
  • 30 დეკემბერი, 2024 – 5 იანვარი, 2025

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 30 დეკემბერი, 2024 – 5 იანვარი, 2025
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2024
mwb24 ნოემბერი გვ. 14-16

30 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024 – 5 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2025

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 120–126

სიმღერა 144 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

ისრაელები სიხარულით იმკიან ხორბლის უხვ მოსავალს.

სამშობლოში დაბრუნებული ისრაელები სიხარულით იღებენ მოსავალს, რადგან იეჰოვამ აკურთხა მათი შრომა.

1. ცრემლით მთესველებმა სიხარულით მოიმკეს

(10 წთ.)

ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველები ხარობდნენ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცათ (ფსალმ. 126:1–3).

იუდაში დაბრუნებულები შესაძლოა ტიროდნენ იმ მდგომარეობის გამო, რაც იქ დახვდათ (ფსალმ. 126:5; w04 6/1 16 ¶10).

იუდეველები არ დანებდნენ და კურთხევებიც მიიღეს (ფსალმ. 126:6; w21.11 24 ¶17; w01 7/15 18, 19 ¶13, 14; იხილეთ სურათი).

ისრაელები მიწას ამუშავებენ. ერთი კაცი თესავს, მეორე კი – ხნავს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების მსგავსად, რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ არმაგედონის შემდეგ? რა კურთხევებს მივიღებთ?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 124:2–5 – შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ იეჰოვა ფიზიკურ მფარველობას გაგვიწევს ისე, როგორც ამას ისრაელი ერის შემთხვევაში აკეთებდა? (cl 73 ¶15)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 124:1–126:6 (th გაკვეთილი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წინა საუბრის დროს მობინადრემ თქვა, რომ არ სწამს ბიბლიის. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 5)

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff მე-16 გაკვეთილის შესავალი აბზაცი და პუნქტები 1–3 (lmd გაკვეთილი 11, პუნქტი 3)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 155

7. სიხარულით დაელოდეთ ღვთის დაპირებების შესრულებას

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვამ შეუსრულა დაპირებები ბაბილონში გადასახლებულ თავის ხალხს, ტყვეობიდან დაიხსნა ისინი და სულიერად გამოაცოცხლა (ეს. 33:24). ღმერთი, როგორც ჩანს, იცავდა ისრაელებს და მათ საქონელს ლომებისა თუ სხვა მტაცებლებისგან, რომლებიც გადასახლების პერიოდში მომრავლდნენ ისრაელის მიწაზე (ეს. 65:25). ისინი თავ-თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ და ჭამდნენ მოწეულ მოსავალს (ეს. 65:21). ღმერთმა აკურთხა მათი შრომა; ბევრმა დიდხანს იცოცხლა და ღრმა სიბერემდე მიაღწია (ეს. 65:22, 23).

კადრები ვიდეოდან „სიხარულით დაელოდეთ ღვთის მიერ დაპირებულ მშვიდობას“ (ნაწყვეტი). ფოტოკოლაჟი: 1) და-ძმები ერთად არიან პიკნიკზე; 2) მთებისა და ტყეების ხედები; 3) მკვდრეთით აღმდგარი წინასწარმეტყველი დანიელი ტყეში დააბიჯებს; 4) დედ-მამა ეხუტება მკვდრეთით აღმდგარ გოგონას; 5) სუფრაზე დაწყობილი ხილი და ბოსტნეული; 6) ჩანჩქერი.

Waterfall: Maridav/​stock.adobe.com; mountains: AndreyArmyagov/​stock.adobe.com

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „სიხარულით დაელოდეთ ღვთის მიერ დაპირებულ მშვიდობას“ (ნაწყვეტი); შემდეგ ჰკითხე:

  • რა მხრივ სრულდება დღეს ჩვენ თვალწინ ვიდეოში ნაჩვენები წინასწარმეტყველებები?

  • როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველებები ახალ ქვეყნიერებაში?

  • რომელი წინასწარმეტყველების შესრულებას ელოდებით ყველაზე მეტად?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 20 ¶8–12, ჩარჩო 161-ე გვერდზე

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 58 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება