23 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ – 1 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲔᲡᲐᲘᲐ 38–40
სიმღერა 4 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
ებრაელი მწყემსი გულში იკრავს ცხვარს.
1. „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას“
(10 წთ.)
იეჰოვას რომ დავახლოებოდით, მან თავისი სიტყვა მოგვცა და იმაზეც იზრუნა, რომ მის სიტყვას ჩვენამდე მოეღწია (ეს. 40:8; w23.02 3 ¶3, 4).
ის სათუთად ზრუნავს ჩვენზე (ეს. 40:11; cl 68 ¶7).
იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს იცნობს და სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარება (ეს. 40:26–29; w18.01 8 ¶4–6).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა გრძნობები გეუფლებათ, როცა ესაიას 40:11-ში ჩაწერილ შედარებაზე ფიქრობთ?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ეს. 40:3 – როგორ შესრულდა ეს სიტყვები პირველ საუკუნეში? (ip-1 400 ¶7)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ეს. 40:21–31 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ისე წაიყვანე საუბარი, რომ მოსაუბრეს გაუზიარო რაიმე საინტერესო აზრი ბოლოდროინდელი კრების შეხვედრიდან (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 3).
5. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ისე წაიყვანე საუბარი, რომ მსმენელს აუხსნა, როგორ ეხმარები სხვებს ბიბლიის შესწავლაში (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 4).
6. ინტერესის გაღვივება
(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 7, პუნქტი 5)
7. მოწაფეების მომზადება
(5 წთ.) lff გაკვეთილი 18, შეჯამება, გასამეორებელი კითხვები და მიზანი. გამოიყენე ერთ-ერთი სტატია ჩარჩოდან „გაიგეთ მეტი“, რათა შემსწავლელმა კარგად დაინახოს იეჰოვას ხალხს შორის არსებული სიყვარული (lmd გაკვეთილი 11, პუნქტი 3).
სიმღერა 160
8. სამქადაგებლო მსახურების წლიური ანგარიში
(15 წთ.) განხილვა.
წაიკითხე ფილიალიდან მიღებული წერილი, რომელიც სამქადაგებლო მსახურების წლიურ ანგარიშს ეხება. შემდეგ აუდიტორიას სთხოვე, პასუხი გასცეს ქვემოთ დასმულ კითხვას. აგრეთვე ინტერვიუ აიღე წინასწარ შერჩეული მაუწყებლებისგან, რომლებსაც გასულ წელს გამამხნევებელი შემთხვევები ჰქონდათ.
Based on NASA/Visible Earth imagery
2025 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებს მთელი ყურადღება კვლავაც კარდაკარ მსახურებასა და ბიბლიის შესწავლებზე ჰქონდათ გადატანილი.
რამ მიიქცია თქვენი ყურადღება „იეჰოვას მოწმეების 2025 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიშიდან“?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 64, 65