საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr25 ივლისი გვ. 1-10
  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2025)
  • ქვესათაურები
  • 7–13 ივლისი
  • 14–20 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 22
  • 21–27 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ
  • ღვთის სიტყვის სიღრმეები
  • 28 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ – 3 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 4–10 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 11–17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 18–24 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
  • 25–31 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2025)
mwbr25 ივლისი გვ. 1-10

წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

7–13 ივლისი

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 21

ბიბლიური პრინციპები წყვილებისთვის

w03 10/15 4 ¶5

როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?

ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება არაგონივრული აღმოჩნდეს. იგავების 21:5 (აქ) გვაფრთხილებს: „მუყაითის გეგმებს სარგებლობა მოაქვს, ხოლო მოჩქარე სიდუხჭირისკენ მიემართება“. შეყვარებულმა მოზარდებმა არ უნდა იჩქარონ ოჯახის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავზე გამოცდიან XVIII საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, უილიამ კონგრივის, სიტყვების ჭეშმარიტებას: „ნაჩქარევად თუ დავქორწინდებით, შემდეგ სანანებლად საკმაო დრო გვექნება“.

g 7/08 7 ¶2

გზა ოჯახის ბედნიერებისკენ

იყავი თავმდაბალი. „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). მეუღლეებს შორის კონფლიქტს ხშირად იწვევს ის, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლობა გამოიჩინონ და გამოსავალი ერთად ეძებონ. თავმდაბლობა დაეხმარება მათ, რომ არ დაიწყონ საკუთარი სიმართლის მტკიცება.

w06 9/15 28 ¶13

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“

13 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ ქორწინებაში პრობლემას ცოლ-ქმრის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ქმნის? პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევაა საჭირო. მაგალითად, შეიძლება ცოლ-ქმარი თავიდან ერთმანეთს უხეშად მიმართავდა, შემდეგ კი ეს ჩვევაში გადაუვიდათ (იგავები 12:18). როგორც წინა სტატიაში იყო ნათქვამი, ამან შეიძლება ცუდი შედეგები გამოიღოს. ბიბლიაში ნათქვამია: „უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას“ (იგავები 21:19). თუ გათხოვილი ქალი ხართ და ოჯახში მსგავსი პრობლემა გაქვთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემი ხასიათის გამო ხომ არ უჭირს მეუღლეს ჩემთან ყოფნა? ბიბლია ქმრებს ურჩევს: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). თუ დაქორწინებული მამაკაცი ხართ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „ცოლის მიმართ ჩემი ცივი დამოკიდებულება ხომ არ უბიძგეს მას, რომ ნუგეში სხვაგან ეძებოს?“ რა თქმა უნდა, სექსუალურ უზნეობას გამართლება არა აქვს. მაგრამ ის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მეუღლეებს იმის კარგ საფუძველს აძლევს, რომ პრობლემებზე გულახდილად ისაუბრონ.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w05 1/15 17 ¶9

ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური ხილვები სრულდება

9 იესო დღეს აღარ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც იერუსალმში ვირის ჩოჩორზე მჯდომი შევიდა. ამჟამად ის ძლევამოსილი მეფეა. ხილვაში ის ცხენზეა ამხედრებული. ცხენი კი ბიბლიაში ბრძოლის სიმბოლოა (იგავები 21:31). გამოცხადების 6:2–ში ნათქვამია: „აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. ფსალმუნმომღერალმა დავითმა კი იესოს შესახებ დაწერა: „კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის“ (ფსალმუნები 109:2).

14–20 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 22

შვილების აღზრდაში დამხმარე ბიბლიური პრინციპები

w20.10 27 ¶7

იქნება თქვენი შვილებისთვის ღვთის მსახურება ცხოვრების მთავარი არჩევანი?

7 თუ დაქორწინებული ხართ და შვილების ყოლას გეგმავთ, დაფიქრდით: ხართ მარიამივით და იოსებივით თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა ძვირფას ძღვენს, ბავშვის აღზრდას, მიანდობდა? (ფსალმ. 127:3, 4). თუ უკვე გყავთ შვილები, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა შრომის ფასი იცოდნენ?“ (ეკლ. 3:12, 13). „ყველანაირად ვცდილობ, რომ სატანის ქვეყნიერებამ ჩემს შვილებს ფიზიკური და მორალური ზიანი არ მიაყენოს?“ (იგავ. 22:3). ისიც ფაქტია, რომ შვილებს ყველა საფრთხისგან ვერ დაიცავთ, რადგან ეს შეუძლებელია. მაგრამ, თუ სიყვარულითა და მოთმინებით ასწავლით ბიბლიური რჩევებით ხელმძღვანელობას, ცხოვრებისეულ სირთულეებთან შესახვედრად შეამზადებთ (წაიკითხეთ იგავების 2:1—6). მაგალითად, თუ ოჯახის წევრმა ზურგი აქცია იეჰოვას, ბიბლიის მეშვეობით დაანახვეთ თქვენს შვილს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ერთგულება (ფსალმ. 31:23). ან თუ ახლობელი დაგეღუპათ, ღვთის სიტყვით ანუგეშეთ თქვენი შვილი, რომ წუხილმა არ მოიცვას და სიმშვიდე არ დაკარგოს (2 კორ. 1:3, 4; 2 ტიმ. 3:16).

w19.12 26 ¶17–19

მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!

17 ადრეული ასაკიდანვე აღზარდეთ შვილები. კარგი იქნება, თუ მშობლები პატარაობიდანვე დაიწყებენ შვილების აღზრდას (იგავ. 22:6). გავიხსენოთ ტიმოთეს მაგალითი. როცა ის წამოიზარდა, მოციქულ პავლესთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. მის აღზრდაზე დედამისი ევნიკე და ბებიამისი ლოისი ჩვილობიდანვე ზრუნავდნენ (2 ტიმ. 1:5; 3:15).

18 კოტ-დ’ივუარში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა, ჟან-კლოდმა და პისიმ, შეძლეს, რომ ექვსივე შვილისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაენერგათ და მათში მისი მსახურების სურვილი აღეძრათ. როგორ მოახერხეს ეს? ისინი ევნიკესა და ლოისის მაგალითს მიჰყვნენ. ეს ცოლ-ქმარი ამბობს: „ვცდილობდით, შვილებისთვის ჩვილობიდანვე ჩაგვეგონებინა ღვთის სიტყვა“ (კან. 6:6, 7).

19 რას ნიშნავს, „ჩააგონო“ შვილებს იეჰოვას სიტყვა? სიტყვა „ჩაგონება“ გულისხმობს „სწავლებას და არაერთხელ გამეორებას“. ამისთვის აუცილებელია, მშობლებმა თავიანთ პატარებს საკმარისი დრო დაუთმონ. ზოგჯერ შეიძლება მშობლებს შვილებისთვის ერთი და იმავე საკითხის ახსნა არაერთხელ მოუწიოთ, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა მშობლებმა ეს იმის შესაძლებლობად უნდა მიიჩნიონ, რომ შვილებს ღვთის სიტყვის გათავისებაში დაეხმარონ.

w06 4/1 9 ¶4

მშობლებო, კარგი მაგალითი მიეცით შვილებს

რასაკვირველია, ბავშვი მიდრეკილია, დარიგების საპირისპიროდ მოიქცეს და გაჯიუტდეს კიდეც (დაბადება 8:21). რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს? „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 22:15). ზოგი მოძველებულად მიიჩნევს აღზრდის ასეთ მკაცრ მეთოდს. სინამდვილეში, ბიბლია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. თუმცა სიტყვა „კეტი“ ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ის გულისხმობს მშობლის უფლებას, დასაჯოს შვილი მკაცრად, მაგრამ სიყვარულით. ეს კი შვილის ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება (ებრაელები 12:7—11).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w21.08 22 ¶11

გაიხარეთ იმით, რასაც იეჰოვასთვის აკეთებთ

11 თუ ჩვენც გულმოდგინედ შევასრულებთ ნებისმიერ დავალებას იეჰოვასთვის, ჩვენი სიხარულიც გაორმაგდება. მთლიანად ჩაებით სამქადაგებლო საქმიანობაში და კრების საქმეებში (საქ. 18:5; ებრ. 10:24, 25). მოემზადეთ კრებისთვის, რომ გამამხნევებელი კომენტარები გააკეთოთ. მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ დავალებას, რომელიც შუა კვირის შეხვედრაზე გეძლევათ. თუ ძმები რაიმე საქმეს მოგანდობენ, შეეცადეთ, რომ პუნქტუალური იყოთ და ხარისხიანად შეასრულოთ ყველაფერი. რაც არ უნდა დაგავალონ, ზერელედ ნუ მოეკიდებით საქმეს და ნუ იფიქრებთ, რომ ამისთვის თქვენი მოცდენა არ ღირდა. შეეცადეთ, დავალებულ საქმეში უფრო დახელოვნდეთ (იგავ. 22:29). რაც უფრო მეტ გულმოდგინებას გამოიჩენთ სულიერი საქმეებისა და თეოკრატიული დავალებების შესრულებაში, მით უფრო სწრაფად წაიწევთ სულიერად წინ და თქვენი სიხარულიც ერთიორად გაიზრდება (გალ. 6:4). გარდა ამისა, არც ის გაგიჭირდებათ, რომ გაიზიაროთ სხვების სიხარული მაშინაც კი, თუ თქვენთვის სასურველ დავალებას ისინი მიიღებენ (რომ. 12:15; გალ. 5:26).

21–27 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 23

ალკოჰოლის მოხმარებისას სახელმძღვანელო ბიბლიური პრინციპები

w04 12/1 19 ¶5, 6

შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი ალკოჰოლური სასმელების სმასთან დაკავშირებით

5 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანი კი სვამს, მაგრამ სიფრთხილეს ავლენს, რათა არ შეატყონ, რომ მთვრალია? ზოგს არაერთი ჭიქის დალევის შემდეგაც კი არ ეტყობა სიმთვრალე, მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამგვარად მოქმედება უვნებელია, სინამდვილეში თავს იტყუებს (იერემია 17:9). თანდათანობით პიროვნება შეიძლება ისე მიეჩვიოს სმას, რომ ალკოჰოლის გარეშე ვერ ძლებდეს და „ღვინის მონა“ გახდეს (ტიტე 2:3). ალკოჰოლიკად გახდომასთან დაკავშირებით მწერალი კაროლინა ნეპი ამბობს: „ეს არის პროცესი, რომელიც ნელა, თანდათანობით და შეუმჩნევლად ვითარდება“. ალკოჰოლის უზომოდ სმა მართლაც რომ მზაკვრულად დაგებული მახეა!

6 განვიხილოთ აგრეთვე იესოს გაფრთხილება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის ყველას დაატყდება, ვინც კი დედამიწის ზურგზე ცხოვრობს“ (ლუკა 21:34, 35). ადამიანმა სასმელი იმ დონემდე არ უნდა სვას, რომ დათვრეს და ამის გამო მოდუნდეს ან გაზარმაცდეს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. რა პასუხს გასცემდა ასეთი ადამიანი იეჰოვას, თუ მისი დღე სწორედ ასეთ მდგომარეობაში მოუსწრებდა?

it „სიმთვრალე“ ¶4, 5

ბიბლია განსჯის. მაგარი სასმლის დათრობამდე დალევას ბიბლია მკაცრად განსჯის. იგავების დამწერი, ბრძენი სოლომონი იმის ნათელ და მეცნიერულად ზუსტ სურათს გვიხატავს, თუ რა შედეგები მოჰყვება ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებით მიღებას. ის ამბობს: „ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად? ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის. ნუ უყურებ სიწითლეს ღვინისას, სასმისში რომ ელვარებს [როცა ძალიან მიმზიდველია], ყელში რომ მირაკრაკებს [როცა სასიამოვნო დასალევია]. ბოლოს გველივით კბენს და გველგესლასავით გესლავს [შეუძლია დააზინოს შინაგანი ორგანოები, მაგალითად, გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი, ან ფსიქიკური აშლილობის, მაგალითად თეთრი ცხელების მიზეზი გახდეს; ადამიანი შეიძლება მოკლას კიდეც]. შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება [ალკოჰოლი აფერხებს ტვინის ცენტრალური უბნების ფუნქციონირებას; ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს; ეწყება ჰალუცინაციები; იგონებს და დამაჯერებლად ჰყვება არარეალურ ფაქტებს; იქცევა ზედმეტად თავისუფლად] და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს [თავს ვეღარ იკავებს ისეთი ფიქრებისა და სურვილების გამოხატვისგან, რასაც ჩვეულებრივ აკონტროლებს]“ (იგ. 23:29—33; ოს. 4:11; მთ. 15:18, 19).

იგავების დამწერი განაგრძობს მთვრალი ადამიანის მდგომარეობის აღწერას: „ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იყო [ეჩვენება, რომ იხრჩობა და საბოლოოდ გონებას კარგავს] ან ანძის წვერზე იწვე [როგორც ანძის წვერიდან ჩამოვარდნის ალბათობაა ყველაზე დიდი გემის რყევისას, ისევე დიდია იმის ალბათობა, რომ მთვრალ კაცს საფრთხე შეექმნას, იქნება ეს უბედური შემთხვევა, ინსულტი თუ ჩხუბი და ა.შ.]. იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა. მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდი [ამბობს მთვრალი კაცი თავის თავზე; გონებადაბინდული რეალობას ვერ აღიქვამდა და მიყენებულ ტკივილსაც ვერ გრძნობდა]. როდის გამეღვიძება, რომ ისევ სასმელს დავუწყო ძებნა? [მან უნდა გამოიძინოს, რომ გამოფხიზლდეს, მაგრამ მერე ისევ სასმლისკენ მიუწევს გული და ერთი სული აქვს კიდევ როდის დალევს]“. ლოთი გაღარიბდება, რადგან ალკოჰოლურ სასმელებში ფლანგავს ფულს, შეიძენს არასაიმედო ადამიანის რეპუტაციას და მას აღარავინ შესთავაზებს სამუშაოს (იგ. 23:20, 21, 34, 35).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w04 11/1 31 ¶2

მკითხველთა შეკითხვები

მაგალითად, მეტისმეტი სიმსუქნე შეიძლება უზომოდ ჭამის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. გადაჭარბებული წონის სხვა მიზეზი შესაძლოა ავადმყოფობას ან მემკვიდრეობით ფაქტორებს უკავშირდებოდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიკურ მდგომარეობასთან, უზომოდ ჭამის დროს კი — აზროვნებასთან. გადაჭარბებული სიმსუქნე არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმში ჭარბი ცხიმების დაგროვება, მაშინ როცა უზომოდ ჭამა არის სიხარბე, ზომიერების გრძნობის დაკარგვა. ამგვარად, უზომოდ მჭამელია თუ არა ადამიანი, განისაზღვრება არა მისი წონით არამედ იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას საკვების მიმართ. ასეთი ადამიანი შეიძლება ნორმალური ზომის ან გამხდარიც კი იყოს, მაგრამ გადამეტებით ჭამდეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილზე ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული წონა ან ფორმა ითვლება იდეალურად.

