7–13 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 21
სიმღერა 98 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. ბიბლიური პრინციპები წყვილებისთვის
(10 წთ.)
ნაჩქარევად ნუ მიიღებთ დაქორწინების გადაწყვეტილებას (იგავ. 21:5; w03 10/15 4 ¶5).
გამოავლინეთ თავმდაბლობა კონფლიქტური სიტუაციების დროს (იგავ. 21:2, 4; g 7/08 7 ¶2).
მოუთმინეთ და კეთილად მოეპყარით ერთმანეთს (იგავ. 21:19; w06 9/15 28 ¶13).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 21:31 – როგორ გვეხმარება ეს მუხლი, უკეთ ჩავწვდეთ გამოცხადების 6:2-ს? (w05 1/15 17 ¶9)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 21:1–18 (th გაკვეთილი 5)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 3)
6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა
(5 წთ.) ინსცენირება. ijwfq სტატია 54 – თემა: რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს განქორწინებაზე? (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 3)
სიმღერა 132
7. გამოხატეთ პატივისცემა მეუღლის მიმართ
(15 წთ.) განხილვა.
დაქორწინებისას იეჰოვას წინაშე აღთქმას ვდებთ, რომ გვეყვარება და პატივს ვცემთ მეუღლეს. ამიტომ მისადმი ჩვენი დამოკიდებულება გავლენას ახდენს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე (იგავ. 20:25; 1 პეტ. 3:7).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რჩევები ცოლქმრული ბედნიერებისთვის: გამოხატეთ პატივისცემა“. შემდეგ ჰკითხე:
რატომ უნდა სცეთ მეუღლეს პატივი?
რა შეიძლება შეცვალოთ საკუთარ თავში, რომ უფრო დაფასებულად აგრძნობინოთ მეუღლეს თავი?
რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ?
კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მეუღლემ იგრძნოს თქვენგან პატივისცემა?
რის დანახვას უნდა ეცადოთ მეუღლეში და რატომ?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 28 ¶16–22