22–28 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲔᲡᲐᲘᲐ 11–13
სიმღერა 14 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. წინასწარმეტყველებები მესიაზე
(10 წთ.)
ის იესეს ვაჟის, დავითის, შთამომავლობით ხაზში მოვიდოდა (ეს. 11:1; ip-1 159 ¶4, 5).
მასზე ღვთის სული იმოქმედებდა და ღვთისმოშიში იქნებოდა (ეს. 11:2, 3ა; ip-1 159 ¶6; 160 ¶8).
ის სამართლიანი და გულმოწყალე მოსამართლე იქნებოდა (ეს. 11:3ბ–5; ip-1 160 ¶9; 161 ¶11).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება იესოსავით კარგი მმართველი?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ეს. 11:10 – როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? (ip-1 165, 166 ¶16–18)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ეს. 11:1–12 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოჭრილ კითხვას უპასუხე jw.org-ის გამოყენებით (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3).
6. მოწაფეების მომზადება
(5 წთ.) შემსწავლელთან ერთად მოემზადე კარდაკარ ქადაგებისთვის (lmd გაკვეთილი 11, პუნქტი 4).
სიმღერა 57
7. იმის მიხედვით ხომ არ განსჯით, რასაც „თვალი ხედავს“?
(15 წთ.) განხილვა.
ადამიანების შეფასება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამას ზოგჯერ ისე ვაკეთებთ, რომ ვერც კი ვიაზრებთ. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი დასკვნები მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებს ეფუძნება. თუმცა იესო, ვის მაგალითსაც მივყვებით, ადამიანების შეფასებას სულ სხვა კრიტერიუმებით ახდენს (ეს. 11:3, 4). ის ხედავს, რა აქვს ადამიანს გონებასა და გულში და რა მოტივები ამოძრავებს. ცხადია, ამას ჩვენ ვერასდროს შევძლებთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვეცადოთ მის მიბაძვას. აი, რისკენ მოგვიწოდა მან: „ნუღარ განსჯით იმის მიხედვით, რასაც თვალი ხედავს, სამართლიანად განსაჯეთ!“ (იოან. 7:24).
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, თვალით დანახულით არ შევაფასოთ ადამიანები? იმიტომ რომ, ამის გამო შეიძლება მსახურებაში გულმოდგინება დავკარგოთ. ამიტომ კარგი იქნება, დავფიქრდეთ, თავს ხომ არ ვიკავებთ რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ან რელიგიის წარმომადგენელთან ქადაგებისგან? ჩვენს შეფასებაზე გავლენას ხომ არ ახდენს მათი მატერიალური მდგომარეობა? ადამიანის გარეგნობა ხომ არ გვაფიქრებინებს, რომ არ მოგვისმენს? არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რა ვისწავლეთ „საგუშაგო კოშკიდან“? – „ნუ განსჯით გარეგნობის მიხედვით!“. შემდეგ ჰკითხე:
რა პრობლემებზეა საუბარი ამ ვიდეოში?
როგორ აისახება კრებაზე უარყოფითად, თუ ჩვენც გვექნება წინასწარშექმნილი აზრი?
რა დაეხმარა ამ და-ძმებს, რომ ადამიანები თვალით დანახულით არ შეეფასებინათ?
თქვენ რა ისწავლეთ ამ სტატიიდან?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 46, 47