28 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ – 3 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 24

შეემზადეთ განსაცდელებთან გასამკლავებლად

it „დევნა“ ¶17

ქრისტიანებმა იციან, რომ მოთმინებისა და ამტანობისთვის ჯილდოს მიიღებენ. ჯილდოს შესახებ იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მთ. 5:10). მათ მკვდრეთით აღდგომის იმედი აქვთ, რადგან იცნობენ ამ იმედის მომცემს. ეს მათ ძალას აძლევს, ღვთის ერთგულები დარჩნენ, თუნდაც მოძალადე მდევნელებისგან სიკვდილი ემუქრებოდეთ. ვინაიდან სწამთ, რომ იესომ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლით კაცობრიობა სიკვდილისგან იხსნა, მოწამებრივი სიკვდილი არ აშინებთ (ებ. 2:14, 15). ქრისტიანის აზროვნება დიდ როლს თამაშობს ძლიერი წინააღმდეგობის დროს ერთგულების შენარჩუნებაში. მას „ისეთივე აზროვნება“ უნდა ჰქონდეს, „როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა . . . [რომელიც] მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფლ. 2:5—8). „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან [იესომ] სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებ. 12:2; იხ. აგრეთვე 2კრ. 12:10; 2თს. 1:4; 1პტ. 2:21—23).

w09 12/15 18 ¶12, 13

ნუ დაკარგავთ სიხარულს მძიმე წუთებში

12 იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. კიდევ ერთი იგავი ამბობს: „გულისტკივილი სულს ამწუხრებს“ (იგავ. 15:13). ზოგი ქრისტიანი იმდენად მიეცა სასოწარკვეთილებას, რომ შეწყვიტა ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი, მათი ლოცვები ფორმალური გახდა. გულგატეხილმა ქრისტიანმა შეიძლება თანამორწმუნეებისგანაც დაიჭიროს თავი შორს. დიდი ხნის მანძილზე სასოწარკვეთილებაში ყოფნა, უეჭველად, საზიანოდ მოქმედებს (იგავ. 18:1, 14).

13 მეორე მხრივ, დადებითი განწყობა დაგვეხმარება, მთელი ყურადღება გადავიტანოთ იმ საქმეებზე, რაც სიხარულს მოგვგვრის. დავითი წერდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:8). როცა ჩვენს ცხოვრებაში ისე არ არის ყველაფერი, როგორც უნდა იყოს, არ უნდა დავკარგოთ ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობის ხალისი. სევდიან განწყობას სწორედ რომ სიხარულის მომგვრელ საქმეებში ჩაბმა შველის. იეჰოვას რჩევისამებრ, თუ ბიბლიას რეგულარულად და ყურადღებით ვიკითხავთ, სიხარულს არ დავკარგავთ (ფსალმ. 1:1, 2; იაკ. 1:25). როგორც წმინდა წერილებიდან, ისე ქრისტიანული შეხვედრებიდან, ჩვენ ვისმენთ „სასიამოვნო სიტყვებს“, რომლებიც მხნეობას გვმატებს და გულს გვიხარებს (იგავ. 12:25; 16:24).

w20.12 15

მკითხველთა შეკითხვები

იგავების 24:16-ში ნათქვამია: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, წამოდგება“. ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ რამდენჯერაც არ უნდა შესცოდოს კაცმა, ღმერთი ყოველთვის აპატიებს?

ამ მუხლს ამის თქმა არ სურს. ამ მუხლში საუბარია ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი სიძნელე ხვდება, მაგრამ ღვთის დახმარებით ყოველ ჯერზე ახერხებს წამოდგომას ანუ განსაცდელების დაძლევას.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვასკვნით, რომ იგავების 24:16-ში საუბარია არა ცოდვების ჩადენაზე, არამედ სხვადასხვა სირთულეზე, რომელთაც ღვთისმოშიში კაცი ხვდება. დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებაში მართალ კაცს შეიძლება ჯანმრთელობა შეერყეს ან სხვა სირთულეები შეხვდეს. ღვთის ხალხი ხელისუფლების დევნის სამიზნედაც შეიძლება იქცეს, თუმცა მათ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ღვთის იმედი, რომლის დახმარებითაც ისინი გაუმკლავდებიან შექმნილ სიძნელეებს. ალბათ, თქვენც ბევრჯერ გიგრძნიათ, როგორ ამოგდგომიათ მხარში იეჰოვა განსაცდელების ჟამს. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და ფეხზე წამოაყენებს დამდაბლებულთ“ (ფსალმ. 41:1—3; 145:14—19).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w09 10/15 12

მკითხველთა შეკითხვები

ძველად, თუ კაცი ოჯახის „აღშენებას“ ანუ დაოჯახებას დააპირებდა, უნდა დაფიქრებულიყო, შეძლებდა თუ არა ცოლ-შვილის რჩენას. დაქორწინებამდე მას უნდა ემუშავა მინდორში ან ყანაში. ბიბლიის ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ნუ აიშენებ სახლს და ნუ მოეკიდები ოჯახს მანამ, სანამ მინდორს არ დაამუშავებ, რომ საარსებო წყარო გქონდეს“ (Today’s English Version). ეს პრინციპი დღესაც პრაქტიკულია.

კაცი, რომელსაც დაქორწინება სურს, სათანადოდ უნდა მოემზადოს ამ პასუხისმგებლობისთვის. თუ მას ჯანმრთელობა ხელს არ უშლის, ის უნდა მუშაობდეს. მის მოვალეობაში მხოლოდ ოჯახის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა არ შედის. ბიბლიიდან ჩანს, რომ კაცი, რომელიც არ ზრუნავს ოჯახის ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, ურწმუნოზე უარესია (1 ტიმ. 5:8). ამიტომ, დაოჯახებამდე ახალგაზრდა კაცმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „შემიძლია ოჯახის რჩენა? მზად ვარ ვიზრუნო ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე? შევძლებ, რომ რეგულარულად ჩავატარო ბიბლიის შესწავლა ცოლ-შვილთან ერთად?“ ბიბლიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებას (კან. 6:6—8; ეფეს. 6:4).

ამიტომ დაქორწინების მსურველი ახალგაზრდა კაცი კარგად უნდა დაფიქრდეს იგავების 24:27-ში ჩაწერილ პრინციპზე. ახალგაზრდა ქალმაც წინასწარ უნდა აწონ-დაწონოს, არის თუ არა მზად ცოლისა და დედის მოვალეობის შესასრულებლად. მსგავს კითხვებზე უნდა დაფიქრდეს ცოლ-ქმარი, რომელსაც ბავშვების ყოლა სურს (ლუკ. 14:28). ღვთისგან მომდინარე პრინციპები ღვთის ხალხს მრავალი პრობლემისგან იცავს და ეხმარება ბედნიერი ოჯახის შექმნაში.

4–10 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 25

რა დაგვეხმარება, სწორად გამოვიყენოთ მეტყველების უნარი

w15 12/15 19 ¶6, 7

საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!

6 იგავების 25:11 ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საუბრისთვის საუკეთესო დროის შერჩევა: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“. ოქროს ვაშლები თავისთავად ლამაზია. და, თუ ოქროს ვაშლებს ნაჭედი ვერცხლის ლანგარზე მოვათავსებთ, ეს კიდევ უფრო გამოკვეთს მათ მშვენიერებას. ამის მსგავსად, თუ სასაუბროდ დროს საგულდაგულოდ შევარჩევთ, ჩვენი ლაპარაკი სასიამოვნოც იქნება და კარგ ნაყოფსაც გამოიღებს. მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

7 შესაძლოა ის, რის თქმასაც ვაპირებთ, ძალიან სჭირდება ჩვენს მსმენელს, მაგრამ ჩვენი ნათქვამი მიზანს ვერ მიაღწევს, თუ სასაუბროდ დროს სწორად არ შევარჩევთ (წაიკითხეთ იგავების 15:23). 2011 წლის მარტში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ და ცუნამმა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არაერთი ქალაქი მიწასთან გაასწორა. დატრიალებულმა ტრაგედიამ 15000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, სტიქიური უბედურების შედეგად სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებიც დაზარალდნენ, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მგლოვიარენი ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება: ადგილობრივ მცხოვრებთაგან უმრავლესობა ბუდისტი იყო, რომელთაც თავიანთი ტრადიციები ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი და ბიბლიურ სწავლებებზე მეტად მწირ ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ ჩვენი ძმები გამჭრიახობის წყალობით მიხვდნენ, რომ ცუნამით დაზარალებულ, დათრგუნულ ადამიანებთან მკვდრეთით აღდგომის იმედზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ იყო. მათ არჩიეს, რომ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი მოყვასის მხარდასაჭერად გამოეყენებინათ და ბიბლიიდან აეხსნათ, თუ რატომ ატყდება უბედურება უდანაშაულო ადამიანებს.

w15 12/15 21 ¶15, 16

საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!

15 მართალია, მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვლაპარაკობთ. როდესაც იესო თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იყო და სინაგოგაში საუბრობდა, ყველანი „გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით“ (ლუკ. 4:22). „მადლიანი სიტყვები“ ადამიანის გულს სწვდება, რაც არანაირად არ აკნინებს ღვთის ამ დიდებულ ძღვენს. პირიქით, ის ჩვენს სიტყვებს დამაჯერებლობას სძენს (იგავ. 25:15). თუ ვიქნებით თბილები, თავაზიანები და სხვების გრძნობებს გავითვალისწინებთ, ჩვენც, იესოს მსგავსად, „მადლიანი სიტყვებით“ ვისაუბრებთ. როდესაც იესომ დაინახა, რომ ხალხს მისი მოსმენა სწყუროდა, „გული დაეწვა მათ გამო“ და ბევრი რამის სწავლება დაუწყო (მარ. 6:34). იესო უხეშად არც თავის მლანძღველებს პასუხობდა (1 პეტ. 2:23).

16 რბილად და ტაქტიანად საუბარი შეიძლება გაგვიჭირდეს მათთან, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ახლობელთან საუბრისას შესაძლოა თავს იმდენად თავისუფლად ვგრძნობთ, რომ რაც ენაზე მოგვადგება, ყველაფერს ვამბობთ. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის მიმართ გვქონდეს. ფიქრობდა იესო, რომ მოწაფეებთან ახლო ურთიერთობა მას მათთან უხეშად საუბრის უფლებას აძლევდა? რა თქმა უნდა, არა! როცა მან დაინახა, რომ მისი უახლოესი მიმდევრები არ წყვეტდნენ კამათს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, მან რბილად შეუსწორა მოციქულებს თვალსაზრისი და თვალსაჩინოებისთვის ბავშვის მაგალითი მოუყვანა (მარ. 9:33—37). უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს და თანაქრისტიანებს რჩევები რბილად მისცენ (გალ. 6:1).

w95 4/1 17 ¶8

წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის — როგორ?

