5–11 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲔᲡᲐᲘᲐ 17–20
სიმღერა 153 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. „მძარცველების ხვედრი“
(10 წთ.)
ბიბლია კაცობრიობას აღელვებულ ზღვას ადარებს (ეს. 17:12; w18.06 7 ¶16).
ჩვენ ქვეყნიერების მხრიდან უსამართლო მოპყრობას უნდა ველოდეთ, რადგან არ ვერევით პოლიტიკასა თუ სოციალურ საკითხებში (იოან. 15:18, 19; w16.04 28 ¶4).
იეჰოვა გვიხსნის „მძარცველების“ ხელიდან (ეს. 17:13, 14; ip-1 198 ¶20).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ეს. 20:2 – მართლა სრულიად შიშველი დადიოდა ესაია სამი წლის მანძილზე? (w06 12/1 11 ¶1)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ეს. 19:1–12 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაქორწინებულ ადამიანთან საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 3).
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 4).
6. მოხსენება
(5 წთ.) lmd დანართი 1, პუნქტი 14 – თემა: ღმერთს სურს, ლოცვით მივმართოთ (th გაკვეთილი 8)
სიმღერა 148
7. გახსოვდეს „შენი კლდე, შენი ციხესიმაგრე“
(10 წთ.) განხილვა.
იეჰოვა ჩვენი კლდე და ციხესიმაგრეა (ეს. 17:10). ის იხსნის მათ, ვინც თავს აფარებს (ფსალმ. 144:1, 2). ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობას აღარ შევხვდებით. თუმცა თავის მეგობრებს ის ყოველთვის დაეხმარება მოთმენაში (1 კორ. 10:13).
ერთ-ერთი, საიდანაც ჩანს, რომ გვახსოვს იეჰოვა, მისადმი მორჩილებაა. აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან – ხანანია, მიშაელი და აზარია“. თუ შესაძლებელია, სცენაზე აიყვანე წინასწარ შერჩეული ბავშვები და მათ ჰკითხე ან აუდიტორიას დაუსვი შემდეგი კითხვები:
როგორ იხსნიდა იეჰოვა წარსულში მცხოვრებ თავის მეგობრებს? (დან. 3:24–28)
რით დაამტკიცეს ხანანიამ, მიშაელმა და აზარიამ, რომ იეჰოვას მეგობრები იყვნენ?
ყველაზე მეტად როდის გიჭირს იეჰოვას მორჩილება?
რა უნდა გააკეთო, რომ დაემორჩილო იეჰოვას?
8. ყოველდღე ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან
(5 წთ.) განხილვა.
ვიდეოსერია „ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან“ განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ კითხვას. ამ ვიდეოებიდან ისინი გაეცნობიან მათ, ვისაც უყვარდათ იეჰოვა. ყოველი ვიდეოს ბოლოს მოწოდებაა, რომ მათ ყოველდღე ისწავლონ იეჰოვას მეგობრებისგან.
როგორ შეგიძლია ყოველდღიურად გამონახო დრო იმისთვის, რომ ისწავლო იეჰოვასა და მისი მეგობრების შესახებ?
რომელი ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებას გსურს, გაეცნო უკეთ და რატომ?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 50, მე-9 ნაწილის შესავალი და მოთხრობა 51