15–21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 31
სიმღერა 135 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. რას ასწავლის მშობლებს ლემუელის დედის რჩევები?
(10 წთ.)
დაანახვეთ შვილებს, რა შეხედულება აქვს იეჰოვას სექსსა და ქორწინებაზე (იგავ. 31:3, 10; w11 2/1 19 ¶7, 8).
დაანახვეთ შვილებს, რა შეხედულება აქვს იეჰოვას ალკოჰოლზე (იგავ. 31:4–6; ijwhf სტატია 4 ¶11–13).
ასწავლეთ შვილებს, რომ მიჰბაძონ იეჰოვას და მზად იყვნენ სხვების დასახმარებლად (იგავ. 31:8, 9; g17.6 9 ¶5).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 31:28 – რატომ უნდა შეაქოს ქმარმა ცოლი? (w25.01 13 ¶16)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 31:10–31 (th გაკვეთილი 10)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე საუბარი მასთან, ვინც თავაზიანად მოგექცა ან დაინახე, რომ სხვის მიმართ გამოავლინა თავაზიანობა (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3).
5. საუბრის წამოწყება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ დანართიდან „ბიბლიური თემები მსჯელობისთვის“ (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4).
6. ინტერესის გაღვივება
(5 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაპატიჟე სპეციალურ მოხსენებაზე ის, ვინც წინა საუბრისას 2025 წლის №1 „საგუშაგო კოშკი“ გამოგართვა (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 4).
სიმღერა 121
7. ასწავლეთ შვილებს ელექტრონული მოწყობილობების სწორად გამოყენება
(8 წთ.) განხილვა.
ბავშვებს ძალიან უადვილდებათ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება და ამაში ჩვენი დახმარება ნაკლებად სჭირდებათ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით, როცა საქმე მათ სწორად გამოყენებაზე მიდგება. ბავშვებისთვის ამის სწავლება მშობლების ვალდებულებაა. მშობლებო, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „გონივრულად გამოიყენე დრო“. შემდეგ ჰკითხე:
რატომ უნდა შევზღუდოთ ის დრო, რომელსაც ელექტრონულ მოწყობილობებს ვუთმობთ?
რისთვის უნდა გვქონდეს ყოველთვის გამოყოფილი დრო?
როცა ბავშვებს წესებს უდგენთ, თქვენთვის ამოსავალი წერტილი ბიბლიური პრინციპები უნდა იყოს და არა ის, სხვა მშობლები რა მიდგომას იყენებენ (გალ. 6:5). მაგალითად, დაფიქრდით:
აქვს ჩემს შვილს იმდენი თავშეკავება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ შემიძლია ჩემი ელექტრონული მოწყობილობა ვანდო ან თუნდაც თავისი შევუძინო? (1 კორ. 9:25)
უნდა მივცე ჩემს შვილს უფლება, ელექტრონული მოწყობილობებით მაშინაც ისარგებლოს, როცა მარტოა? (იგავ. 18:1)
რომელი ვებსაიტებითა და აპლიკაციებით სარგებლობის უფლებას მივცემ ბავშვს? (ეფეს. 5:3–5; ფილ. 4:8, 9)
რა შეზღუდვები უნდა დავუწესო ბავშვს, რომ დრო სხვა სასიამოვნო და მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც დარჩეს? (ეკლ. 3:1)
8. ადგილობრივი მოთხოვნილებები
(7 წთ.)
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 18, 19