8 ღვთისადმი მსახურებაში თითოეული ჩვენგანის მაგალითი სხვებისთვის წამახალისებელი უნდა იყოს. იესო თავის მსმენელებს ამხნევებდა რომ ემოქმედათ. მას უყვარდა ქრისტიანული მსახურება და პირველ ადგილზე აყენებდა მას. მან ეს საკვებს შეადარა (იოანე 4:34; რომაელთა 11:13). ასეთი ენთუზიაზმი შეიძლება გადამდები იყოს. შეგიძლია თუ არა იესოს მსგავსად შენც გამოავლინო მსახურებაში სიხარული? როდესაც კრების წევრებს უზიარებ კარგ შემთხვევებს, მოერიდე ტრაბახს. როდესაც სხვებთან თანამშრომლობ, დაუკვირდი, იქნებ შეგიძლია დაეხმარო მათ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება იგრძნონ ღვთის, ჩვენი დიდებული შემოქმედის შესახებ საუბრით (იგავნი 25:25).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „რბილი ხასიათი“ ¶9

ადამიანში რწმენა და სიმტკიცე წარმოშობს რბილ ხასიათს. ის ადვილად არ კარგავს წონასწორობას ან საღ აზრს. თუ ადამიანს არა აქვს რბილი ხასიათი, მას შეიძლება დაეუფლოს დაუცველობის გრძნობა, გულგატეხილობა, უნდობლობა, უიმედობა და სასოწარკვეთილება. ასეთ ადამიანზე ერთ-ერთ იგავში ნათქვამია: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგ. 25:28). ის დაუცველია და მის გონებაში ადვილად ისადგურებს ყოველგვარი არასწორი ფიქრი, რომლებმაც შეიძლება მას შეუფერებელი საქციელი ჩაადენინოს.

11–17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 26

თავი შორს დაიჭირეთ „სულელი“ ადამიანისგან

it „წვიმა“

სეზონები. აღთქმულ მიწაზე წელიწადი ძირითადად ორ პერიოდად იყოფა – ზამთრის წვიმიან და ზაფხულის მშრალ პერიოდებად (შდრ. ფსალმ. 32:4; ქებ. 2:11). ჩვეულებრივ იქ აპრილის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წვიმა თითქმის არ იცის. ამიტომ მკის სეზონზე, როგორც წესი, ცა მოწმენდილია და იშვიათად თუ გაწვიმდება. იგავების 26:1-დან ვიგებთ, რომ ხორბლის მკის დროს წვიმას არავინ ელოდა (შდრ. იგავ. 26:1; 1 სამ. 12:17–19). რაც შეეხება წვიმების სეზონს, ამ პერიოდშიც შიგადაშიგ გამოიდარებს ხოლმე. ზამთარი საკმაოდ მკაცრია, ამიტომაც წვიმის დროს გარეთ ყოფნა გაუსაძლისი იყო (ეზრ. 10:9, 13). ასეთ დროს თავშესაფარი ადამიანისთვის ნამდვილი შვება იქნებოდა (ეს. 4:6; 25:4; 32:2; იობ. 24:8).

w87 10/1 19 ¶12

აღმზრდელობითი ზომების წყალობით კარგ ნაყოფს ვიმკით

12 ზოგ ადამიანთან მიმართებით მკაცრი ზომების მიღება ხდება საჭირო, რაც კარგად ჩანს იგავების 26:3-დან: „მათრახი ცხენისთვისაა, ლაგამი – ვირისთვის, ჯოხი კი – სულელთა ზურგისთვის.“ დროდადრო იეჰოვა უშვებდა, რომ თავის ერს, ისრაელს, თავიანთი ურჩობის შედეგები ეწვნიათ: „რადგან ეურჩნენ ღვთის სიტყვას და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს. მან გასაჭირით მოდრიკა მათი გული; დაეცნენ ისინი და არავინ იყო მათი მშველელი. საშველად მოუხმეს იეჰოვას და მანაც იხსნა ისინი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმ. 107:11–13). თუმცა „სულელი“ ადამიანი ჯიუტია და მასზე არანაირი აღმზრდელობითი ზომა არ ჭრის: „კაცს, რომელიც არაერთი შეგონების მიუხედავად მაინც ჯიუტობს, უეცრად დაატყდება უბედურება“ (იგავ. 29:1).

it „კოჭლი, სიკოჭლე“

გადატანითი მნიშვნელობით. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „რაღა ძალით გიტკენია ფეხი [იგულისხმება დაკოჭლება] და დაგისახიჩრებია თავი და რაღა სულელისთვის მიგინდვია საქმე“. მართლაც, ვინც სულელ ადამიანს ანდობს რაიმე საქმეს, თავის თავს ავნებს. ის უეჭველად დაზარალდება, რადგან საქმე ვერ შესრულდება (იგავ. 26:6).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „უგუნური“ ¶7

ვინც სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხებს ანუ მის მსგავსად უღირსად დაიწყებს კამათს, თავისი მსჯელობით სულელს დაემსგავსება. ამიტომ ბიბლიური იგავი გვირჩევს: „სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე“. მეორე მხრივ, იგავებში ნათქვამია: „სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე“. ეს კი ნიშნავს უგუნურის არგუმენტების გაანალიზებას, მათი აბსურდულობის დამტკიცებას და იმის ჩვენებას, რომ ასეთ მსჯელობას სრულიად სხვა დასკვნამდე მივყავართ (იგ. 26:4, 5).

18–24 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 27

რატომ გვჭირდება ნამდვილი მეგობრები?

w19.09 5 ¶12

იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს

12 თავმდაბალი ადამიანი მადლიერია რჩევისთვის. წარმოიდგინეთ, რომ სამეფო დარბაზში თანაქრისტიანებს ესაუბრებით. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა გვერდით გაგიყვანათ და გითხრათ, რომ კბილებში საჭმლის ნარჩენი გაქვთ. შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოთ, თუმცა მადლიერი იქნებით მისი. ალბათ, ისურვებდით, რომ ვინმეს უფრო ადრე ეთქვა ამის შესახებ. მსგავსი განწყობა უნდა გვქონდეს, როცა რჩევას გვაძლევენ. თავმდაბლად უნდა მივიღოთ რჩევა და მადლიერება გამოვავლინოთ იმ თანაქრისტიანის მიმართ, რომელსაც გაბედულება ეყო, რომ ჩვენთვის საჭირო რჩევა მოეცა. ეს ადამიანი მტრად კი არა, მეგობრად უნდა მივიჩნიოთ (წაიკითხეთ იგავების 27:5, 6; გალ. 4:16).

it „მეზობელი“ ¶5

„იგავები“ გვირჩევს, გვჯეროდეს მეგობრის, ვენდოთ და მოვუხმოთ მას გაჭირვების ჟამს: „ნურც შენს მეგობარს მიატოვებ და ნურც მამაშენის მეგობარს. როცა გაგიჭირდება, შენი ძმის სახლში ნუ შეხვალ; ახლო მეზობელი [შაქენ] შორს მცხოვრებ ძმას სჯობია“ (იგ. 27:10). როგორც ჩანს, აქ ის არის ნაგულისხმევი, რომ ოჯახის ახლო მეგობარი დასაფასებელია და ჯობია, დახმარებისთვის მას მიმართო, ვიდრე ახლო ნათესავს, თუნდაც ძმას, რომელიც შორს ცხოვრობს და ვერ აღმოგიჩენს დროულ დახმარებას.

w23.09 10 ¶7

როგორ გსურთ, წარიმართოს თქვენი ცხოვრება?

7 იეჰოაშის მაგალითი გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია, მათთან ვიმეგობროთ, ვინც დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე. კარგ მეგობრობას ისინი გაგვიწევენ, ვისაც უყვართ იეჰოვა და მისი გულის გახარება სურთ. მეგობრების არჩევისას მხოლოდ თანატოლებით ნუ შემოიფარგლებით. მაგალითად, იეჰოაშის მეგობარი იეჰოიადა მასზე გაცილებით უფროსი იყო. კარგი იქნება, შემდეგ კითხვებზე დავფიქრდეთ: მეხმარებიან მეგობრები, იეჰოვასადმი რწმენა განვიმტკიცო და მისი ნორმებით ვიცხოვრო? უყვართ იეჰოვაზე და, ზოგადად, ბიბლიურ თემებზე საუბარი? ყოველთვის იმას მეუბნებიან, რისი მოსმენაც მესიამოვნება, თუ ჰყოფნით გაბედულება, საჭირო დროს რჩევა მომცენ? (იგავ. 27:5, 6, 17). თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობრებს არ უყვართ იეჰოვა, თავი შორს დაიჭირეთ მათგან. მათ კი, ვინც კარგ ზეგავლენას ახდენს თქვენზე, უფრო დაუახლოვდით (იგავ. 13:20).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w06 9/15 19 ¶12

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“

27:21. შექებამ შეიძლება გამოავლინოს ადამიანის ნამდვილი სახე. თუ შექება იმისკენ აღგვძრავს, რომ ვაღიაროთ იეჰოვას წინაშე ჩვენი ანგარიშვალდებულება და გავაგრძელოთ მისდამი მსახურება, ეს თავმდაბლობაზე მიუთითებს. ხოლო როცა ქების შემდეგ იმაზე ვფიქრობთ, რომ სხვებზე უკეთესები ვართ, ეს თავმდაბლობის ნაკლებობაზე მეტყველებს.

w23.06 4 ¶8

უხუცესებო, მიჰბაძეთ გედეონს!

8 ეცადეთ, ყოველთვის იეჰოვა განადიდოთ. როცა მიდიანელებზე გამარჯვების გამო პატივი გედეონს მიაგეს, მას არ შეუფერებია ეს და ყურადღება იეჰოვაზე გადაიტანა (მსაჯ. 8:22, 23). რისი სწავლა შეუძლიათ პასუხისმგებელ ძმებს გედეონისგან? როცა რამე კარგად გამოგდით და ამის გამო და-ძმები გაქებენ, ნუ დაგავიწყდებათ, ვისი დამსახურებაა ეს და დიდება იეჰოვას მიაგეთ (1 კორ. 4:6, 7). მაგალითად, თუ იმის გამო გაქებენ, რომ კარგი მასწავლებელი ხართ, და-ძმებს დაანახვეთ, რომ ღვთის სიტყვისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს შეძლებდით. დროდადრო კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, უნებურად ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იქცევთ. განვიხილოთ ერთი ძმის, ტიმოთის, მაგალითი. თავიდან, როცა უხუცესად დაინიშნა, განსაკუთრებით საჯარო მოხსენებებით გამოსვლა მოსწონდა. ის ამბობს: „ისეთ შესავალს ვაკეთებდი და ისეთი მაგალითები მომყავდა ხოლმე, რომ უნებურად ყურადღება საკუთარ თავზე გადამქონდა და არა ბიბლიასა და იეჰოვაზე“. დროთა განმავლობაში ტიმოთი მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა, და ასეც მოიქცა (იგავ. 27:21). აი რას ამბობს ის ახლა: „და-ძმები მეუბნებიან ხოლმე, როგორ ეხმარებათ ჩემს თემაში მოსმენილი აზრები პრობლემებთან გამკლავებაში, განსაცდელების ატანაში და ღმერთთან დაახლოებაში. ქებაზე მეტ სიხარულს ასეთი სიტყვების მოსმენა მანიჭებს“.

25–31 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 28

რა განსხვავებაა ბოროტსა და მართალს შორის?

w93 5/15 26 ¶2

მიჰყვები იეჰოვას ხელმძღვანელობას?

„ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გულადია“ (იგავ. 28:1). მართალი ენდობა ღვთის სიტყვას, რწმენას ავლენს და საფრთხის მიუხედავად გაბედულად ემსახურება იეჰოვას.

it „გაგების უნარი“ ¶10

გაგების პირველწყაროს უარმყოფელნი. ვინც ცოდვიან გზას ადგას, გადაწყვეტილებების მიღებისა თუ გეგმების შედგენის დროს ღმერთს ანგარიშს არ უწევს (იობ. 34:27). ასეთი ადამიანი დაბრმავებულია და დაკარგული აქვს წვდომის უნარი (ფს. 36:1—4). შეიძლება ღვთის თაყვანისმცემლობაზეც დებს თავს, მაგრამ ღვთის კანონებზე წინ ადამიანურ კანონებს აყენებს (ეს. 29:13, 14), გამართლებას უძებნის თავის საქციელს და თავაშვებულობას გატაცებას უწოდებს (იგ. 10:23). ის უკუღმართი და უგუნური ხდება, თანაც იმ ზომამდე, რომ დარწმუნებულია, უხილავი ღმერთი ვერ ხედავს და ვერც მის უხამსობას ამჩნევს, თითქოს ღმერთს აღქმის უნარი აქვს დაკარგული (ფს. 94:4—10; ეს. 29:15, 16; იერ. 10:21). ის ისე ცხოვრობს, ვითომც „არ არსებობს იეჰოვა“ (ფს. 14:1—3). მას არ შეუძლია საკითხების სწორად განსჯა, მათი ნათლად აღქმა, შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა (იგ. 28:5).

it „უმწიკვლობა“ ¶16

ადამიანი უმწიკვლობის შენარჩუნებას შეძლებს არა საკუთარი ძალით, არამედ მტკიცე რწმენით და იეჰოვაზე და მის მხსნელ ძალაზე მინდობით (ფს. 25:21). უმწიკვლოდ მავალთ ღმერთი ჰპირდება, რომ ის იქნება მათი ფარი და ციხესიმაგრე (იგ. 2:6—8; 10:29; ფს. 41:12). მათი მთავარი საზრუნავი იეჰოვას გულის გახარებაა, რაც უმწიკვლოდ მავალთა ცხოვრებას უფრო სტაბილურს ხდის და მათ დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება (ფს. 26:1—3; იგ. 11:5; 28:18). როგორც დაბნეულობაში მყოფმა იობმა აღნიშნა, უმწიკვლო ადამიანები შეიძლება დაიტანჯონ ბოროტ ქვეყნიერებაში და ბოროტებთან ერთად დაიღუპონ, თუმცა იეჰოვა გვარწმუნებს, რომ კარგად იცის უმწიკვლო ადამიანის გზა და გვპირდება, რომ მისი მემკვიდრეობა „მარადიულად დარჩება“, მას „მშვიდობიანი მომავალი“ ექნება და „ყოველივე კარგს“ მოიმკის (იობ. 9:20—22; ფს. 37:18, 19, 37; 84:11; იგ. 28:10). ადამიანი სახელს მოიხვეჭს და პატივისცემას დაიმსახურებს არა სიმდიდრით, არამედ უმწიკვლობის შენარჩუნებით, რაც იობის მაგალითიდანაც გამოჩნდა (იგ. 19:1; 28:6). ბიბლია ბედნიერს უწოდებს უმწიკვლობით მავალი მშობლების შვილებს (იგ. 20:7), რადგან ერთი მხრივ, მშობლები მათ მისაბაძ მაგალითს აძლევენ და მეორე მხრივ, სხვები ისეთი ადამიანების შვილებად იცნობენ, რომლებმაც კარგი სახელი მოიხვეჭეს და პატივისცემა დაიმსახურეს.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w01 12/1 12 ¶1

გაუფრთხილდი გულს

თვითდაჯერებულობა. ბევრი, სანამ გულის შეტევა დაემართებოდა, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა. ხშირად სამედიცინო შემოწმებაზე ისინი უარს აცხადებდნენ ან სერიოზულობით არც კი ეკიდებოდნენ ამ საკითხს. ანალოგიურად, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ რადგან ქრისტიანები არიან, არაფერი დაემართებათ და შესაძლოა უგულებელყოფენ სულიერ შემოწმებას ან თვითგამოკვლევას, ვიდრე თავს უბედურება არ დაატყდებათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თვითდაჯერებულობასთან დაკავშირებით პავლეს მოცემული კარგი რჩევა: „ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“. გონივრულია ვაღიაროთ ჩვენი არასრულყოფილება და რეგულარულად გამოვიკვლიოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა (1 კორინთელთა 10:12; იგავნი 28:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება