საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb25 ნოემბერი გვ. 10-11
  • 8–14 დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 8–14 დეკემბერი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2025
mwb25 ნოემბერი გვ. 10-11

8–14 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲔᲡᲐᲘᲐ 6–8

სიმღერა 75 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

ზეცისკენ თვალებაპყრობილი ესაია იეჰოვას ეუბნება, რომ მზად არის, მის წინასწარმეტყველად იმსახუროს.

1. „მე წავალ! მე გამგზავნე!“

(10 წთ.)

ესაიას ერთი წუთითაც არ დაუწყია ყოყმანი, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველი გამხდარიყო (ეს. 6:8; ip-1 94, 95 ¶13, 14).

მიღებული დავალების შესრულება არ იქნებოდა ადვილი (ეს. 6:9, 10; ip-1 95, 96 ¶15, 16).

ესაიას მსგავსად უმრავლესობა არც იესოს უსმენდა (მათ. 13:13–15; ip-1 99 ¶23).

ესაია იეჰოვას ცნობას მოედანზე მყოფ ხალხს გადასცემს. ზოგი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას, ზოგი კი გაღიზიანებული უვლის გვერდს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ შემიძლია მეტად მივბაძო ესაიას?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ეს. 7:3, 4 – რატომ შეუნარჩუნა იეჰოვამ სამეფო ტახტი ბოროტ მეფე ახაზს? (w06 12/1 9 ¶4)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ეს. 8:1–13 (th გაკვეთილი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 5).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).

6. ინტერესის გაღვივება

(5 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. აუხსენი მობინადრეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 5).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 83

7. კარდაკარ მსახურება ჩვენი ამოსაცნობი ნიშანია

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვას მოწმეები იესოსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს მივყვებით, ამიტომ ჩვენც კარდაკარ ქადაგებით გვიცნობენ (ლუკ. 10:5; საქ. 5:42).

მართალია, კოვიდპანდემიის დროს კარდაკარ მსახურება შევაჩერეთ, მაგრამ სასიხარულო ცნობას მაინც ვავრცელებდით სხვადასხვა სახით. მაგალითად, არაფორმალურ სიტუაციებში და წერილებითა თუ ტელეფონით. ჩვენ გვიხარია, რომ ქადაგების ამ მეთოდებსაც უკეთ დავეუფლეთ, თუმცა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად კარდაკარ ქადაგება მაინც უმთავრეს მეთოდად რჩება. თქვენც შეგიძლიათ რეგულარულად მიიღოთ მონაწილეობა კარდაკარ მსახურებაში?

როგორ უწყობს ხელს კარდაკარ მსახურება იმას, რომ . . .

  • ჩვენს ტერიტორიაზე ყველას ვუქადაგოთ?

  • უკეთესი მასწავლებლები გავხდეთ და ბევრი კარგი თვისება შევიძინოთ, მათ შორის გაბედულება, მიუკერძოებლობა და თავგანწირვა?

  • დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები?

კადრი ვიდეოდან „ქადაგება დარსა თუ ავდარში“. ორი და კარდაკარ ერთ ქალს ესაუბრება.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ქადაგება დარსა თუ ავდარში“. შემდეგ ჰკითხე:

  • რისკენ აღგძრავთ ამ და-ძმების მაგალითი?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 42, 43

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 123 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება