საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 იანვარი გვ. 2-3
  • 6–12 იანვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 6–12 იანვარი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 იანვარი გვ. 2-3

6–12 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 127–134

სიმღერა 134 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. მშობლებო, გაუფრთხილდით ძვირფას მემკვიდრეობას!

(10 წთ.)

მშობლებს იეჰოვას იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ის დაეხმარება მათ შვილების აღზრდაში (ფსალმ. 127:1, 2).

შვილები ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ძღვენია (ფსალმ. 127:3; w21.08 5 ¶9).

თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მიუდექით (ფსალმ. 127:4; w19.12 27 ¶20).

მამა თავის ორ შვილთან განიხილავს ბროშურას „ბიბლიური გაკვეთილები“. ბავშვები წარმოიდგენენ, როგორ ითამაშებენ სპილოსთან და გორილასთან სამოთხეში.

იეჰოვა ხარობს, როცა მშობლები მას ენდობიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ იზრუნონ შვილებზე.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 131:1, 2 – რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ამ მუხლებიდან? (w21.07 22 ¶6)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ფსალმ. 132:1–18 (th გაკვეთილი 2)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 3)

5. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრე გამოთქვამს აზრს, რომელიც არ ეთანხმება ბიბლიურ სწავლებას (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 4).

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff გაკვეთილი 16, პუნქტები 4, 5. ბიბლიის შემსწავლელს ესაუბრე, რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ შენი არყოფნის დროს შესწავლა არ გაუცდეს (lmd გაკვეთილი 10, პუნქტი 4).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 13

7. მშობლებო, ასწავლით შვილებს პირადი მაგალითით?

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვას ორგანიზაციამ მრავალფეროვანი მასალა მოამზადა მშობლების დასახმარებლად, რომ მათ შვილებს იეჰოვას შესახებ ასწავლონ. თუმცა მშობლის პირად მაგალითს ყველაზე დიდი ძალა აქვს (კან. 6:5–9).

იესო პირადი მაგალითით ასწავლიდა მოწაფეებს.

წაიკითხე იოანეს 13:13–15. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ არის ეფექტური პირადი მაგალითით სწავლება?

მშობლებო, პირადი მაგალითით განამტკიცეთ ის, რასაც შვილებს სიტყვიერად ასწავლით. ამ შემთხვევაში ისინი ნასწავლს უფრო დააფასებენ და გაითვალისწინებენ.

ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან „შვილებს საკუთარი მაგალითით ვასწავლიდით“: 1) გარსიების ოჯახი მანქანაში ზის და კრების შეხვედრაზე მიდის; 2) კრებიდან დაბრუნებული ოჯახი მაგიდასთან ზის, ერთად ჭამენ და საუბრობენ; 3) მამა შესწავლას წყვეტს, რომ ქალიშვილს გაესაუბროს; 4) დედ-მამა ბიბლიის მეშვეობით მსჯელობს ქალიშვილთან.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „შვილებს საკუთარი მაგალითით ვასწავლიდით“; შემდეგ ჰკითხე:

  • რა მნიშვნელოვანი რამ ასწავლეს გარსიებმა თავიანთ ქალიშვილებს?

  • მშობლებო, რაზე დაგაფიქრათ ამ ვიდეომ?

პირადი მაგალითით შეგიძლიათ ასწავლოთ შვილებს. . .

  • სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, როცა საქმე ალკოჰოლს, გართობას ან სოციალურ ქსელებს ეხება.

  • პირველ ადგილზე დააყენონ სულიერი საქმეები.

  • სიყვარულით და პატივისცემით მოეპყრონ მეუღლეს.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 20 ¶13–20

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 73 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება