3–9 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲥᲔᲑᲐᲗᲐ ᲥᲔᲑᲐ 1, 2
სიმღერა 132 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. ნამდვილი სიყვარულის ისტორია
(10 წთ.)
[აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ზოგადი ცნობები წიგნ „ქებათა ქების“ შესახებ“.]
შულამელი გოგოს გული რომ მოეგო, სოლომონმა ის კომპლიმენტებით აავსო და ოქრო-ვერცხლიც შესთავაზა (ქებ. 1:9–11).
შულამელმა გოგომ უერთგულა მწყემს ბიჭს, რადგან ის მთელი გულით უყვარდა (ქებ. 2:16, 17; w15 1/15 30 ¶9, 10).
ᲠᲩᲔᲕᲐ: „ქებათა ქების“ კითხვის დროს „მოკლე შინაარსის“ (ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“) გამოყენება დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვის სიტყვებს კითხულობთ.
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ქებ. 2:7 – რა მხრივაა სამაგალითო შულამელი გოგო დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის? (w15 1/15 31 ¶11)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ქებ. 2:1–17 (th გაკვეთილი 12)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 3).
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).
6. მოწაფეების მომზადება
სიმღერა 46
7. „ხელგაშლილი კურთხეული იქნება“
(15 წთ.) განიხილავს უხუცესი.
როდესაც ხელგაშლილები ვართ და და-ძმებისთვის არ ვიშურებთ არც დროს, არც ენერგიას და არც მატერიალურ სახსრებს, ისინი აშკარად ხედავენ იეჰოვას ხელს თავიანთ ცხოვრებაში. თუმცა ამ დროს ჩვენზეც მართლდება იგავების 22:9-ში ჩაწერილი სიტყვები „ხელგაშლილი კურთხეული იქნება“. როგორ? იეჰოვა იწონებს ჩვენს ასეთ საქციელს, თანაც ბედნიერები ვართ, რადგან მას ვბაძავთ (იგავ. 19:17; იაკ. 1:17).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ხელგაშლილობა გვაბედნიერებს“. შემდეგ ჰკითხე:
როგორ იმოქმედა და-ძმებზე მსოფლიო საძმოს გულუხვობამ?
რისკენ აღძრა ეს ქრისტიანები საძმოს გულუხვობამ და რა იყო ამის შედეგი?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 32, 33