20–26 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲔᲡᲐᲘᲐ 54, 55
სიმღერა 86 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. რამდენის „გადასახდელად“ ხართ მზად?
(10 წთ.)
იეჰოვა თავის ვაჟებს დაჰპირდა, რომ ასწავლიდა (ეს. 54:13; w09 9/15 21 ¶3).
ჭეშმარიტება რომ „ვიყიდოთ“, მასში ჩვენი დრო უნდა „გადავიხადოთ“ (ეს. 55:1, 2; w18.11 4 ¶6, 7).
ღვთის სიტყვის კარგი მსმენელები რომ ვიყოთ, ძალისხმევაა საჭირო. თუმცა ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული (ეს. 55:3; be 14 ¶3–5).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა შემიძლია გავაკეთო, რომ უკეთესი პირადი შესწავლა მქონდეს?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ეს. 54:17 – რა სამ მნიშვნელოვან ფაქტს შეგვახსენებს ამ მუხლის პირველი ნაწილი? (w19.01 6 ¶14, 15)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ეს. 54:1–10 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4).
5. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე თემა ბროშურის „გიყვარდეთ ადამიანები“ 1-ელი დანართიდან (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 3).
6. ინტერესის გაღვივება
(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრეს მიეცი ჩვენი ვებსაიტის ან „ბიბლიის შესასწავლი უფასო კურსის“ ბარათი (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).
7. მოხსენება
(5 წთ.) be 28 ¶3–31 ¶2 – თემა: როგორი უნდა იყოს შესწავლის პროცესი? (th გაკვეთილი 14)
სიმღერა 97
8. არაფერს დართოთ ნება, ხელი შეგიშალოთ პირად შესწავლაში
(15 წთ.) განხილვა.
ზოგჯერ სხვადასხვა რამ გვიშლის ხელს, რომ რეგულარული პირადი შესწავლა გვქონდეს. წარმოიდგინეთ, რომ თანაქრისტიანი უნდა წაახალისოთ, ჰქონდეს პირადი შესწავლისა და ყოველდღიურად ბიბლიის კითხვის ჩვევა. ის თქვენთან საუბრის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სირთულეს აღნიშნავს. თითოეულს მიუწერეთ ერთი პრაქტიკული რჩევა, ბიბლიური პრინციპი, ვიდეო ან რომელიმე სტატია, რომელიც მას დაეხმარება.
„კითხვა არ გამომდის“
„სწავლა არ მიყვარს“
„ვერ გამიგია, საიდან დავიწყო ბიბლიის კითხვა და დღეში რამდენი წავიკითხო“
„მასალა იმდენია, ვეღარ ვხვდები, რა გამოვიკვლიო“
„ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს, შესწავლისთვის დროის გამონახვა მიჭირს“
„მიჭირს კონცენტრირება და ზოგჯერ ორი წუთის წინ წაკითხულიც კი არ მახსოვს“
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ნაყოფიერი პირადი შესწავლა“. შემდეგ ჰკითხე:
რომელ რჩევებს გამოიყენებთ?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 78, 79