წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
5–11 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 12
შრომა დაგიფასდებათ!
ბრილიანტებზე ძვირფასი
იეჰოვას ზოგი მსახური შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ გაუჭირდეს თავის რჩენა. ნაცვლად იმისა, რომ უპატიოსნო გზით ეცადონ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას, ისინი ცდილობენ მძიმედ იშრომონ და მუყაითები იყვნენ. ამგვარად ისინი ცხადყოფენ, რომ მათთვის ღვთის უბადლო თვისებები, მათ შორის პატიოსნება, მატერიალურ კეთილდღეობაზე ძვირფასია (იგავ. 12:24; ეფეს. 4:28).
განიჭებთ სამუშაო სიამოვნებას?
დაფიქრება განსაკუთრებით ბოლო კითხვაზე ღირს, რადგან სამუშაო ყველაზე მეტად მაშინ არის სიამოვნების მომგვრელი, როცა ხედავ, რომ მას სხვებისთვის სიკეთე მოაქვს. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). გარდა დამსაქმებლისა და მომხმარებლისა, ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს სხვებისთვისაც მოაქვს სიკეთე. მაგალითად, ჩვენი ოჯახის წევრებისა და გაჭირვებულებისთვის.
ოჯახის წევრები. როცა ოჯახის უფროსი მძიმედ შრომობს, სულ მცირე, ორი რამით უზრუნველყოფს ოჯახს. პირველი, ის ზრუნავს მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე და უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით. ამგვარად, ის ასრულებს ღვთისგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას, იზრუნოს თავისიანებზე (1 ტიმოთე 5:8). მეორე, შრომისმოყვარე ოჯახის მარჩენალი საკუთარი მაგალითით ასწავლის შვილებს მუყაითი შრომის ფასს. წინა სტატიაში მოხსენიებული შეინი ამბობს: „მამაჩემს კარგი სამუშაო უნარ-ჩვევები აქვს. ის დურგალია და მთელი ცხოვრება პატიოსანი და მძიმე შრომით ირჩენს თავს. მისი მაგალითიდან ვისწავლე, რა ძვირფასია, როცა რაღაცას საკუთარი ხელით ქმნი და იცი, რომ ეს ნივთი ვიღაცას ძალიან გამოადგება“.
გაჭირვებულები. პავლე მოციქული ქრისტიანებს ურჩევდა, ეშრომათ „რათა [ჰქონოდათ] გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28). მართლაც, როცა საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად მუყაითად ვშრომობთ, შეიძლება იმის საშუალებაც მოგვეცეს, რომ გაჭირვებულებს გავუმართოთ ხელი (იგავები 3:27). ამგვარად, შრომისმოყვარეობა შესაძლებლობას მოგვცემს, განვიცადოთ გაცემით გამოწვეული ბედნიერება.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ხელგაშლილობა გვაბედნიერებს
სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ ღირს, დავფიქრდეთ, როგორ გავაძლიეროთ სხვები სიტყვით. ხომ არ გახსენდებათ ვინმე, ვისაც გაამხნევებს გულწრფელი შექება ან ვისაც ნუგეში სჭირდება? კარგი იქნება, თუ ინიციატივას აიღებთ და მოინახულებთ ან ტელეფონით დაუკავშირდებით მას. შეგიძლიათ ბარათი ან ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნოთ. აუცილებელი არ არის, რაიმე განსაკუთრებული უთხრათ. რამდენიმე უბრალო, მაგრამ გულიდან წამოსულ სიტყვასაც შეუძლია ადამიანს ერთგულების შესანარჩუნებლად საჭირო ძალა შემატოს ან გულში იმედი ჩაუსახოს (იგავ. 12:25; ეფეს. 4:29).
12-18 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 13
ნუ გაჰყვებით „ბოროტთა ლამპრის სინათლეს“
„ბრძენის კანონი“ სიცოცხლის წყაროა
ამ მუხლში სანთელი იმის სიმბოლოდ არის გამოყენებული, რაც ცხოვრების გზას გვინათებს. ‘ღვთის სიტყვა სანთელია მართლის ფეხისთვის და სინათლე — მისი ბილიკისათვის’ (ფსალმუნები 119:105). მასში შემოქმედის უშრეტი ცოდნა და სიბრძნეა მოცემული. რაც უფრო ღრმად ვწვდებით ღვთის ნებას და მისი განზრახვების მნიშვნელობას, მით უფრო კაშკაშა ხდება ის სულიერი სინათლე, რომელიც გზას გვინათებს. რამხელა სიხარულის მომტანია ეს! მაშ, რატომ უნდა გადაგვიყვანოს სწორი გზიდან ამქვეყნიურმა სიბრძნემ ან ‘ეგრეთ წოდებულმა ცოდნამ’? (1 ტიმოთე 6:20, აქ; 1 კორინთელთა 1:20; კოლასელთა 2:8).
რაც შეეხება ბოროტ ადამიანს, როგორი ელვარეც არ უნდა ჩანდეს მისი ლამპარი და, ერთი შეხედვით, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, მისი სანთელი ჩაქრება. ის ბოლოს აღმოჩნდება წყვდიადში, სადაც აუცილებლად წაბორძიკდება. უფრო მეტიც, მას „მომავალი არ ექნება“ (იგავები 24:20).
ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ
3 თუ სატანამ ორი სრულყოფილი ადამიანის მოტყუება შეძლო, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ სულიერ ქმნილებაზე, რომელთაც იეჰოვას უზენაესობა უარყვეს, მას ჩვენი მოტყუებაც შეუძლია. მისი სტრატეგია დღემდე უცვლელია. სატანა ცდილობს, შეგვაცდინოს და გვაფიქრებინოს, რომ ღვთის ნორმები დამამძიმებელია და თითქოსდა გვართმევს ცხოვრებით ტკბობის უფლებას (1 იოან. 5:3). თუ ხშირად გვესმის მსგავსი აზრები, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. „ცუდმა საზოგადოებამ მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეშინოდა, ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული შეხედულება მქონოდა“, – იხსენებს 24 წლის და, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა. შესაძლოა, შენც განიცდი მსგავს ზეწოლას თანატოლებისგან.
„წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“
გონიერი და მართალი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველზე მოქმედებს, კურთხეული იქნება. სოლომონი გვარწმუნებს: „მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება“ (იგავები 13:25, სსგ). იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში – ოჯახში, სხვებთან ურთიერთობისას, მსახურებაში თუ ჩვენ მიმართ გამოსასწორებელი ზომების მიღებისას. მის სიტყვაში მოცემულ რჩევებს თუ გონივრულად გამოვიყენებთ, აუცილებლად საუკეთესოდ ვიცხოვრებთ.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
არასწორად განვითარებული სიყვარული. ცხადია, ადამიანს მხოლოდ მაშინ ექნება ნამდვილი, სწორად განვითარებული სიყვარული, თუ ღვთის სულს მიჰყვება და მისი სიტყვით განისწავლება. მაგალითად, თუ მშობელი ზედმეტად შემწყნარებელია და ყველაფრის უფლებას აძლევს შვილს, ეს არასწორი და ბრმა სიყვარულია. ის მშობლის უფლებამოსილებას არ იყენებს — არ იღებს აღმზრდელობით ზომებს და არ სჯის მას (იგ. 22:15). ამ ვითომდა სიყვარულს შვილის გათამამება ჰქვია, რაც სიამაყიდან და ეგოიზმიდან გამომდინარეობს. ბიბლია ამბობს, რომ ასეთ მშობელს შვილი კი არ უყვარს, არამედ სძულს, რადგან დაღუპვის გზაზე აყენებს მას (იგ. 13:24; 23:13, 14).
19–25 მაისი
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 14
საგანგებო სიტუაციის დროს დაკვირვებულად იმოქმედეთ
დააფასეთ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე
10 ყოველთვის ვერ ავერიდებით სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს, მაგალითად, სტიქიის, ეპიდემიისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის დროს. თუმცა შეგვიძლია რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუ დავემორჩილებით დადგენილ რეგულაციებს, იქნება ეს კომენდანტის საათი, სავალდებულო ევაკუაცია თუ სხვა საგანგებო მითითებები (რომ. 13:1, 5—7). ზოგჯერ სახიფათო სიტუაციების პროგნოზირება შესაძლებელია. კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებს და მოვემზადებით ასეთი სიტუაციებისთვის. მაგალითად, მოვიმარაგებთ წყალს და არამალფუჭებად საკვებს და მზად გვექნება პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.
11 როგორ უნდა მოვიქცეთ ეპიდემიის დროს? უნდა დავიცვათ სათანადო რეგულაციები, რაც ითვალისწინებს ხელების დაბანას, ფიზიკური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებასა და კარანტინს. ამ საკითხში ჩვენი კეთილსინდისიერება იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს.
12 საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენ ირგვლივ ადამიანებმა და მედია საშუალებებმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ. ამიტომ „ყველა სიტყვა“ კი არ უნდა დავიჯეროთ, სანდო სამთავრობო და სამედიცინო უწყებების ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ (წაიკითხეთ იგავების 14:15). ხელმძღვანელი საბჭო და ფილიალები ყველანაირად ცდილობენ, კარგად გადაამოწმონ ყველაფერი, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მითითებას მისცემენ კრებებს შეხვედრების ჩატარებასა თუ სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებით (ებრ. 13:17). როცა ძმებისგან მიღებულ მითითებებს ვითვალისწინებთ, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით და სხვებსაც. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია, ხალხის თვალში მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ (1 პეტ. 2:12).
„ბრძენის კანონი“ სიცოცხლის წყაროა
11 როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ცადოკს, როცა და-ძმები საფრთხეში არიან და დახმარება სჭირდებათ? 1) მიჰყევით მითითებებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფილიალიდან მიღებულ მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ერთობას შეექმნას საფრთხე (ებრ. 13:17). უხუცესებმა რეგულარულად უნდა გადახედონ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მითითებებს და თავიანთი კრებისთვის შემუშავებულ გეგმას (1 კორ. 14:33, 40). 2) გამოიჩინეთ სიფრთხილე (იგავ. 22:3). მართალია, გაბედულება მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ საღი აზრი არ დავკარგოთ და არასაჭირო რისკებზე არ წავიდეთ. 3) მიენდეთ იეჰოვას. გახსოვდეთ, იეჰოვას ერთნაირად აღელვებს როგორც თქვენი, ისე იმ და-ძმების უსაფრთხოება, რომლებსაც ეხმარებით. ამიტომ მას სთხოვეთ დახმარება, რომ თავი გაართვათ დავალებულ საქმეს.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ვინც ჭკუით იქცევა, შეიძლება საძულველი გახდეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ნაგულისხმევი იგავების 14:17-ში: „ჭკვიანი კაცი მოძულებულია“. ხშირად ისინი, ვინც ფიქრს არ არიან ჩვეული, ცუდი თვალით უყურებენ ჭკვიან ადამიანს. გარდა ამისა, ვინც თავის ჭკუა-გონებას ღვთის ნების შესასრულებლად იყენებს, საძულველი ხდება. იესო ქრისტემ თქვა: „რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (ინ. 15:19). იგავების 14:17-ში ჭკუად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება ბოროტ აზროვნებასაც გულისხმობდეს. ასე რომ, ეს მუხლი შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ბოროტგანმზრახველი საძულველია. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ვკითხულობთ: „ავისმზრახველი კაცი შეძულებულია“ (ბსგ).
26 ᲛᲐᲘᲡᲘ – 1 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 15
დაეხმარეთ სხვებს, თავი ბედნიერად იგრძნონ
ვიაროთ უმწიკვლოდ!
16 იობი სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩეოდა (იობ. 31:31, 32). ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ მდიდრები, მაგრამ ‘სტუმართმოყვარეობა უნდა გამოვიჩინოთ’ (რომ. 12:13). მცირედიც შეგვიძლია გავუნაწილოთ სხვებს და უნდა გვახსოვდეს, რომ „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავ. 15:17). თბილ გარემოში უმწიკვლოდ მავალთა გვერდით უბრალო სადილიც კი სასიამოვნო და სულიერად გამამხნევებელია.
„უფრო მეტად“ გაამხნევეთ ერთმანეთი!
16 არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვებს ვერ გავამხნევებთ, რადგან არაკომუნიკაბელური ადამიანები ვართ. გასამხნევებლად ბევრი არ არის საჭირო — მისალმების დროს მხოლოდ ღიმილითაც კი შეგვიძლია გავამხნეოთ სხვა. მაგრამ, თუ ღიმილზე ღიმილით არ გიპასუხეს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადამიანს რაღაც უჭირს და შეიძლება ყურადღებით მოსმენამაც კი ანუგეშოს (იაკ. 1:19).
17 ახალგაზრდა ძმა ანრი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისმა ახლო ნათესავებმა ჭეშმარიტება დატოვეს; მათ შორის მამამისიც იყო, რომელიც უხუცესად მსახურობდა. ანრი სარაიონო ზედამხედველმა გაამხნევა. მან კაფეში დაპატიჟა ის ყავაზე და გულის გადაშლის საშუალება მისცა. საუბრის შემდეგ ანრი მიხვდა, რომ ოჯახის კრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი, რის გაკეთებაც მას შეეძლო, ერთგულების შენარჩუნება იყო. ის აგრეთვე დიდად ანუგეშა ისეთი ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვამ, როგორიცაა: 46-ე ფსალმუნი, სოფონიას 3:17 და მარკოზის 10:29, 30.
18 მართასა და ანრის მაგალითებიდან ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავამხნეოთ ის და-ძმები, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. მეფე სოლომონი წერდა: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! გაბრწყინებული თვალები გულს ახარებს, კარგი ამბავი ძვლებს ამსუყებს“ (იგავ. 15:23, 30). გარდა ამისა, თუ გულდამძიმებულებს „საგუშაგო კოშკიდან“ ან ჩვენი ვებ-გვერდიდან სტატიებს წავუკითხავთ, შეიძლება ძალიან ვანუგეშოთ ისინი. პავლემ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ სამეფოს სიმღერების მღერამ შეიძლება ადამიანს გუნება-განწყობილება გამოუკეთოს. ის წერდა: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (კოლ. 3:16; საქ. 16:25).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
შეუძლია თუ არა ქრისტიანს მიიღოს სამედიცინო დახმარება?
2) მხოლოდ ერთი ექიმის აზრით უნდა დავკმაყოფილდე, თუ სხვა ექიმსაც მივმართო? „მრავალი მრჩეველის“ მოსმენა კარგია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენი მდგომარეობა სერიოზულია (იგავები 15:22).
2–8 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 16
სამი კითხვა, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ
მიიღე ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაში
11 იეჰოვას მსახურებას უდიდესი ბედნიერება ახლავს თან (იგავ. 16:20). როგორც ჩანს, ეს პრინციპი გამორჩა მხედველობიდან იერემიას მდივანს, ბარუქს. ერთი პერიოდი მან სიხარული დაკარგა იეჰოვას მსახურებაში. იეჰოვამ უთხრა მას: „შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ. უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს . . . შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერ. 45:3, 5). როგორ ფიქრობ, რა გახდიდა ბარუქს ბედნიერს, დიდი რამის ძებნა თუ გადარჩენა ღვთის ერთგულების სანაცვლოდ იერუსალიმის განადგურებისას? (იაკ. 1:12).
12 რამირო გახლავთ ერთ-ერთი იმ ძმათაგანი, რომელთაც ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერება პოვეს სხვების მომსახურებაში. ის ამბობს: „წარმოშობით ვარ ანდების მთებიდან. ვცხოვრობდი ერთ პატარა სოფელში. ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა. ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ მითხრა, ოღონდ შენ უნივერსიტეტში ისწავლე და სწავლის ფულს მე გადაგიხდიო. ჩემს სიტუაციაში ეს იყო უდიდესი შანსი ცხოვრებაში. მაგრამ იმ დროს მე იეჰოვას მოწმე ვიყავი, თუმცა ახალი მონათლული და სხვა შემოთავაზებაც მქონდა: პიონერმა ძმამ საქადაგოდ თავისთან ერთად პატარა ქალაქში გადასვლა შემომთავაზა. მე ეს მეორე შემოთავაზება მივიღე, ჩავედი იმ ქალაქში ამ ძმასთან ერთად; თმის შეჭრა ვისწავლე და საპარიკმახერო გავხსენი, რომ თავის სარჩენი ფული მქონოდა. ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა, სიამოვნებით გვისმენდნენ და მადლობებს გვიხდიდნენ. ცოტა ხანში ახალი კრება ჩამოყალიბდა ჩემს მშობლიურ ენაზე და იქ დავიწყე სიარული. უკვე 10 წელია სრული დროით ვმსახურობ. ვერც ერთი პროფესია ვერ მომანიჭებდა ისეთ სიხარულს, როგორც ხალხის დახმარება. მე ხომ ხალხს მათ მშობლიურ ენაზე სასიხარულო ცნობას ვასწავლი?!“.
გარდაიქმენით?
დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს ის გარემო და პირობები, რომელშიც ის დაიბადა და აღიზარდა; შესაბამისად, ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს აისახება ჩაცმის სტილზე, ქცევის ნორმებსა და თუნდაც იმაზე, ვის რა საჭმელი უყვარს. ნაწილობრივ, მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ის საზოგადოება და ის ვითარება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს, გავლენას ახდენს მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.
2 თუმცა ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს, ვიდრე ის, თუ რას ჩავიცვამთ და რით დავიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას. მაგალითად, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რა არის სწორი და მისაღები და რა – არასწორი და მიუღებელი. ბევრი ასეთი საკითხი საკმაოდ პირადულია და შესაბამისად, ადამიანთა მოსაზრებებიც ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. გადაწყვეტილებებზე შესაძლოა ადამიანის სინდისმაც იქონიოს გავლენა. ბიბლიაში წერია, რომ ხშირად „უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“ (რომ. 2:14). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ თუ ღვთისგან პირდაპირი მითითება არა გვაქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იმ სტანდარტებითა და ნორმებით ვიხელმძღვანელოთ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არსებულ საზოგადოებაშია მიღებული ან რომლითაც აღვიზარდეთ?
3 არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიცავთ ქრისტიანები ბრმად საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. პირველი მიზეზი ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი გაფრთხილებაა: „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავ. 16:25). ის ფაქტი, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ, იმას ნიშნავს, რომ არ გაგვაჩნია უნარი, ასი პროცენტით განვსაზღვროთ, თუ რა არის ჩვენთვის ჭეშმარიტად სასიკეთო; აქედან გამომდინარე, არც ის შეგვიძლია, რომ სრულყოფილად წარვმართოთ ჩვენი ნაბიჯები (იგავ. 28:26; იერ. 10:23). მეორე მიზეზსაც ბიბლიაში ვპოულობთ. ღვთის სიტყვაში წერია, რომ ამ ქვეყნიერების სისტემას მართავს და აკონტროლებს სატანა, „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ (2 კორ. 4:4; 1 იოან. 5:19). ამგვარად, თუ გვსურს, რომ იეჰოვას ვაამოთ და მისი უხვი კურთხევები საკუთარ თავზეც გამოვცადოთ, რომაელების 12:2-ში ჩაწერილი რჩევა ჩვენი ცხოვრების კრედოდ უნდა ვაქციოთ (წაიკითხეთ).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შედეგები. ბოროტები და უგუნურები (ზნეობრივად დაცემულნი) ყურს არ უგდებენ იეჰოვას დარიგებას, რადგან სძულთ ის (ფს. 50:16, 17; იგ. 1:7). ასეთი უგუნური საქციელის გამო ისინი მწარე შედეგებს იმკიან – ისჯებიან და ხშირად საკმაოდ მკაცრადაც. იგავების 16:22-ში ვკითხულობთ: „უგუნურები თავიანთივე უგუნურებით ისჯებიან“. მათი უგუნური საქციელის შედეგი შეიძლება იყოს სიღარიბე, სახელის გატეხვა, ავადმყოფობა და ნაადრევი სიკვდილიც კი. ისრაელების ისტორიიდან ნათლად ჩანს, რა მწარე შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუმორჩილებლობას. ისინი ყურს არ უგდებდნენ წინასწარმეტყველთა შეგონებასა და რჩევა-დარიგებას და არც მაშინ სწავლობდნენ ჭკუას, როცა იეჰოვა მფარველობის გარეშე ტოვებდა და აღარ აკურთხებდა. ამიტომ საბოლოოდ მათ თავს დაიტეხეს სასჯელი, რომლის შესახებაც იეჰოვამ არაერთხელ გააფრთხილა – ისინი დაიპყრეს და გადაასახლეს (იერ. 2:30; 5:3; 7:28; 17:23; 32:33; ოს. 7:12—16; 10:10; სფ. 3:2).
9–15 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17
ხელი შეუწყვეთ ოჯახში მშვიდობას
როგორ დავძლიოთ გულისწყრომა
გულწრფელად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი ადამიანი „ადვილად რისხდება“ (იგავები 29:22). თქვენზეც იგივე ხომ არ ითქმის? ჰკითხეთ საკუთარ თავს: ადვილად ვმწარდები? ადვილია ჩემი განაწყენება? უმნიშვნელო საკითხებს ხომ არ ვაზვიადებ ხოლმე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს“ (იგავები 17:9; ეკლესიასტე 7:9). ამის საშიშროება ოჯახშიც შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ, თუ ადვილად რისხდებით, დაფიქრდით: შეგიძლიათ უფრო მომთმენი იყოთ მეუღლის მიმართ? (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 4:8).
როგორ გადავჭრათ პრობლემები?
1. გამოყავით დრო, რომ პრობლემაზე იმსჯელოთ. „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). როგორც ზემოთ აღწერილი ოჯახური სცენიდანაც ჩანს, ზოგმა პრობლემამ ადამიანი შეიძლება მდგომარეობიდან გამოიყვანოს. თუ თქვენც ასე გემართებათ, თავი ხელში აიყვანეთ, დროებით შეწყვიტეთ დავა და ‘დადუმდით’, სანამ დაშოშმინდებით. თქვენ შეძლებთ მოუფრთხილდეთ თქვენს ურთიერთობებს, თუ ყურად იღებთ შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“ (იგავები 17:14, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).
თუმცა, არის „ლაპარაკის დროც“. მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება სარეველა ბალახივით მომრავლდეს. ამიტომ ნუ წაუყრუებთ პრობლემას იმ იმედით, რომ ის თავისთავად გადაიჭრება. თუ მეუღლეს სთხოვეთ, რომ შეგეწყვიტათ პრობლემაზე საუბარი, გამოავლინეთ მის მიმართ პატივისცემა და უთხარით, რომ ახლო მომავალში, კონკრეტულ დროს განაგრძობთ წამოჭრილ პრობლემაზე საუბარს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა ორივეს დაგეხმარებათ ბიბლიის შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). ცხადია, შემდეგ თქვენი სიტყვისამებრ უნდა მოიქცეთ კიდეც და დაუბრუნდეთ წამოჭრილ პრობლემას.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
„სულელისგან“ განსხვავებით, რომლის თვალები და გონებაც მნიშვნელოვან საკითხებზე არ არის კონცენტრირებული, ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ამა თუ იმ საკითხის გაგებისკენ, რათა შევძლოთ ბრძნულად მოქმედება.
16–22 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 18
ნუ დაიშურებთ თბილ სიტყვებს მათთვის, ვისაც ჯანმრთელობა შეერყა
სიბრძნის ხმა ყველგან გაისმის
17 ნუ ილაპარაკებთ დაუფიქრებლად. სიფრთხილე გვმართებს, რადგან სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი – მკურნალივით“ (იგავ. 12:18). მშვიდობას შევუწყობთ ხელს, თუ ყველანაირად მოვერიდებით ჭორაობას და სხვების შეცდომებზე საუბარს (იგავ. 20:19). ჩვენი სიტყვები მკურნალივით რომ იყოს, ღვთის სიტყვით უნდა ვივსებდეთ გულს (ლუკ. 6:45). თუ ბიბლიიდან წაკითხულზე ვიფიქრებთ, ჩვენი სიტყვები „სიბრძნის წყაროდან მოჩუხჩუხე ნაკადულივით“ იქნება, რომელიც აცოცხლებს მსმენელს (იგავ. 18:4).
რა უნდა გააკეთოთ, თუ ჯანმრთელობა შეგერყათ?
მოუსმინეთ ყურადღებით. თქვენს მეგობარს საუკეთესო დახმარებას აღმოუჩენთ, თუკი ზოგჯერ უბრალოდ მოუსმენთ. არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის რაღაც თქვათ. შეეცადეთ, განსჯის გარეშე თანაუგრძნოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ბოლომდე გესმით მისი, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაავადებულს გარეგნულად არაფერი ეტყობა (იგავები 11:2).
ისაუბრეთ დადებითად. შეიძლება ყოველთვის არ იცოდეთ, როგორ თანაუგრძნოთ, მაგრამ რამდენიმე თბილი სიტყვა საკმარისი იყოს მეგობრის გასამხნევებლად. თუკი გიჭირთ საჭირო სიტყვების პოვნა, შეეცადეთ, ის უთხრათ, რასაც გულწრფელად გრძნობთ, მაგალითად, „არ ვიცი, რა გითხრა, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ ვფიქრობ შენზე“. მოერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, „მადლობა ღმერთს, რომ მეტი არაფერი გჭირს“ ან „უარესიც ხომ შეიძლება დაგმართოდა“.
მეგობრისადმი ყურადღებას იმითაც გამოავლენთ, თუ მეტს შეიტყობთ მისი დაავადების შესახებ. ამგვარად ის მიხვდება, რომ გაღელვებთ მისი მდგომარეობა, თქვენ კი გეცოდინებათ, რაზე ესაუბროთ მას (იგავები 18:13). თუ მეგობარი თქვენგან რჩევას არ ელის, საკუთარ აზრს ნუ მოახვევთ თავს.
შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. თავად კი ნუ გადაწყვეტთ, როგორ დაეხმაროთ, არამედ ჰკითხეთ მეგობარს, რისი გაკეთება შეგიძლიათ მის დასახმარებლად. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მას შეიძლება ეუხერხულებოდეს რაიმეს თხოვნა, რადგან არ უნდოდეს, ტვირთად დაგაწვეთ. ასეთ შემთხვევაში თავად შესთავაზეთ, რომ გაეგზავნებით საყიდლებზე, დაულაგებთ სახლს ან სხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენთ (გალატელები 6:2).
ნუ ჩაიქნევთ ხელს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს მეგობარს დაავადება ტანჯავს, რის გამოც შეიძლება დროდადრო გეგმები შეეცვალოს და თქვენთან საუბრის თავიც არ ჰქონდეს. ნაცვლად იმისა, რომ გაუნაწყენდეთ მას, იყავით მომთმენი, გამგები და ნუ დაკარგავთ მისი დახმარების სურვილს (იგავები 18:24).
როგორ დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონეთ?
ანუგეშეთ (1 ᲗᲔᲡᲐᲚᲝᲜᲘᲙᲔᲚᲔᲑᲘ 5:14).
შეიძლება თქვენი მეგობარი ბევრ რამეზე წუხდეს ან უღირსობის გრძნობას ებრძოდეს. მაშინაც კი, თუ სიტყვებს ვერ პოულობთ, შეძლებთ მის ნუგეშისცემას, თუ დაარწმუნებთ, რომ ზრუნავთ მასზე.
გამოავლინეთ სიყვარული (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:17).
შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. ჰკითხეთ, რა სჭირდება ნაცვლად იმისა, რომ თავად გააკეთოთ დასკვნები. თუ უჭირს ამის თქმა, აიღეთ ინიციატივა და შესთავაზეთ დახმარება, მაგალითად სეირნობა, საყიდლებზე ერთად წასვლა, დალაგება და სხვა (გალატელები 6:2).
იყავით სულგრძელნი (1 ᲗᲔᲡᲐᲚᲝᲜᲘᲙᲔᲚᲔᲑᲘ 5:14).
შეიძლება თქვენი მეგობარი ყოველთვის არ იყოს საუბრის განწყობაზე. დაარწმუნეთ, რომ მზად ხართ, ნებისმიერ დროს მოუსმინოთ, როცა საუბარი მოუნდება. მენტალური პრობლემების გამო შეიძლება ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რაც გულს გატკენთ; მაგალითად, რაღაც გქონდეთ დაგეგმილი და უარი გითხრათ ან უეცრად ცუდ გუნებაზე დადგეს. როცა დახმარებას ცდილობთ, მოთმინებით და გაგებით მოეკიდეთ მის მდგომარეობას (იგავები 18:24).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ძველი ჩვეულება, რომელსაც არჩევანის გასაკეთებლად მიმართავდნენ. წილის საყრელად კენჭებს, ხის ან ქვის პატარა ნატეხებს კალთაში ან ჭურჭელში ყრიდნენ და ანჯღრევდნენ. ვისაც წილი ერგებოდა, რჩეულიც ის იქნებოდა. ფიცის დადების მსგავსად წილისყრაც ლოცვის ტოლფასი იყო. წილისყრის დროს ლოცვას, სავარაუდოდ, ხმამაღლა წარმოთქვამდნენ ან საერთოდ არ წარმოთქვამდნენ, რადგან თვითონ ეს ჩვეულება გულისხმობდა ღვთისადმი თხოვნით მიმართვას და მისი ჩარევის მოლოდინს. ბიბლიაში წილი (ებრ. გორალ) ზოგჯერ გადატანითი – კუთვნილების ან ხვედრის – მნიშვნელობით გვხვდება (იეს. 15:1; ფს. 16:5; 125:3; ეს. 57:6; იერ. 13:25).
როდის მიმართავდნენ. იგავების 16:33-ში ნათქვამია: „უბეში ყრიან კენჭს, მაგრამ ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა“. ისრაელში სადავო საკითხები წილისყრით წყდებოდა: „წილისყრა შუღლს აცხრობს და ძლიერებსაც კი მშვიდობიანად აშორებს ერთმანეთს“ (იგ. 18:18). მას არ მიმართავდნენ გასართობად, მოგებაზე სათამაშოდ, სანაძლეოს დასადებად, ტაძრისა თუ მღვდლების გასამდიდრებლად ან საქველმოქმედოდ. თუმცა რომაელმა ჯარისკაცებმა ფსალმუნების 22:18-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებისამებრ, პირადი გამორჩენის მიზნით წილი ჰყარეს იესოს ტანსაცმელზე (მთ. 27:35).
23–29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 19
იყავით ნამდვილი მეგობარი
ყოველთვის ძლიერ გიყვარდეთ ერთმანეთი
16 ეცადეთ, და-ძმებში უარყოფითი კი არა, კარგი დაინახოთ. მოდი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებთან სასიამოვნოდ დროის გატარების შემდეგ გადაწყვიტეთ, საერთო სურათი გადაიღოთ. ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის მხოლოდ ერთს კი არა, რამდენიმე ფოტოს გადაიღებთ. შემდეგ კი გადარჩევის დროს წაშლით ისეთ ფოტოებს, სადაც ვინმე არ იღიმის ან ცუდად გამოიყურება და საბოლოოდ იმ კადრს შეინახავთ, სადაც ყველა კარგად გამოვიდა.
17 ასე უნდა მოვიქცეთ და-ძმებთან ურთიერთობის დროსაც. ფაქტია, ზოგჯერ შეიძლება მათგან რაღაც გვეწყინოს. თუმცა ცუდი კადრების მსგავსად, ასეთი მოგონებები ჩვენი მეხსიერებიდან, ასე ვთქვათ, უნდა ამოვშალოთ და მხოლოდ კარგი მოგონებები შევინახოთ, რომლებიც გაცილებით მეტი გვაქვს (იგავ. 19:11; ეფეს. 4:32). და-ძმების პატარ-პატარა შეცდომები მართლაც არაფერია იმ უამრავ კარგ მოგონებასთან შედარებით, რომლებიც მათთან გვაკავშირებს.
კვლავაც გაიღრმავეთ სიყვარული
10 ჩვენც უნდა ვეძებოთ თანაქრისტიანების დახმარების შესაძლებლობები (ებრ. 13:16). სწორედ ასე მოიქცა წინა სტატიაში მოხსენიებული მისიონერი ცოლ-ქმარი. ერთხელ იმ მხარეს, სადაც მსახურობდნენ, ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შემდეგ მათ ერთი ოჯახი მოინახულეს, რომელთა სახლსაც სახურავი ჩამონგრეოდა. ამ ოჯახს ერთი ხელი სუფთა ტანსაცმელიც არ შერჩენოდა. მისიონერი და ამბობს: „მათი ტანსაცმელი წამოვიღეთ, გავრეცხეთ და უკან გაუთოებული მივუტანეთ. მართალია, ეს დიდი არაფერი იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ შორის კარგ მეგობრობას ჩაყროდა საფუძველი“. სწორედ მოყვასისადმი სიყვარულმა აღძრა ეს ცოლ-ქმარი, რომ თანაქრისტიანებისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ (1 იოან. 3:17, 18).
11 როდესაც ვცდილობთ, იეჰოვას მივბაძოთ და მოყვასის მიმართ სიკეთე და სითბო გამოვავლინოთ, ეს მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ. ჩვენ არ ვიცით, რა კვალს დატოვებს სხვებზე ჩვენი საქციელი. ზემოთ მოხსენიებული და ლინი თბილად იხსენებს მათ, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა: „გული მადლიერებით მაქვს სავსე ყველა იმ დის მიმართ, რომლებსაც მსახურებაში გავყავდი. ისინი მომაკითხავდნენ ხოლმე და ზოგჯერ წასახემსებლად, ზოგჯერ კი სადილად დამპატიჟებდნენ, შემდეგ კი უკანაც მიმაცილებდნენ. ახლაღა ვხვდები, რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ ეს. თუმცა ამას დიდი სიხარულით აკეთებდნენ“. ლინი დასძენს: „ნეტავ შემეძლოს, რამით მაინც გამოვხატო მადლიერება ამ დებისადმი. თუმცა ისიც კი არ ვიცი, ახლა სად ცხოვრობენ. მაგრამ იეჰოვამ კარგად იცის, ამიტომაც ვლოცულობ, რომ მან გადაუხადოს მათ ყველაფრისთვის“. ცხადია, სიკეთეს ყოველთვის არ დაგვიფასებენ, მაგრამ იეჰოვა მცირედსაც კი არ დაუკარგავს ვინმეს. მისთვის ეს ძალიან ძვირფასი მსხვერპლია. ის არავის დარჩება ვალში (წაიკითხეთ იგავების 19:17).
გამოიჩინეთ ურყევი სიყვარული ერთმანეთისადმი
6 ბიბლია აღგვიწერს კაცთმოყვარეობის გამოვლენის ერთ შემთხვევას. ერთხელ გემი, რომელზეც პავლე მოციქულიც იმყოფებოდა, შტორმის დროს დაიმსხვრა და გადარჩენილები ზღვამ კუნძულ მალტაზე გამორიყა. მართალია, მალტელები ნაპირზე გამორიყულ მოგზაურებს არც კი იცნობდნენ და არც დავალებულნი იყვნენ მათგან, მაგრამ ისინი სტუმართმოყვარულად დახვდნენ უცნობებს და „დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს“ (საქ. 28:2, 7). სრულიად უცნობებისადმი მათი სტუმართმოყვარეობა და სიკეთე შემთხვევითობამ განაპირობა. შესაბამისად, ეს მათი მხრიდან უბრალოდ კაცთმოყვარეობა იყო და არ ურყევი სიყვარული.
7 როგორც მეექვსე აბზაციდან გამოჩნდა კაცთმოყვარეობასა და ურყევ სიყვარულს შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის მოტივი. რა უბიძგებდა ძველი დროის ღვთის მსახურებს ურყევი სიყვარულის გამოვლენისკენ? ამისკენ მათ გულწრფელი სურვილი უბიძგებდათ და არა – მოვალეობის გრძნობა. ამაზე დავითის მაგალითიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ საული მოკვლას უპირებდა, დავითმა ურყევი სიყვარული გამოიჩინა მისი ვაჟისა და თავისი მეგობრის, იონათანის მიმართ, რადგან ეს მთელი გულით სურდა. იონათანი კარგა ხნის მკვდარი იყო, მაგრამ დავითი თავისი მეგობრის შვილის, მეფიბოშეთის მიმართაც ავლენდა ურყევ სიყვარულს (1 სამ. 20:9, 14, 15; 2 სამ. 4:4; 8:15; 9:1, 6, 7).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
იეჰოვა ბრძენია ამ სიტყვის სრული გაგებით. მხოლოდ და მხოლოდ მას არ სჭირდება მრჩეველი (ეს. 40:13; რმ. 11:34). მისი ძე „საოცარი მრჩეველი“ ანუ დამრიგებელი და ხელმძღვანელია, რადგან ყოველთვის ითვალისწინებს მამის რჩევებს და ღვთის სულით დადის (ეს. 9:6; 11:2; ინ. 5:19, 30). აქედან გამომდინარე, რჩევას ფასი მაშინ აქვს, თუ ის იეჰოვას სიბრძნეს ირეკლავს. ნებისმიერი რჩევა, რომელიც უზენაესს უპირისპირდება, ფასს კარგავს. ასეთ რჩევას რჩევასაც კი ვერ ვუწოდებთ (იგ. 19:21; 21:30).
30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ – 6 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 20
რა შემთხვევაში მოემსახურება გაცნობის პერიოდი თავის მიზანს?
რა შემთხვევაში მოემსახურება გაცნობის პერიოდი თავის მიზანს?
3 გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია წყვილის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელზეც მათი მომავალია დამოკიდებული. თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, იეჰოვას აღთქმა უნდა დაუდონ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებათ ერთმანეთი და პატივს სცემენ. რაკი ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღთქმის დადება სერიოზული საკითხია, ამ შემთხვევაშიც ნაჩქარევად არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი (წაიკითხეთ იგავების 20:25). თუმცა, თუ წყვილი ურთიერთობის შეწყვეტას გადაწყვეტს, მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ გაცნობის პერიოდი თავის მიზანს მოემსახურა – მათ ხომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მათ შემთხვევაში სწორი იყო.
4 დაუქორწინებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ გაცნობის მიზანია, გაარკვიონ, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს. მათ ისიც უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ასეთი ურთიერთობა არ უნდა დაიწყონ, თუ საერთოდ არ ფიქრობენ დაქორწინებაზე. თუმცა გაცნობის მიზანი მხოლოდ მათ კი არა, ყველას სწორად უნდა გვესმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წყვილს ისე ვაგრძნობინოთ თავი, თითქოს ვალდებულები არიან, დაქორწინდნენ. რატომ არის ეს ძალიან საფრთხილო? აი რას ამბობს ერთი დაუქორწინებელი და, მელისა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს: „ხშირად და-ძმები შეყვარებულებისგან მოელიან, რომ აუცილებლად დაქორწინდებიან, რაც ძალიან დიდი წნეხია მათთვის. ამის გამო ზოგი იმ შემთხვევაშიც კი არ ამთავრებს ურთიერთობას, როცა აშკარად ხედავს, რომ ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ზოგიც საერთოდ უარს ამბობს ვინმესთან ურთიერთობის დაწყებაზე“.
როგორ ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი?
8 დაკვირვების პროცესში სიფრთხილე გმართებთ, რათა ადამიანს უხერხულად არ აგრძნობინოთ თავი და არ დაურღვიოთ პირადი სივრცე. დააკვირდით, ვისთან მეგობრობს, რაზე საუბრობს, როგორ იქცევა, რა მიზნები აქვს და დაფიქრდით, ემთხვევა თუ არა თქვენი მიზნები (ლუკ. 6:45). ასე უფრო ადვილად მიხვდებით, რა ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე და როგორია მისი სულიერი მდგომარეობა. დააკვირდით, როგორ იქცევა ეს ადამიანი კრების შეხვედრებზე თუ მეგობრულ შეკრებებზე. მისი თვისებებისა და რეპუტაციის უკეთ გასარკვევად შეგიძლიათ მისი კრების უხუცესებს ან მასთან დაახლოებულ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს დაელაპარაკოთ (იგავ. 20:18; რუთ. 2:11). ასეთი დაკვირვების შედეგად საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ ადამიანზე და საზღვრებსაც არ გადახვალთ.
რა შემთხვევაში მოემსახურება გაცნობის პერიოდი თავის მიზანს?
7 კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ ადამიანის უკეთ გასაცნობად? ამისთვის საჭიროა გულახდილი საუბრები, კითხვების დასმა და ყურადღებით მოსმენა (იგავ. 20:5; იაკ. 1:19). ასეთი საუბრები შეიძლება გაგიადვილდეთ, თუ ერთად ისადილებთ, წახვალთ სასეირნოდ ხალხმრავალ ადგილებში და ერთად იმსახურებთ. ერთმანეთის უკეთ გასაცნობად კარგი იქნება, თუ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც გაატარებთ. შეგიძლიათ სხვადასხვა რამის ერთად კეთებაც დაგეგმოთ, რათა განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა ადამიანის გარემოცვაში დააკვირდეთ ერთმანეთს. აი როგორ იქცეოდა წინა სტატიაში მოხსენიებული ეშვინი: „მე და ალიშა ვცდილობდით, ერთად დაგვეგეგმა რაღაცების კეთება, იქნებოდა ეს სახლის საქმეები თუ საჭმლის მომზადება. ამ დროს ერთმანეთის პლუსებსაც ვხედავდით და მინუსებსაც“.
8 უკეთ რომ გაიცნოთ ერთმანეთი, მნიშვნელოვანია, რეგულარულად გამოუყოთ დრო სულიერი საკითხების ერთად განხილვასაც. მართალია, ჯერ დაქორწინებულები არ ხართ და ძმა ვერ მოირგებს ოჯახისთავის როლს, მაგრამ ბიბლიის ერთობლივი შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვის როგორი ურთიერთობა გაქვთ იეჰოვასთან. თანაც ეს ჩვევა მომავალშიც გამოგადგებათ. თუ დაქორწინებას გადაწყვეტთ, თქვენს ოჯახში ხომ იეჰოვამ უნდა დაიკავოს მთავარი ადგილი (ეკლ. 4:12). კიდევ ერთ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ძმა, მაქსი: „ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, როცა მე და ლაიზამ გადავწყვიტეთ, ჩვენს პუბლიკაციებში ერთად მოგვეძებნა ინფორმაცია გაცნობის, ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ. ასე ბევრი ისეთი თემის განხილვა შევძელით, რომლებზეც სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდებოდა საუბრის დაწყება“.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ლამპარი“
იგავების 20:27-ში წერია: „კაცის სუნთქვა იეჰოვას ლამპარია, რომელიც მის ბუნებას ააშკარავებს.“ კაცის სუნთქვა ანუ ის სიტყვები, რომლებიც მისი პირიდან გამოდის, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, მის შინაგან პიროვნებას ააშკარავებს.