საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb26 იანვარი გვ. 6-7
  • 19–25 იანვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 19–25 იანვარი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2026
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2026
mwb26 იანვარი გვ. 6-7

19–25 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ

ᲔᲡᲐᲘᲐ 24–27

სიმღერა 159 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „ეს არის ჩვენი ღმერთი!“

(10 წთ.)

უამრავი მიზეზი გვაქვს, ვიამაყოთ, რომ ჩვენი ღმერთი იეჰოვაა (ეს. 25:9; cl 15 ¶21).

იეჰოვა გვპირდება, რომ ახალ ქვეყნიერებაში არავის არაფერი მოაკლდება, მათ შორის საუკეთესო საკვები (ეს. 25:6; w24.12 6 ¶14).

ის მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს (ეს. 25:7, 8; w25.01 28, 29 ¶11, 12).

ხანდაზმული ძმა, რომელიც ეტლში ზის, უქადაგებს თავის ექთანს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ვის შემიძლია ამ კვირაში არაფორმალურ სიტუაციაში იეჰოვას დაპირებებზე ვესაუბრო?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ეს. 24:2 – რატომ დაიწერა ეს მუხლი ლექსის სახით ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში? (w15 12/15 17 ¶1–3)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ეს. 25:1–9 (th გაკვეთილი 10)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. გაიგე, რა საკითხი აინტერესებს მოსაუბრეს. ყურადღება გაუმახვილე ვებსაიტზე jw.org და აჩვენე რამე ამ ვებსაიტიდან (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 3).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 4).

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) ინსცენირება. ijwbq სტატია 160 – თემა: რატომ ეწოდება იესოს „ღვთის ძე“? (th გაკვეთილი 3)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 144

7. სრულად მიენდეთ იეჰოვას, როცა მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებთ

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვა იცავს მათ, ვინც სრულად ენდობიან (წაიკითხეთ ესაიას 26:3). როგორ ცხადვყოფთ, რომ სრულად ვენდობით იეჰოვას მაშინ, როცა მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ? თუ ვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რითაც იეჰოვას ორგანიზაცია გვეხმარება ასეთ სიტუაციებში.

კადრები ვიდეოდან „წინასწარ მოემზადეთ სამედიცინო ჩარევებისთვის“: 1) ძმას პირადი შესწავლა აქვს; ის იყენებს ბიბლიას და წიგნს „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად“, 39-ე გაკვეთილს; 2) ძმა სამედიცინო მინდობილობას ავსებს; 3) ძმა, რომელიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში მსახურობს, მას ტელეფონით საჭირო დახმარებას უწევს;. 4) და საჭირო დოკუმენტაციას აცნობს ექიმს.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „წინასწარ მოემზადეთ სამედიცინო ჩარევებისთვის“. შემდეგ ჰკითხე:

  • რა დაგვეხმარება, მოვემზადოთ ისეთი სიტუაციებისთვის, როცა შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგვჭირდეს?

  • რა დახმარებას გვიწევს ორგანიზაციის მიერ მომზადებული სამედიცინო დოკუმენტები?a

  • როდის უნდა დავუკავშირდეთ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტს?

  • რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ, რამხელა დახმარებას გვიწევს იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით?

ესაიას 26:3-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ იეჰოვა „ყოველთვის მშვიდობით [გვამყოფებს]“, იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნება ან სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირდება. თუმცა ორგანიზაციის მეშვეობით ის უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება, რომ თავი დაცულად და მშვიდად ვიგრძნოთ.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 54, 55

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 53 და ლოცვა

a საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ადგილობრივ უხუცესებს გამოართვათ „ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401), „ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას ან ქიმიოთერაპიას საჭიროებენ“ (S-407) და „ინფორმაცია მშობლებისთვის, რომელთა შვილიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“ (S-55).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება