საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 ივლისი გვ. 14-15
  • 25–31 აგვისტო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 25–31 აგვისტო
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 ივლისი გვ. 14-15

25–31 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 28

სიმღერა 150 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რა განსხვავებაა ბოროტსა და მართალს შორის?

(10 წთ.)

ბოროტს სულ რაღაცის ეშინია, მართალს კი არაფერი აშინებს (იგავ. 28:1; w93 5/15 26 ¶2).

მართლისგან განსხვავებით ბოროტს არ შეუძლია საკითხების სწორად განსჯა (იგავ. 28:5; it „გაგების უნარი“ ¶10).

ღარიბი, თუმცა მართალი ადამიანი, გაცილებით დაფასებულია, ვიდრე ბოროტი, რომელმაც დიდი სიმდიდრე მოიპოვა (იგავ. 28:6; it „უმწიკვლობა“ ¶16).

ძმა, რომელიც ციხის საკანში იატაკზე ზის, ზემოთ იყურება და იეჰოვას ლოცვით მიმართავს. ჩანს, რომ იმედიანად არის.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 28:14 – რა გაფრთხილებას ვხვდებით ამ ბიბლიურ მუხლში? (w01 12/1 12 ¶1)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) იგავ. 28:1–17 (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. იმსჯელე, როდის დასრულდება ომები და ძალადობა (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 5).

5. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. იმსჯელე, როდის დასრულდება ომები და ძალადობა (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 4).

6. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. იმსჯელე, როდის დასრულდება ომები და ძალადობა (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4).

7. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. იმსჯელე, როდის დასრულდება ომები და ძალადობა (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 112

8. გძულს ძალადობა?

(6 წთ.) განხილვა.

ბიჭუნა მთელი ემოციებითაა ჩართული ვიდეოთამაშში.

ძალადობის თავიდათავი სატანა ეშმაკია, რომელსაც იესომ „კაცისმკვლელი“ უწოდა (იოან. 8:44). სატანას სხვა ანგელოზებიც აჰყვნენ. შედეგად ძალადობამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ ღვთის თვალში მთელი დედამიწა გაიხრწნა (დაბ. 6:11). ხალხის უმრავლესობა ჩვენს დროშიც სასტიკი და თავშეუკავებელია (2 ტიმ. 3:1, 3).

წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ძალადობის მოყვარულთა მიმართ და რატომ?

  • როგორ აისახება სპორტის სახეობებსა თუ გართობის საშუალებებზე ის, რომ მსოფლიო ძალადობაზეა შეყვარებული?

წაიკითხეთ იგავების 22:24, 25. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ უნდა ვიფრთხილოთ, როცა ვარჩევთ, რით გავერთოთ და ვისთან ვიურთიერთოთ?

  • რაზე მეტყველებს ის, თუ რითი ვერთობით?

9. სპეციალური კამპანია სექტემბერში

(9 წთ.)

სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. წაახალისე მაუწყებლები, მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში და აღნიშნე, რისი გაკეთება იგეგმება თქვენს ტერიტორიაზე.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ნანატრი მშვიდობა“ (2022 წლის რეგიონული კონგრესის სიმღერა).

10. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 12, 13

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 113 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება