საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 166
  • არის ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არის ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • რას ამბობს ბიბლია ფულზე?
  • ბიბლიის თანახმად, რატომ არის სახიფათო ფულის სიყვარული?
  • რა სიკეთე მოაქვს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას ფულთან დაკავშირებით?
  • ფული
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • გაწონასწორებული შეხედულება ფულზე
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • როგორია სწორი შეხედულება ფულზე?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • როგორ შეგიძლიათ გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება ფულის თაობაზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 166
კაცი ცდილობს ბევრი ფულის მოხვეჭას.

არის ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვი?

ბიბლიის თვალსაზრისი

არა. ბიბლია ფულს არ უწოდებს ბოროტებას და არც იმას ამბობს, რომ უშუალოდ ფულია ყველა ბოროტების მიზეზი. ცნობილი გამონათქვამი, „ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“, ბიბლიური ციტატის არასრული და დამახინჯებული ფორმაა. სინამდვილეში ბიბლია ამბობს, რომ „ფულის სიყვარულია ყოველგვარი ბოროტების ფესვი“.a

  • რას ამბობს ბიბლია ფულზე?

  • ბიბლიის თანახმად, რატომ არის სახიფათო ფულის სიყვარული?

  • რა სიკეთე მოაქვს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას ფულთან დაკავშირებით?

  • ფულთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები

რას ამბობს ბიბლია ფულზე?

ბიბლია ამბობს, რომ თუ ადამიანი ფულს ბრძნულად გამოიყენებს, მან შეიძლება სარგებლობა მოუტანოს მას; ფულმა შეიძლება დაგვიცვას კიდეც (ეკლესიასტე 7:12). ამასთანავე, ბიბლია აქებს მათ, ვინც გულუხვობას ავლენს სხვების მიმართ, რაშიც სხვებისთვის ფულადი დახმარების გაწევაც იგულისხმება (იგავები 11:25).

ამავე დროს, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ფული არ გახდეს ჩვენი ცხოვრების მთავარი საფიქრალი. ღვთის სიტყვაში წერია: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5). აქედან იმას ვსწავლობთ, რომ ფული გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ვისწრაფოთ გამდიდრებისკენ. ნაცვლად ამისა, უნდა დავჯერდეთ იმას, რაც მართლა გვჭირდება, მაგალითად, საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი (1 ტიმოთე 6:8).

ბიბლიის თანახმად, რატომ არის სახიფათო ფულის სიყვარული?

ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს (ეფესოელები 5:5). ერთი მხრივ, სიხარბე არის კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ფორმა (კოლოსელები 3:5). მეორე მხრივ, როცა ხარბი ადამიანი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის, ხშირად არღვევს ბიბლიურ პრინციპებს. იგავების 28:20-ში ნათქვამია, რომ „ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ათასგვარი დანაშაულიც კი ჩაიდინოს, მაგალითად დააშანტაჟოს სხვები, გამოსძალოს ვინმეს ფული, ითაღლითოს, ადამიანი გაიტაცოს ან მკვლელობაც კი ჩაიდინოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულის სიყვარული ასეთ ცუდ რამეს არ ჩაგვადენინებს, მან შეიძლება სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ბიბლიაში წერია, რომ „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9).

რა სიკეთე მოაქვს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას ფულთან დაკავშირებით?

თუ ფულის გულისთვის არ დავთმობთ მორალურ და სულიერ ფასეულობებს, საკუთარი თავის პატივისცემა და ღვთის მოწონება გვექნება. მათ, ვინც ცდილობს, ღვთის გულის გახარებას, იეჰოვა ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5, 6). ის აგრეთვე გვარწმუნებს, რომ „ერთგული ბევრ კურთხევას მიიღებს“ (იგავები 28:20).

ფულთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები

ეკლესიასტე 7:12: ფული იცავს კაცს.

არსი: თუ ფულს გონივრულად გამოვიყენებთ, ის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის, რადგან მას გარკვეულწილად შეუძლია ჩვენი დაცვა.

ლუკა 12:15: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“.

არსი: ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი და ის ვერ მოემსახურება ჩვენს გადარჩენას.

1 ტიმოთე 6:10: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“.

არსი: ფული თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ, თუ ადამიანს ფული უყვარს და ის მის ცხოვრებაში მთავარი ხდება, შეიძლება ამან მას გარკვეული პრობლემები შეუქმნას; ეს შეიძლება იყოს ოჯახის დანგრევა ან ჯანმრთელობის პრობლემები, რაც გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს მოჰყვება ხოლმე.

ებრაელები 13:5: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“.

არსი: ნაცვლად იმისა, რომ ყველაფრის ფასად ვეცადოთ სიმდიდრის შეძენას, უმჯობესია, დავჯერდეთ იმას, რაც რეალურად გვჭირდება.

მათე 19:24: „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.

არსი: იესომ ერთ მდიდარ კაცს უთხრა, გაჰყოლოდა მას. ამ კაცმა უარი უთხრა ქრისტეს ამ შეთავაზებაზე, რადგან ძალიან იყო დამოკიდებული თავის ქონებაზე. სწორედ მაშინ წარმოთქვა იესომ გამაფრთხილებელი სიტყვები, რომ, თუ ადამიანი სიმდიდრეს ღმერთზე წინ დააყენებს, მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.

a ეს მუხლი „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ასეა ნათარგმნი: „ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება