საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb26 მარტი გვ. 6-7
  • 23–29 მარტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 23–29 მარტი
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2026
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება – შეხვედრის პროგრამა – 2026
mwb26 მარტი გვ. 6-7

23–29 ᲛᲐᲠᲢᲘ

ᲔᲡᲐᲘᲐ 48, 49

სიმღერა 89 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. მოუსმინეთ იეჰოვას!

(10 წთ.)

იეჰოვა თავისი მსახურების მასწავლებელია (ეს. 48:17; it „მასწავლებელი, მოძღვარი“ ¶2).

მოვუსმენთ თუ არა იეჰოვას, ეს ჩვენი არჩევანია (ეს. 48:18ა; ijwbq სტატია 44 ¶2, 3).

თუ იეჰოვას მოვუსმენთ, ჩვენი მშვიდობა მდინარესავით იქნება და სიმართლე – ზღვის ტალღებივით (ეს. 48:18ბ; lv 199 ¶8).

და მზის ჩასვლისას სანაპიროზე სეირნობს.

ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „მშვიდობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიჯანსაღის, კეთილდღეობისა და მეგობრობის აზრს ატარებს.

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ეს. 49:8 – როდის შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? (it „სასურველი დრო“ ¶1–3)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

(4 წთ.) ეს. 48:9–20 (th გაკვეთილი 11)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. დაპატიჟე არააქტიური ნათესავი სპეციალურ მოხსენებაზე და გახსენების საღამოზე (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრეს, რომელიც გახსენების საღამოზე დასწრებას ფიქრობს, აუხსენი, როგორ ტარდება ეს შეხვედრა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).

6. ინტერესის გაღვივება

(5 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. უპასუხე კითხვებს, რომლებსაც გახსენების საღამოს მოხსენების შემდეგ ერთ-ერთი დამსწრე გისვამს (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 107

7. როგორ უნდა მოვემზადოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის?

(15 წთ.) განხილვა.

ყოველწლიურად გახსენების საღამოზე დასწრებით ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით იესოს მითითებას და ვაფასებთ იეჰოვას მიერ გაღებულ გამოსასყიდს (ლუკ. 22:19). ამ პერიოდში იმის შესაძლებლობაც გვეძლევა, რომ დავფიქრდეთ, როგორ ვუყვარვართ იეჰოვასა და იესოს (გალ. 2:20; 1 იოან. 4:9, 10). რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მოვემზადოთ ამ დღისთვის და დაინტერესებულებსაც დავეხმაროთ?

  • ყოველდღე წაიკითხეთ გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიის მონაკვეთები და იფიქრეთ მათზე.

  • იფიქრეთ გამოსასყიდზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მადლიერების გამოხატვა.

  • ეცადეთ, სრულად ჩაერთოთ კამპანიაში – სპეციალურ მოხსენებაზე და გახსენების საღამოზე დაპატიჟეთ ნაცნობები, ნათესავები და თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებნი.

  • გულთბილად შეხვდით სტუმრებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მათ მიმართ, ვინც პირადად მოიწვიეთ, და თქვენ გვერდზე დაჯდომა შესთავაზეთ.

  • მზად იყავით, უპასუხოთ სტუმრების შეკითხვებს.

  • ყურადღება გამოიჩინეთ არააქტიურების მიმართ. უხუცესები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ მათ, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე.

კადრი ვიდეოდან: „იესო „დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“. და-ძმები გახსენების საღამოზე დარბაზში ერთმანეთს გულთბილად ესაუბრებიან.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იესო „დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“. შემდეგ ჰკითხე:

  • რატომ უნდა შევხვდეთ გულთბილად გახსენების საღამოზე მოსულ არააქტიურებს?

    კადრი ვიდეოდან: „იესო „დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“. გახსენების საღამოზე არააქტიურ დას სხვა და გულში იკრავს.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

(30 წთ.) lfb მოთხრობა 72, 73

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 134 და ლოცვა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება