26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ – 1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲔᲡᲐᲘᲐ 28, 29
სიმღერა 28 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. განადიდეთ იეჰოვა როგორც ბაგით, ისე გულით
(10 წთ.)
ესაიამ მის დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები თვალთმაქცობაში ამხილა (ეს. 29:13; ip-1 299 ¶23).
ესაიას ეს სიტყვები იესომ პირველი საუკუნის რელიგიურ წინამძღოლებს დაუკავშირა (მათ. 15:7–9; w21.05 9 ¶7).
იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან გულით მორჩილებას მოელის (რომ. 6:17; w24.06 10 ¶8).
იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, რომ ვცდილობთ, იმის თანახმად მოვიქცეთ, რასაც ვასწავლით, და ამას ძალიან აფასებს.
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ეს. 29:1 – რატომაა „არიელი“ შესაფერისი სახელი იერუსალიმისთვის? (it „არიელი“ ¶1; it „არიელი“ №3)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ეს. 29:13–24 (th გაკვეთილი 2)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. გაიგე, რა საკითხი აინტერესებს მოსაუბრეს. შეუთანხმდი, რომ სხვა დროს გააგრძელებ მასთან საუბარს (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5).
5. ინტერესის გაღვივება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. უპასუხე კითხვას, რომელიც მობინადრემ წინა ჯერზე წამოჭრა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).
6. მოწაფეების მომზადება
(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა (lmd გაკვეთილი 10, პუნქტი 3).
7. მოწაფეების მომზადება
სიმღერა 89
8. „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“
(8 წთ.) განხილვა.
იესომ ერთხელ ასეთი სიტყვები თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას [ანუ იეჰოვას] მოსწონს“ (იოან. 8:29). ჩვენც გვინდა, მივბაძოთ იესოს და ყველანაირად ვეცადოთ, იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ. მართალია, ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვას მოსაწონად იმოქმედეთ“. შემდეგ ჰკითხე:
როგორც ვიდეოდან დავინახეთ, როგორ შეგვიძლია იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ, როცა დევნას ვხვდებით, როცა ჩვენთვის რთული ხდება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება ან ვგრძნობთ, რომ ჩვენში სიამაყე იდგამს ფესვს?
9. ადგილობრივი მოთხოვნილებები
(7 წთ.)
10. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 56, მე-10 ნაწილის შესავალი და მოთხრობა 57