საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 მარტი გვ. 2-16
  • 3–9 მარტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 3–9 მარტი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 მარტი გვ. 2-16

3–9 ᲛᲐᲠᲢᲘ

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 3

სიმღერა 8 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. დაუმტკიცეთ იეჰოვას ნდობა

(10 წთ.)

იეჰოვას იმედი გქონდეთ და არა საკუთარი თავის (იგავ. 3:5; ijwbv სტატია 14 ¶4, 5).

ღმერთს ნდობას დაუმტკიცებთ, თუ ყოველთვის მის ხელმძღვანელობას მიჰყვებით (იგავ. 3:6; ijwbv სტატია 14 ¶6, 7).

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული (იგავ. 3:7; be 76 ¶4).

ახალგაზრდა გოგონა პირად შესწავლას იტარებს და ფიქრობს, რა მიზნები დაისახოს. ხელმარცხნივ უდევს უნივერსიტეტების სარეკლამო ბროშურები, ხოლო ხელმარჯვნივ სხვადასხვა ბლანკი მსახურების გაფართოებისთვის და ბეთელის საინფორმაციო ბროშურა.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ყველა სიტუაციაში მივყვები იეჰოვას ხელმძღვანელობას?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 3:3 – რა გაგებით უნდა შევიბათ ყელზე და დავიწეროთ გულისფიცარზე სიყვარული და ერთგულება? (w06 9/15 17 ¶7)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) იგავ. 3:1–18 (th გაკვეთილი 12)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. განაგრძე საუბარი მასთან, ვინც სტანდარტული პასუხით სიტყვას გაწყვეტინებს (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5).

5. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. უთხარი მოსაუბრეს ჩვენი ვებსაიტის შესახებ და დაუტოვე jw.org საკონტაქტო ბარათი (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3).

6. მოხსენება

(5 წთ.) w11 3/15 14 ¶7–10 – თემა: მიენდეთ იეჰოვას, როცა გულგრილობას ხვდებით (th გაკვეთილი 20).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 124

7. გამოხატეთ ნდობა იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ

(15 წთ.) განხილვა.

შესაძლოა არ გვიჭირს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებების გათვალისწინება. თუმცა როცა საქმე ორგანიზაციიდან მიღებულ მითითებებს ეხება, ზოგჯერ მათი მიყოლა უფრო გვირთულდება. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ამ მითითებებს არასრულყოფილი ადამიანებისგან ვიღებთ; შესაძლოა ბოლომდე არ გვესმის ან არ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს.

წაიკითხეთ მალაქიას 2:7. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ არ გვიკვირს, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის ხელმძღვანელობა არასრულყოფილ ადამიანებს მიანდო?

წაიკითხეთ მათეს 24:45. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას ორგანიზაციიდან მიღებულ მითითებებს?

წაიკითხეთ ებრაელების 13:17. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ გადაწყვეტილებებს, ვინც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად აირჩია?

ძმამ ოჯახს საკვები პროდუქტები მიუტანა. ისინი პირბადეებით დგანან, დისტანციას იცავენ და ხელს უქნევენ ერთმანეთს.
კრების შეხვედრაზე ძმა მიკროფონს აწვდის დას, რომელიც კომენტარს აკეთებს. ყველა დამსწრეს პირბადე უკეთია.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ხელმძღვანელი საბჭოს 2021 წლის მე-9 ანგარიში“ (ნაწყვეტი). შემდეგ ჰკითხე:

  • როგორ გაგიძლიერათ ღვთის ორგანიზაციისადმი ნდობა პანდემიის დროს მიღებულმა მითითებებმა?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) bt თავი 23 ¶9–15, ჩარჩოები 184-ე და 186-ე გვერდებზე

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 57 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება