ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას
რატომ არის სხვებისთვის ყველანაირი გართობა დაშვებული?
„ჩვენ უბრალოდ გართობა გვინდა, მაგრამ რთულია“, — გულისტკივილით თქვა 15 წლის ჯეისონმა.
ბუნებრივია, გქონდეს გართობის სურვილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ! ახალგაზრდების უმრავლესობისთვის გართობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ძილი. თანატოლებისა და მრავალი ფაქტორის გავლენით, ახალგაზრდები დიდი ხალისით ებმებიან სხვადასხვანაირ გართობებში. ერთ-ერთი შემოწმების თანახმად მეგობრებთან სტუმრობა, ტელეგადაცემების ყურება, კინოში სიარული, საღამოები და ცეკვა ახალგაზრდებს შორის პირველ ადგილზე დგას დროის კარგად გატარებისთვის. კითხვა, თამაში, სპორტი და მუსიკაც საკმაოდ პოპულარულია.
მოზრდილებს შეიძლება, პრობლემები წამოეჭრათ იმის გაგებაში, თუ მრავალი ასეთი გასართობის მიუხედავად, რატომ არა აქვთ საკმარისი გასართობი ჯეისონის მსგავს ახალგაზრდებს. და სწორედ ამას ირწმუნება ზოგიერთი ქრისტიანი ახალგაზრდა! პატარა კეისი, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, ამბობს: „ხედავ, რომ სკოლის ამხანაგებს აქვთ საღამოები და ერთობიან, შენ კი თავს გარიყულად გრძნობ და აკლდები“. მაგრამ, ნამდვილად ცუდია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა?
ნუთუ ბიბლია კრძალავს დროის სასიამოვნოდ გატარებას? საერთოდაც არა. ბიბლია იეჰოვას „ნეტარ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმოთე 1:11, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამიტომაც არ უნდა იყოს შენთვის გასაკვირი, რაც მეფე სოლომონმა თქვა: „ყოველივეს თავის დრო აქვს. . . ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4). ორიგინალურ ებრაულ ენაზე სიტყვა ‘სიცილი’ აქ და მასთან დაკავშირებული სიტყვებით ასევე შეიძლება ნიშნავდეს „დღესასწაულის აღნიშვნას“, „თამაშს“, „ვარჯიშს“, „მხიარულებასა“ და „დროის სასიამოვნოდ გატარებას“ (მეორე მეფეთა 6:21; იობი 41:5; მსაჯულნი 16:25; გამოსვლა 32:6; დაბადება 26:8).
წარსულში, ბიბლიის წერის დროს, ღვთის ხალხი სასიამოვნოდ ატარებდა დროს მრავალნაირი სასარგებლო საქმიანობით, მაგალითად: ინსტრუმენტებზე დაკვრით, მღერით, ცეკვით, საუბრითა და თამაშებით. მათ აგრეთვე ჰქონდათ განსაკუთრებული შემთხვევები სუფრის გაშლისა და სასიამოვნო ურთიერთობისთვის (იერემია 7:34; 16:9; 25:30; ლუკა 15:25). თვითონ იესოც ესწრებოდა ქორწილს! (იოანე 2:1–10).
მაშასადამე, სასარგებლო გართობა არ არის ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის აკრძალული. ფაქტობრივად, ბიბლია ამბობს: „იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას“. მაგრამ ამის შემდეგ სოლომონი იძლევა გაფრთხილებას: „ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი“ (ეკლესიასტე 11:9). დიახ, შენ პასუხისმგებელი ხარ ღვთის წინაშე იმისთვის, რასაც აირჩევ. ამიტომ დასვენების დროს ‘ფრთხილად მოიქეცი — არა როგორც უგუნური, არამედ როგორც ბრძენი’ (ეფესელთა 5:15, 16). რატომ? ამ საკითხში მრავალი ახალგაზრდა ცუდ არჩევანს აკეთებს.
როდესაც გართობა ზღვარგადასულია
განვიხილოთ თუ რა მოხდა წარსულში, როდესაც იწერებოდა ბიბლია. ზოგმა ისრაელმა წონასწორობა დაკარგა გართობის დროს და მთელი ღამის განმავლობაში ველურ თავაშვებულობაში გადაეშვა! წინასწარმეტყველი ესაია ამბობდა: „ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია“. არა, ცუდი იმაში არაფერი ყოფილა, რომ ისინი შეიკრიბნენ და ჭამდნენ, უკრავდნენ და ცეკვავდნენ. მაგრამ ამ ღრეობის მოყვარულებზე ესაიამ თქვა: „არ უყურებენ ღვთის საქმეს“ (ესაია 5:11, 12).
მრავალი ახალგაზრდა დღესაც ასე იქცევა — ცოტას ფიქრობს ღმერთზე, მაშინ, როდესაც სურს გართობა. ზოგი „გართობის“ მიზნით ურცხვად და დაუფარავად უარყოფს ღვთის სტანდარტებს და იწყებს ქორწინებამდელ სქესობრივ ცხოვრებას, ვანდალიზმს, ნარკომანიასა და სხვა უგუნურებას. სხვა შემთხვევებისას ახალგაზრდებს ნამდვილად არ სურთ ჩაიდინონ ცოდვა. მაგრამ ვერ იჩენენ თავშეკავებულებას და თავს ვერ არიდებენ ზღვარგადასულ მოქმედებებს (იგავნი 23:20; 1 ტიმოთე 3:11). ასე რომ, როდესაც ისინი დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის იკრიბებიან, რაღაც-რაღაცეები ხელს უწყობს თავაშვებულებას (შეადარე 1-ლი კორინთელთა 10:6–8).
ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ახლახანს ზოგიერთ ახალგაზრდას დაუსვა კითხვა: „როგორია დღეს წუთისოფლისეული საღამოები?“ ერთმა გოგონამ შეკითხვაზე ასე უპასუხა: „ნარკოტიკები, ალკოჰოლური სასმელები. ყოველივე ეს იქ ჩვეულებრივია“. ახალგაზრდა ანდრიუმ საღამოების მოყვარულ თანასკოლელ ბიჭებზე თქვა: „ისინი ყოველთვის ტრაბახობენ, თუ ვინ რამდენის დალევა შეძლო“. ჯეისონმა ისიც კი თქვა, რომ „წუთისოფლისეულ საღამოებზე თითქმის ყოველთვის ცუდი რამ ხდება“. რადგანაც ‘ღრეობასა’ და ‘თავაშვებულ საღამოებს’ არ იწონებს ბიბლია, ღვთისმოშიში ახალგაზრდები უნდა მოერიდონ ისეთ საზოგადოებრივ შეკრებებს, სადაც დამახასიათებელია მსგავსი რამ (გალატელთა 5:21, „ბაინქტონი“).
საშიშროება შეიძლება დაფარული იყოს თითქოსდა უვნებელი ფორმის გართობებში. ბევრ დღევანდელ, ძალიან პოპულარულ ფილმებში სავსებით ნორმალურია სიშიშვლე, აშკარა სექსი და ამაზრზენი ძალადობა. ჰიტ-მუსიკები კი ხშირად პორნოგრაფიულ ლექსებზეა აგებული. როკ კონცერტები კი ნარკოტიკების გამოყენების, სიგიჟისა და ძალადობის ადგილებიაa.
როდესაც მშობლები უარს გეუბნებიან
რა არის ამის საფუძვლიანი საბუთი? თუ შენ ქრისტიანი ხარ, უბრალოდ ვერ გააკეთებ იმას, რასაც შენი ამხანაგები აკეთებენ. სხვა თუ არაფერი, იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები არ უნდა იყვნენ „წუთისოფლისანი“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებული უნდა იყო (იოანე 15:19). თუ შენი მშობლები ღვთისმოშიშ ადამიანებს წარმოადგენენ, ღრმად იქნებიან ამ საკითხს გაცნობილი. ზოგჯერ შენი დაცვის მიზნით მშობლები არ გიწონებენ ან მტკიცედ გიკრძალავენ ისეთ რაღაცეებს, რისი კეთების უფლებაც სხვა ახალგაზრდებს აქვთ. ეს ყოველთვის იოლი არაა. „ადამიანებს გართობა სურთ! — დაჟინებით იმეორებდა ერთი გოგონა. — მშობლები ახალგაზრდობისას ერთობოდნენ, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, ცხრაკლიტულში ვყავდეთ გამოკეტილი“.
მშობლების რჩევის მოსმენა შესაძლოა არ იყოს იოლი თვით მაშინაც, თუ შენ სავსებით ეთანხმები მათ თვალსაზრისს. ერთი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა, მოდი გიორგი დავარქვათ, იხსენებს: „სკოლის ჯგუფში კალათბურთის თამაში მსურდა. მრავალი მაქეზებდა, რომ მეთამაშა და ეს საკმაოდ მაწუხებდა. მაგრამ შემდეგ მშობლებთან ვილაპარაკე“. მშობლებმა გიორგის მიუთითეს ‘ცუდი საზოგადოების’ საშიშ მხარეებზე და შეახსენეს, თუ რამდენ დროს წაართმევდა სპორტით გატაცება (1 კორინთელთა 15:33). „ეს იყო და ეს“, — გულდაწყვეტით ამბობს გიორგი. მან დაუჯერა მშობლებს, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილია, რომ კალათბურთის თამაშის ნება არ დართეს.
„რაღაც მაკლდება!“
როგორიც არ უნდა იყოს შენი მდგომარეობა, შესაძლოა, დროდადრო გულისტკივილის გრძნობა გეუფლება, როდესაც გესმის სკოლის ამხანაგების ტრაბახი დროს ტარებაზე. შესაძლოა არ გასვენებს კითხვა: „რატომ აქვთ სხვებს გართობის უფრო მეტი საშუალება, მე კი არა?“ ერთი სიტყვით, როგორ შეგიძლია გადალახო იმის გრძნობა, რომ რაღაც გაკლდება?
ალბათ ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევს 72-ე ფსალმუნის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი, სადაც მოთხრობილია ბიბლიის ერთ-ერთი მწერლის, სახელად ასაფის, თავგადასავალი. მე-2 და მე-3 მუხლებში ის თავის შეცდომას აღიარებს: „მე კი — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები. რადგან შემშურდა სულელებისა“. დიახ, როდესაც ასაფი არ მისდევდა თავაშვებულ ცხოვრებას, სხვები ტრაბახობდნენ, რომ, რაც სურდათ იმას აკეთებდნენ — და შესაძლოა, მათ საქციელს არც ცუდი შედეგები ჰქონია. ისე ჩანდა, რომ ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილები იყვნენ და უფრო და უფრო მეტს იხვეჭდნენ (მე-12 მუხლი). ამგვარად, ასაფი იმდენად დამწუხრდა, რომ ამოიგმინა: „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები“ (ფსალმუნი 72:13).
საბედნიეროდ, ასაფი გონს მოეგო, ვიდრე რამეს დაუფიქრებლად მოიმოქმედებდა. ის ეწვია ‘ღვთის ტაძარს’ და ასეთ გონივრულ გარემოვითარებაში სერიოზულად დაფიქრდა ყველაფერზე. მალე, ასაფი, უღვთო სიამოვნების მაძიებლებთან დაკავშირებით, გონივრულ დასკვნამდე მივიდა: „მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე“ (ფსალმუნი 73:17, 18).
იგივე შეიძლება ითქვას თქვენს სიამოვნების მაძიებელ ამხანაგებზე. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ შესანიშნავად ატარებენ დროს. მაგრამ მათი ცოდვილი მოქმედებებით ტკბობა დროებითია! (ებრაელთა 11:25). რადგანაც არ მიყვებიან ბიბლიის სტანდარტებს, „მოლიპულ გზაზე“ დგანან და საშინელი გადაჩეხვის საშიშროება ემუქრებათ, რაც მოულოდნელად და გაფრთხილების გარეშე მოხდება. ღვთის სიტყვა ამბობს: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). ნუთუ არაფერი გაგიგია იმ მხიარული გართობის მოყვარულ ახალგაზრდებზე, რომლებიც სწორედ ამ გართობების გამო მოხვდნენ ციხეებში ან კიდევ უდროოდ დაიღუპნენ, დაავადნენ სქესობრივი კავშირით გადამდები ავადმყოფობებით ან იწვნიეს არასასურველი ორსულობა? ნუთუ კურთხევა არ არის შენთვის, რომ მსგავს მდგომარეობაში არ ხარ? (ესაია 48:17).
სოლომონი ძალიან კარგ რჩევას იძლევა: „შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება“ (იგავნი 23:17, 18). დიახ, დროის ტარება არ არის სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების დაკარგვის ტოლფასი.
მაგრამ ახლა როგორ შეგიძლია დაიკმაყოფილო გართობის ბუნებრივი სურვილი და მართლაც სასიამოვნოდ გაატარო დრო? არსებობს თუ არა უსაფრთხო, ბრძნული საშუალება? როგორ მოვიქცეთ თუ ფული და სხვა აუცილებელი რამ არ გვყოფნის? ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მთელ მსოფლიოში მრავალ ახალგაზრდას ჰკითხა რჩევა და დაინტერესდა მათი თვალსაზრისით. ეს განხილული იქნება ამ სერიის რომელიმე მომავალ სტატიაში.
[სქოლიოები]
a იხილე ამავე ჟურნალის 1995 წლის 22 დეკემბრის გამოშვებაში მოცემული სტატია: „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . . შემიძლია დავესწრო როკ კონცერტებს?“ (ინგლ.).
[სურათი 31 გვერდზე]
უნდა გრძნობდე თუ არა თავს გარიყულად, თუ არ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო იმაში, რასაც წუთისოფელი გართობას უწოდებს?